ა) სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
გ) საჯარო სამსახურში ან სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
დ) არასრულწლოვნებთან მუშაობის გამოცდილება (არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორისათვის);
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ვ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ზ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.
2. პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების სამოქალაქო და სახანძრო თავდაცვის ინსპექტორის, ინსპექტორ-კონტროლიორის, სწრაფი რეაგირების ინსპექტორ-კონტროლიორის, სექტორის ინსპექტორ-კონტროლიორისა და არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
ბ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;
გ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურ