ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ე) კინოლოგიის მოკლე კურსის ცოდნა;

ვ) ვეტერინარიის მოკლე კურსის ცოდნა;

ზ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა;

თ) ფიზიკური ნორმატივები (ბრძანების დანართი №3).

2. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს კინოლოგიური განყოფილების უფროსი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);

ბ) პატიმრობის კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

თ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;

ი) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 სექტემბრის №125 ბრძანებ