ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება სოციალური მეცნიერების, სამართალმცოდნეობის ან საერთაშორისო სამართლის განხრით განათლებას);

ბ) შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილება ( უპირატესობა მიენიჭება სოციალური და ფსიქო სარეაბილიტაციო პროგრამების მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას);

გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

დ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის ცოდნას);

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

2. დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) პატიმრობის კოდექსი;

დ) „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ზ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებები;

თ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

ი) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

კ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;

ლ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა  მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“);

მ) ,,პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანება;

ნ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;

ო) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №85 ბრძანებ