1. სააგენტოს მართვას და ხელმძღვანელობას ახორციელებს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. სააგენტოს გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.
3. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეები, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, კურირებენ სააგენტოში მათთვის მიკუთვნებულ სფეროებს. მოადგილეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე/მოადგილე შეიძლება იმავდროულად იყოს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
5. სააგენტოს გენერალური დირექტორის დროებით არყოფნის ან მის მიერ გენერალური დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – სააგენტოს გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილ