1. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
გ) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;
ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ვ) შემოწირულობები;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სააგენტოს ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ანგარიშგებაში.
3. სააგენტოს შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
4. სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტოს სახსრები და შემოსავლები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი პროექტის დასაფინანსებლად, თუ ეს პროექტი შეესაბამება სააგენტოს მიზნებსა და ამოცანებს.