1. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად, სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირთა შერჩევა/დასაქმებას.
2. თანამშრომელს, რომელიც სააგენტოს სახელით შეიმუშავებს, ან განახორციელებს პროექტს სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო და სხვა სახის სამუშაოების ფარგლებში, არ აქვს უფლება, მოითხოვოს მესამე პირებისაგან რაიმე ტიპის ანაზღაურება.
3. თანამშრომელს არ აქვს უფლება, სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენოს სააგენტოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ან თავისი კერძო საქმიანობის მიზნებისათვის ან კიდევ ისეთი კერძო საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.
4. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების პროცესში დაიშვებიან მხოლოდ ამ დებულების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებულ რეესტრში შეყვანილი პირები.
5. მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სააგენტოში სტაჟიორები შეირჩევიან მხოლოდ კონკურსის საფუძველზე.