მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და საგანმანათლებლო სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვის ზედამხედველობა;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, პოპულარიზაციისა და ორგანიზებული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მიზნობრივი კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

გ) სააგენტოს საგამომცემლო საქმიანობის უზრუნველყოფა;

დ) სააგენტოს სტრუქტურაში მოქმედი მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების საქმიანობის, სააგენტოს გეგმებისა და ამოცანების შესაბამისად კოორდინაცია;

ე) სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ახალი და განახლებული მუზეუმების ან/და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება;

ვ) სამუზეუმო სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა და კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;

ზ) მუზეუმებთან და მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებული შემეცნებითი, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებისა და ღონისძიებების მომზადება-განხორციელება;

თ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ