ანალიტიკური საინფორმაციო ბაზების განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ინფორმაციის ანალიზისთვის მონაცემთა საცავის შექმნა/დახვეწა;
ბ) მონაცემთა საცავში არსებული ინფორმაციის სისწორის და სისრულის უზრუნველყოფა;
გ) მესამე მხარისაგან მისაღები ინფორმაციების იდენტიფიცირება;
დ) მესამე მხარისაგან მისაღები ინფორმაციის არხების აწყობის უზრუნველყოფა;
ე) დეპარტამენტის საქმიანობისთვის საჭირო რეპორტების სისტემატიზაცია;
ვ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საინფორმაციო უზრუნველყოფა;
ზ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის ბრძანება №2616 - ვებგვერდი, 21.02.2018