ეკონომიკური სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
ბ) სააგენტოს საბიუჯეტო პროცესის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
გ) სააგენტოს სისტემაში ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების კონტროლი;
დ) სააგენტოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულების შესაბამისად წარდგენა;
ე) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროექტების წინასწარი ფინანსური ანალიზი;
ვ) ნაღდი და უნაღდო ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების დროული წარმოება შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე;
ზ) სააგენტოს სალაროს მეურნეობის გაძღოლა კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ხარჯვის მონიტორინგი;
ი) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება;
კ) სახელმწიფო შესყიდვების პროცესების მართვა კანონმდებლობის განუხრელი დაცვით;
ლ) სააგენტოს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, კანონით დადგენილი წესით;
მ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით, სააგენტოს მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვა/ანგარიშგება;
ნ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ორგანიზაციულ-სამეურნეო და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა;
ო) სააგენტოს ბიუჯეტის ფორმირების მიზნით, საჭირო ინფორმაციის შეგროვება, პროგნოზირება, ბიუჯეტის პროექტის მომზადება, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება/წარდგენა;
პ) სააგენტოს საშუალოვადიანი ბიუჯეტის დაგეგმვა და საპროგნოზო მაჩვენებლების მომზადება;
ჟ) სააგენტოს ინფრასტრუქტურისა და ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის, შენახვის და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა;
რ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ