კინოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის უზრუნველყოფა კინოლოგიური მომსახურებით;
ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის ორგანიზება, სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების წვრთნისა და ვეტერინარიის სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის, ინფორმაციის გაცვლისა და უცხოელ სპეციალისტთა მოწვევის მიზნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის მომზადება;
ე) საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტების მოწვევის თაობაზე წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ვ) სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების მოვლა-პატრონობა და რეგულარული წვრთნა, მათი სათანადო საკვებით, მედიკამენტებით, მოვლისა და დამუშავების საშუალებებით დროული უზრუნველყოფა;
ზ) სამუშაო ადგილებში სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლებთან მოქცევისა და მოვლის წესების მონიტორინგი;
თ) ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ზოგიერთი ნარკოტიკული ნივთიერებების, აგრეთვე, შესაძლებლობის ფარგლებში, ფეთქებად და სხვა საგანთა აღმოსაჩენად შესაბამისი კინოლოგიური მომსახურება;
ი) კინოლოგიური მომსახურების პროცედურების ანალიზი და საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება;
კ) კინოლოგიური მომსახურების გაწევისას მიღებული ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და სტატისტიკის წარმოების ორგანიზება;
ლ) კინოლოგიური საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა დამატებითი ზომების მიღების თაობაზე;
მ) ძაღლის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ თანამშრომელთა სათანადო გადამზადება და მათი საქმიანობის მონიტორინგი;
ნ) კინოლოგიური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ადგილზე ვიდეოინფორმაციის ანალიზის ან ვიზუალური დაკვირვების პერიოდულად განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში სათანადო მითითებების გაცემა ან თანამშრომელთა და სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების დამატებითი წვრთნის საჭიროების შესახებ წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის მომზადება;
ო) სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების ვეტერინარული მომსახურების უზრუნველყოფა;
პ) პერიოდულად სამსახურებრივი დანიშნულების ახალი ძაღლების გაწვრთნა და საჭიროების შემთხვევაში ძაღლების მოშენება, ლეკვების შერჩევა და მათი გაწვრთნა სამსახურებრივი დანიშნულების მიზნით;
ჟ) სპეციალური თვისებების დაკარგვის, ავადმყოფობის ან ასაკის გამო უნარდაქვეითებული სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების გარდაცვალებამდე მათი უზრუნველყოფა საკვებით, მედიკამენტებითა და ვეტერინარული მომსახურებით, მათ შორის, სხვა პირისათვის დროებით მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში სათანადო მედიკამენტებითა და ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა;
რ) ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი აქტებით გათვალისწინებული სხვა მოვალეობებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება;
ს) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებების
და
მითითებების
შესრულება
.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 3 ივლისის ბრძანება №15040 - ვებგვერდი, 08.07.2025