ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის, გამომძიებლად ან პროკურორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
დ) არასრულწლოვნებთან მუშაობის გამოცდილება (არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების მთავარი ინსპექტორისათვის);
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ვ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ზ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია);
თ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.
2. პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარი ინსპექტორის, სწრაფი რეაგირების მთავარი ინსპექტორის, სექტორის მთავარი ინსპექტორისა და არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების მთავარი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
ბ) საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი”;
გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“
დ) საქართველოს კანონი ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;
ე) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების, წახალისების წესისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;
ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;
ზ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;
თ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
ი) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
კ) ციხის ევროპული წესები;
ლ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;
მ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;
ნ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“