მუხლი 7. საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებამიღებული პირისათვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება
თავი II — დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და ამ კანონით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (შემდგომში - სახელმწიფო სერტიფიკატი).
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირს აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნული სპეციალობით (სპეციალობებით), გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5767 – ვებგვერდი, 23.03.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (28.06.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებამიღებული პირისათვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება 1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და ამ კანონით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (შემდგომში - სახელმწიფო სერტიფიკატი). 11. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება არ შეიძლება ჰქონდეს პირს, რომელსაც „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საექიმო საქმიანობის უფლება. 2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირს აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნული სპეციალობით (სპეციალობებით), გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(14)
საქმე №ბს-1064(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
…სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს,…
საქმე №ბს-63(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
…პედიატრიული პროფილით. მას არ გააჩნდა აღნიშნული პროფილით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში: „პედიატრია“. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის…
საქმე №ბს-650(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
…მთავრობის 15.03.2012წ. N92 დადგენილების 21.3 მუხლის „გ.ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები. შპს „...ის“ მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული მომსახურებისას დაირღვა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 7.1 და 7.2 მუხლები, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 28-ე და 33-ე მუხლები, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18.04.2007წ.…
საქმე №ბს-691(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2022
…დადგენილი წესით. ამავე მუხლის,,ჟ“ ქვეპუნქტის თანხმად, სერტიფიცირება არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების პროცესი, რომლის მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უნარის შეფასება. ამავე კანონის 7.1 მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დაამთავრა…
საქმე №ბს-952(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2021
…მთავრობის 15.03.2012წ. N92 დადგენილების 21.3 მუხლის „გ.ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები. შპს „...ის“ მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული მომსახურებისას დაირღვა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 7.1 და 7.2 მუხლები, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 28-ე და 33-ე მუხლები, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18.04.2007წ.…
საქმე №ას-1845-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2020
საქმე №ას-1649-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.04.2019
საქმე №ას-37-37-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2018
მუხლი 14. საექიმო-სამედიცინო პუნქტი— საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ