1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო უცხო ქვეყნის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში, რომლის დიპლომიც აღიარებულია საქართველოში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ეძლევა ამ კანონით დადგენილი წესით.
2. იმ უცხო ქვეყნების ნუსხას, რომელთა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დიპლომები აღიარებულია საქართველოში, განსაზღვრავენ სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3110 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №360 – ვებგვერდი, 18.03.2021წ
.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3846 – ვებგვერდი, 15.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 30.11.2023 კანონი №3846
- 16.03.2021 კანონი №360
- 05.07.2018 კანონი №3110
წინა რედაქცია (28.06.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. უცხო ქვეყანაში უმაღლესი სამედიცინო განათლებამიღებული პირისათვის დამოუკიდებლი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება 1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო უცხო ქვეყნის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში, რომლის დიპლომიც აღიარებულია საქართველოში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ეძლევა ამ კანონით დადგენილი წესით. 2. იმ უცხო ქვეყნების ნუსხას, რომელთა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დიპლომები აღიარებულია საქართველოში, განსაზღვრავენ სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯგანმრათელოებისა და სო, მეცნიალუერები დაცვისა და განხათლეგაზრდობის სამინისტროები. .