ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება სოციალური მეცნიერების, სამართალმცოდნეობის ან საერთაშორისო სამართლის განხრით განათლებას);

ბ) მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

გ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის ცოდნას); დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

2. დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს სოციალური მუშაკის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) პატიმრობის კოდექსი;

დ) „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ვ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებები;

ზ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

თ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ი) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;

კ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა  მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“);

ლ) ,,პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანება;

მ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;

ნ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №85 ბრძანებ