ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ობიექტების) მოვლა-პატრონობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ობიექტების) საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა, მომზადება და განხორციელება;

გ) საპროექტო დოკუმენტაციის სისრულის, ხარისხისა და მეთოდოლოგიური გადაწყვეტების შემოწმება და ექსპერტიზა;

დ) წინადადებების შემუშავება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში შესაბამისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ობიექტების) საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინების მიზნით;

ე) ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო დოკუმენტაციის სისრულისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;

ვ) ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების თაობაზე სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების პროექტებისა და შესაბამისი სანებართვო მოწმობის მომზადება;

ზ) ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო რეესტრის წარმოება;

თ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სხვადასხვა სექციის (გარდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სექციის) საქმიანობის კოორდინაცია, სამდივნოს ფუნქციის შესრულება და გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი;

ი) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ