ადმინისტრაციის (სამსახური) ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა;

ბ) კომპეტენტური საკადრო რესურსის მოზიდვაზე ზრუნვა, მათი შერჩევა/დაქირავებისა და სტაჟირების პროცესის ორგანიზება და მართვა;

გ) სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის მართვა;

დ) სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების, სიახლეებისა და მიღწევების შესახებ საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სააგენტოს სხვა ოფიციალური გვერდების მართვა;

ვ) სააგენტოს მიერ ჩასატარებელი სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა/ორგანიზება;

ზ) ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, სააგენტოსა და მისი ხელმძღვანელი პირების საქმიანობის საპროტოკოლო უზრუნველყოფა;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) პროცესის წარმართვა და ორგანიზება, ასევე, საარქივო საქმიანობა;

ი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის საშუალოვადიანი და ერთწლიანი დაგეგმვა, კოორდინაცია, მონიტორინგი, კონტროლი და შეფასება, კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებისა და პერიოდული ანგარიშების მომზადება;

კ) სააგენტოს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ლ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ექსპერტიზა და ვიზირება;

მ) სააგენტოს სახელით მომზადებული დოკუმენტების და სააგენტოს გადაწყვეტილებების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო დავებზე სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

ო) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

პ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ