ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიულ განათლებას);
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) არასრულწლოვნებთან მუშაობის გამოცდილება (არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მუშაობის შემთხვევაში);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია);
ზ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.
2. პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
ბ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”;
გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“
დ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;
ვ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ზ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების, წახალისების წესისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;
თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;
ი) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;
კ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
ლ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
მ) ციხის ევროპული წესები;
ნ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;
ო) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცი