ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებ
საექიმო საქმიანობის შესახებ · რედაქცია 09.12.2025
მუხლი 1. კანონის მიზანი
თავი I — ზოგადი დებულებანი
რედაქციის ისტორია
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ბს-569(კ-22)
…ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2020 წლის 28 ივლისის №7 სხდომის ოქმის კანონიერება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული…
- საქმე №190310018002643912
…საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენს. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, როდესაც მოპასუხე მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად იყენებს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართის N 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „კ“ ქვეპუნქტს, „ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული…
- საქმე №330310118002468425
…გულ-მკერდის არეში, ბოდვითი აშლილობა. პაციენტი მოთავსდა თერაპიულ პალატაში შემდგომი კვლევისა და მკურნალობის მიზნით“ (ს.ფ. 133-139). 1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი…
- საქმე №330310116001361519
…მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. 2.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი…
- საქმე №330310018002476925
…ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან. 6.2. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ ს----------–--- კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის…
- საქმე №330310118002468425
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა საექიმო საქმიანობის შესახებ
- მუხლი 4. საექიმო სპეციალობათა ნუსხა
- მუხლი 5. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 6. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული დამოუკიდებლობა
- მუხლი 7. საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებამიღებული პირისათვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება
- მუხლი 8. უცხო ქვეყანაში უმაღლესი სამედიცინო განათლებამიღებული პირისათვის დამოუკიდებლი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება
- მუხლი 9. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება იმ პირისათვის, რომელმაც ასეთი უფლება მიიღო ან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა უცხო ქვეყანაში
- მუხლი 11. უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მინიჭება
- მუხლი 12. სახელმწიფო სერტიფიკატით გათვალისწინებულის გარდა სხვა საექიმო სპეციალობით (სპეციალობებით) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება
- მუხლი 13. საექიმო სპეციალობის შესაბამისობა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის საგანმანათლებლო კურსთან (ფაკულტეტთან)
- მუხლი 14. ექიმის ფუნქციის შესრულება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“, მუხლი 1, №904, 08.06.2001, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.05.001.000.925 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15334/muxli-1/