ა) სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის, გამომძიებლად ან პროკურორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია);

ზ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.

2. პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ინსპექტორისა და სექტორის უფროსი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

გ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურ