ა) სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია);

ვ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.

2. პენიტენციური დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ვ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების, წახალისების წესისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;

ზ) „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანება;

თ) ,,ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანება;

ი) ,,საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანება;

კ) ,,თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანება
;

ლ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;

მ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

ნ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესებ