1. სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს – სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, ხოლო მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალს – დირექტორი. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორი. მუზეუმისა და მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორს, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე. სტრუქტურული ერთეულების მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორი. მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს, სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, ასრულებს სამსახურის უფროსი, ხოლო ასეთის არარსებობისას – ერთ-ერთი თანამშრომელი.
4. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე უფლებამოსილნი არიან, სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
5. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია და პასუხს აგებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის გამართულ მუშაობაზე;
ე) წარმოადგენს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეს, რომელიც, სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, ზედამხედველობს ამ სტრუქტურულ ერთეულს;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
ზ) ასრულებს ამ დებულებით, სააგენტოს გენერალური დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.