1. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობენ სააგენტოს გენერალურ დირექტორს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების სათანადოდ შესრულებაში და საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ხელმძღვანელობენ მათდამი დაქვემდებარებულ სამსახურებს, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, კურირებენ სააგენტოში მათთვის მიკუთვნებულ სფეროებს და პასუხს აგებენ მათ გამართულ საქმიანობაზე;
გ) უზრუნველყოფენ დავალებათა შესრულების ორგანიზებასა და სააგენტოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას;
დ) მიმართავენ სააგენტოს გენერალურ დირექტორს სხვადასხვა ინიციატივითა და წინადადებებით;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებენ სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრულ სხვა დავალებებს/მითითებს.
2. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილის სხვა ფუნქციებს განსაზღვრავს სააგენტოს გენერალური დირექტორ