ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიის (სამსახური) ძირითადი ამოცანებია:

ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ინვენტარიზაცია და მაღალკვალიფიციური ფიქსაცია;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლა-შეფასების მიზნით სკანირება;

გ) ძეგლების გამოსახულებების შექმნა წინასწარ შემუშავებული წლიური გეგმის მიხედვით და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს გენერალური დირექტორის მითითებების შესაბამისად;

დ) კულტურულ ფასეულობათა მდგომარეობის შესწავლა-შეფასება;

ე) კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებაზე ზრუნვა, მეცნიერული კვლევისა და შედარებითი ანალიზის საფუძველზე საველე/ლაბორატორიული რესტავრაციის/კონსერვაციის პროცესის სწორად წარმართვა;

ვ) კულტურულ ფასეულობათა რესტავრაციის მეთოდოლოგიის შემუშავება;

ზ) კულტურულ ფასეულობათა პრევენციული კონსერვაციის მიზნით საერთო სტრატეგიის შემუშავება;

თ) არტეფაქტების ტექნიკური კვლევა და დიაგნოსტიკა, კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით;

ი) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ