1. შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე სააგენტოს გენერალური დირექტორის დავალების საფუძველზე, სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის, ეთიკის ნორმებისა და საქმიანობის კანონიერების დაცვის თაობაზე სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება;

ბ) სააგენტოში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

გ) სააგენტოში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სააგენტოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების პროაქტიული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

დ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ ტექნიკური და სხვა მატერიალური ფასეულობების მართლზომიერი გამოყენების კონტროლი;

ე) სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დასკვნების მომზადება და გენერალური დირექტორისათვის წარდგენა, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის დაყენების მიზნით;

ვ) გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების გამომწვევი მიზეზებისა და წინაპირობების შესწავლა/ანალიზი, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

თ) სააგენტოს საქმიანობაში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;

ი) შრომის უსაფრთხოების რისკების იდენტიფიკაცია და რეკომენდაციების შემუშავება მათი თავიდან აცილების მიზნით;

კ) დასაქმებულთა სწავლება, მათთვის ინფორმაციის მიწოდება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე;

ლ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გამოკითხოს ცალკეული თანამშრომლები, მოითხოვოს მათგან ახსნა-განმარტებები, შეხვდეს და ურთიერთობა იქონიოს მესამე პირებთან, გამოიყენოს კანონით ნებადართული სხვა საშუალებები, რაც აუცილებელია მისთვის დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებისთვის.

3. შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ სააგენტოს გენერალური დირექტორის წინაშე. დაუშვებელია შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზ