1. სააგენტოს სისტემაში მონიტორინგის სამსახური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ინსპექტირებაზე უფლებამოსილი ერთადერთი ორგანოა. დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით, მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, თავის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად, დროებით მოიწვიოს სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი. ამგვარი მიწვევის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს სისტემის თანამშრომელი აცნობებს თავისი სამსახურის ხელმძღვანელობას მიწვევის მიღების შესახებ და, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე, სავალდებულო წესით განახორციელებს იმ ფუნქციებს, რომელთაც მას დააკისრებს მონიტორინგის სამსახური.
2. მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო და სხვა სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობისა და ხარისხის რეგულარული ინსპექტირება და შესაბამისი რეაგირება;
ბ) არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის ინსპექტირება და შესაბამისი რეაგირება;
გ) ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობების შუალედური და საბოლოო ვადების კონტროლი და ვადის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
დ) ობიექტების ადგილზე შემოწმება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ე) მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ შეუსაბამობებსა და აღმოჩენილ ხარვეზებზე (მათ შორის, საპროექტო დოკუმენტაციაში, მეთოდოლოგიურ გადაწყვეტაში, სანებართვო დოკუმენტაციაში და სხვ.) სწრაფი რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერების მოთხოვნით, სააგენტოს გენერალური დირექტორისათვის დასაბუთებული შუამდგომლობის წარდგენა;
ვ) სააგენტოს მიერ დაფინანსებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და სახელშეკრულებო ვადების კონტროლი;
ზ) უნებართვოდ მიმდინარე, ძეგლზე სამუშაოებთან და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოვლენილ ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება;
თ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ