1. გენერალური დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს;

გ) გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე) გამოსცემს ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების თაობაზე ბრძანებას და გასცემს შესაბამის სანებართვო მოწმობას;

ვ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის ფარგლებში, ძეგლზე სამუშაოებთან და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით, ნებართვის მფლობელის მხრიდან სანებართვო პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მონიტორინგის სამსახურის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას ნებართვით განსაზღვრული ქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ და გასცემს აღნიშნული ქმედებების გაგრძელებამდე სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებებს;

ზ) მონიტორინგის სამსახურის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას ნებართვის გაუქმების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის გაუქმება (შესაბამისად, ნებართვით განსაზღვრული ქმედებების შეწყვეტა) მყისიერ აუცილებლობას წარმოადგენს, ან ნებართვის მფლობელის მხრიდან არ იქნა შესრულებული ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მითითებები, ნებართვით განსაზღვრული ქმედებების გაგრძელების თაობაზე;

თ) ანაწილებს დავალებებს სააგენტოს თანამშრომლებზე და განსაზღვრავს დავალებების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს, აკონტროლებს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობას;

ი) სამინისტროს თანხმობით, ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;

კ) სამინისტროს თანხმობით, განსაზღვრავს სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ზღვრულ ოდენობას;

ლ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სააგენტოს ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სააგენტოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე;

მ) უფლებამოსილია, მოახდინოს კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილების სააგენტოს თანამშრომელზე დელეგირება. დელეგირების ფაქტი გენერალურ დირექტორს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით;

ნ) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს სააგენტოს თანამშრომლებსა და საჭიროებისამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან;

ო) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

პ) მინისტრთან შეთანხმებით, განსაზღვრავს მისაღები სტაჟიორების წლიურ კვოტას და ანაზღაურების ოდენობას. სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს მინისტრის მიერ დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესისა და „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად;

ჟ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

რ) ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სააგენტოს თანამშრომლებისთვის;

ს) მინისტრის თანხმობით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სააგენტოს თანამშრომლისთვის ანაზღაურების გარეშე სასწავლო შვებულების გაცემის შესახებ;

ტ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, ამტკიცებს შესაბამის პროგრამებს/ქვეპროგრამებს განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის;

უ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს დებულებაში ცვლილებების შეტანის, ასევე სააგენტოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

ფ) მინისტრთან შეთანხმებით, ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეებს;

ქ) ამ დებულებითა და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები.

2. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, გენერალური დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესი