ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი კანონმდებლობით ნებადართულ საექიმო სპეციალობაში;
გ) უპირატესობა მიენიჭება სახელმწიფო სერტიფიკატს საოჯახო მედიცინაში ან შინაგან მედიცინაში (თერაპია);
დ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
ე) უპირატესობა მიენიჭება ოჯახის ექიმის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ზ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).
2. პენიტენციური დაწესებულებების (გარდა N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის) საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;
თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ი) „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01- 8/ნ ბრძანება;
კ) „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01- 41/ნ ბრძანება;
ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება.;
მ) იმ დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურ