ა)
(ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
ა1)
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, წლიური საოპერაციო გეგმების შემუშავების და დამტკიცების კოორდინაცია, მათი შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
ა2) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და ინიციირება;
ა3)
გადამხდელთა კანონშესაბამისობის რისკის მართვის მოდელების ჩამოყალიბება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით ჩამოყალიბებული მოდელების იმპლემენტირება საოპერაციო გეგმებში;
ბ)
(ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
გ)
(ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
დ)
(ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
ე)
(ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
ვ) მონაცემთა ანალიზისთვის მონაცემთა ბაზების დახვეწა;
ზ) ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება, მათი შედარებითი, კრებსითი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტებისათვის ინფორმაციის გადაცემა;
თ) საგადასახადო კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევა და ინფორმაციის შესაბამისი დეპარტამენტებისათვის გადაცემა;
ი) მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი და შედეგების შესახებ შესაბამისი დეპარტამენტებისათვის ინფორმაციის გადაცემა;
კ) საგადასახადო შემოწმებებისათვის რისკის კრიტერიუმების და პრინციპების განსაზღვრა, ავტომატიზებული რისკების მართვის სისტემის მუშაობაში მონაწილეობა, მონიტორინგი, ანალიზი და შედეგების შესახებ შესაბამისი დეპარტამენტებისათვის ინფორმაციის გადაცემა;
კ1) გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრასთან დაკავშირებით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
ლ) საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომზადებული, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული რისკის პროფილების განხილვა შესაბამისი კონფიდენციალობის დაცვით და წინადადებებისა და რეკომენდაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომზადება;
მ)
იმპორტის გადასახდელზე საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების შესრულების რისკის კრიტერიუმების განსაზღვრა და საბაჟო დეპარტამენტისათვის მიწოდება რისკის პროფილების შესაქმნელად;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან ინფორმაციის გადამოწმება და მიღებული მონაცემების ანალიზი შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
ო) „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა;
პ)
(ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
ჟ)
(ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
რ) საბიუჯეტო შემოსულობების დამუშავება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის, აგრეთვე საბაჟო, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
ს)
(ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევების გამოვლენა და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;
ტ1) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის შემუშავება;
ტ2) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ტ3) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედეგებისა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში განახლება;
ტ4) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების, მართვის საინფორმაციო სისტემის შემუშავება;
ტ5) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
ტ6) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ცვლილებების ინიციირება;
ტ7) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
უ1) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადება;
ქ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ღ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №38072 - ვებგვერდი, 19.10.2015წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 16 მარტის ბრძანება №6701 - ვებგვერდი, 16.03.2016წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 10 აპრილის ბრძანება №9458 - ვებგვერდი, 18.04.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №23618 - ვებგვერდი, 19.09.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის ბრძანება №2616 - ვებგვერდი, 21.02.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №5091 - ვებგვერდი, 14.03.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 თებერვლის ბრძანება №4261 - ვებგვერდი, 28.02.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №30470 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 9 თებერვლის ბრძანება №2506 - ვებგვერდი, 17.02.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №35729
- ვებგვერდი, 19.11.2021