1. სააგენტოს უფლებამოსილებებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს:

ა) ამ დებულებითა და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის განხორციელება;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის და შემეცნების მიზნით, მიზნობრივი კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

გ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის (მატერიალური და არამატერიალური) უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტის დაცვა, მოვლა-პატრონობა და პოპულარიზაცია;

დ) საქართველოს არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების გამოვლენა, შესწავლა, კვლევა, ფიქსაცია და ინვენტარიზაცია (მათ შორის, სააღრიცხვო ბარათებისა და პასპორტების შედგენა), სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვასა და შესწავლაში მონაწილეობის მიღება;

ე) კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო სისტემისა და მონაცემთა ბაზის შექმნა, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დიგიტალიზაცია, დაკომპლექტება, არქივირება და მოპოვებული (შექმნილი) ინფორმაციის მოვლა-პატრონობა და გავრცელება;

ვ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტებისა და კულტურული ფასეულობების, მათ შორის, მის სტრუქტურაში არსებულ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში არსებული სამუზეუმო ექსპონატების ყოველმხრივ შესწავლა, მათი ისტორიული, მეცნიერული და მხატვრული ღირებულებების განსაზღვრა, მოძიებული მასალების დამუშავება, სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვასა და შესწავლაში მონაწილეობა;

ზ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება/მოხსნა, ან ამ მიზნით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისათვის წინადადებების წარდგენა;

ი) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება;

კ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (ობიექტებზე) ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების მომზადება და ძეგლების სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემა, სანებართვო პირობების კონტროლი და ნებართვის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების მიღება;

მ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრესთან/მოსარგებლესთან ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაფორმება;

ნ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის მიზნით, შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის (მათ შორის, არქეოლოგიური კვლევის) თაობაზე შესაბამისი დასკვნების გაცემა;

პ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ჟ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, ამ მიზნით სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და დანერგვა;

რ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სპეციალისტებისა და ახალი სამეცნიერო კადრების მომზადებასა და გადამზადებაში მონაწილეობა/ხელშეწყობა;

ს) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელება და მათი ხელშეწყობა-პოპულარიზაცია, ამ მიზნით ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შეგროვება, სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომების, ასევე ბარათების, ბუკლეტების, გზამკვლევების, ალბომების ქართულ და უცხო ენებზე პუბლიკაციისათვის მომზადება და მათი გამოცემა-გავრცელება;

ტ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მეთოდოლოგიის კვლევა, დამუშავება და პრაქტიკაში დანერგვა და ამ მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

უ) საგანმანათლებლო-საზოგადოებრივი ჟურნალის მომზადება და გამოცემა-გავრცელება;

ფ) კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიის ორგანიზება და განხორციელება, მათ შორის, ფორუმების, კონფერენციების და პრეზენტაციების, საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა და ბეჭდვითი და ციფრული მედიის საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება;

ქ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, სესიების, სიმპოზიუმების, თათბირების, სემინარების, კონსულტაციების მოწყობა;

ღ) გაცვლითი პროგრამების, სამუშაო ვიზიტებისა და სასწავლო ტურების ფარგლებში, დაფინანსების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით აღნიშნული გამოცდილების ადგილობრივ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა;

ყ) კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში და საზღვარგარეთ გამოფენების მომზადება და მოწყობა, მათში მონაწილეობის მიღება;

შ) საქართველოს და საზღვარგარეთის შესაბამის სამთავრობო, სამეცნიერო, სასწავლო და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობა;

ჩ) მის სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვა, მოვლა-პატრონობა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება;

ც) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადება-განხორციელება, ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა;

ძ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად;

წ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

ჭ) საქმიანობის მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება.

2. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვროს მის სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესასვლელი ბილეთებისა და მომსახურების საფასური;

ბ) სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ცალკეული პროექტების ხელშეწყობისა და დაფინანსების მიზნით, გამოაცხადოს კონკურსები;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მესამე პირებს, ხელშეკრულების საფუძველზე, გაუწიოს დამატებითი მომსახურება (მათ შორის, არქივში დაცული მასალების მომზადება და ასლების დამზადება, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კვლევების მომზადება, ძეგლების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადება, საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, კულტურულ-შემეცნებითი მომსახურება, არქეოლოგიური კვლევის ჩატარება და ა.შ.) და სამინისტროსთან შეთანხმებული ტარიფების შესაბამისად, დააწესოს აღნიშნული მომსახურების საფასური;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ ისე, რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე.

თავი IIIსააგენტოს მართ