ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებაში);

ბ) სოციალურ სფეროში მოწყვლად ჯგუფთან  მუშაობის გამოცდილება;

გ) არასრულწლოვნებთან მუშაობის გამოცდილება (არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების სოციალური მუშაკისათვის);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

2. პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკის, სექტორის სოციალური მუშაკისა და არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების სოციალური მუშაკის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი”;

დ) საქართველოს კანონი ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;

ე) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანება;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის   2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;

ზ) ,,პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანება;

თ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;

ი) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

კ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ლ) ციხის ევროპული წესები;

მ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცი