საინფორმაციო სისტემების სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სააგენტოს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ბ) კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, პროგრამული ხარვეზების/ინციდენტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეაგირება;
გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საინფორმაციო სივრცის ჩამოყალიბება, მონაცემთა დამუშავება, საინფორმაციო სივრცეში განთავსება, შესაბამისი ბაზების განვითარება და მართვა;
დ) კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის „გეოსაინფორმაციო სისტემის“ და „გის“ პორტალის მართვა, განვითარება და სტრუქტურულ-ფუნქციური განახლება, მონაცემთა განახლების პროცესის კოორდინირება;
ე) სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის მასალათა საცავში არსებული დოკუმენტაციის გრაფიკული და ტექსტური მასალის დიგიტალიზაცია და დამუშავება, დიგიტალიზირებული მასალის სისტემატიზაცია და მონაცემთა ბაზაში შეტანა, საცავის მონაცემთა ბაზიდან მომხმარებელთა მოთხოვნით დოკუმენტაციის გაცემა ელექტრონულ ფორმატში;
ვ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ