ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებაში);

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) უპირატესობა მიენიჭება სოციალურ სფეროში მოწყვლად ჯგუფთან მუშაობის გამოცდილებას;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

2. პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

ზ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების, წახალისების წესისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;

თ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანება;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის   2015 წლის 30 ივნისის N61 ბრძანება;

კ) ,,პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანება;

ლ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;

მ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

ნ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ო) ციხის ევროპული წესები;

პ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცი