გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/3413-18
გადაწყვეტილება
ს----------–--- სახელით
28 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე - შ------------–---
წარმომადგენელი - ნ------------–---–ი
მოპასუხე - ს----------–--- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო
წარმომადგენელი - ზ--------–------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ს----------–--- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის სხდომის ოქმი და საბჭოს საოქმო დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც ექიმ შ------------–---ს 2 (ორი) თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სპეციალობაში „ლ-----------------–- მედიცინა“ და დაევალა შესაბამისი ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ს----------–--- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 29 სექტემბერს გ--------–---–-----მა №1----- განცხადებით მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და სს „ნ--------–ი“ მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა მოითხოვა.
2016 წლის 29 სექტემბრის №1----- განცხადებასთან დაკავშირებით, გ--------–---–-----მა 2016 წლის 07 დეკემბერს დამატებით მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და თურქეთის კლინიკის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნა №5---- წარუდგინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ--------–---–-----ის 2016 წლის 29 სექტემბრის №1----- განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. I, ს.ფ. 123-131);
- გ--------–---–-----ის 2016 წლის 07 დეკემბერს №25412 განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. I, ს.ფ. 119-122).
3.1.2. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, გ--------–---–-----ის 2016 წლის 29 სექტემბრის №1----- განცხადების საფუძველზე, დაიწყო მოქალაქე გ--------–---–-----ისთვის სს „ნ--------–ი“ გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა. მითითებული საკითხის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ ექიმ შ------------–---ს (სერტ. „ლ-----------------–- მედიცინა“, „ზოგადი პროფილის ე------–-----------“) მიერ ჩატარდა მ------–-------ა: „ბ-–--------- უჯრედი 26.0%... დასკვნა ძ--–-ს ტ---- ზომიერად უ-------------ა. ბ-–---------------------ი მორფოლოგიურად მ---–-----------------აა“. სააგენტომ მიიჩნია, რომ ექიმის - შ------–--ას მიერ ძ--–-ს ტ--------–-–- ნანახი იქნა ბ-–---------------------ის 26%, თუმცა რეცენზენტების მიერ ნანახია 10-14%.
ზემოაღნიშნული შესწავლის შედეგებიდან გამოდინარე, სააგენტოს მიერ დაისვა საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, ს----------–--- კანონის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ 74-ე მუხლის შესაბამისად, სს „ნ--------ის“ ექიმის - შ------------–---ს (სერტ. „ლ-----------------–- მედიცინა“) პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 28 სექტემბრის შემოწმების აქტი (ტ. I, ს.ფ. 52-57);
- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 06 მარტის №0------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 58-59);
- პაციენტ გ--------–---–-----ის მ------–-------ა (ძ--–-ს ტ----ს გამოკვლევა) (ტ. I, ს.ფ. 191).
3.1.3. ს----------–--- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის საოქმო გადაწყვეტილებით (№2----------------) სს „ნ--------ის“ ექიმს - შ------------–---ს (სერტ. „ლ-----------------–- მედიცინა“) 2 (ორი) თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სპეციალობაში „ლ-----------------–- მედიცინა“ და დაევალა შესაბამისი ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა.
პროფესიული განვითარების საბჭომ, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის და საბჭოს სხდომაზე რეცენზენტის - ნ. გ-------ას განმარტების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ექიმ შ------------–---ს მიერ ძ--–-ს ტ--------–-–- ნანახი იქნა ბ-–---------------------ის 26%, თუმცა რეცენზენტების მიერ, იგივე მასალაში ნანახია 10-14%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს----------–--- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის №2----------------ს ამონაწერი (ტ. I, ს.ფ. 61-64).
3.1.4. ს----------–--- საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ს----------–--- ლ-----------------–- მ----–--------------------ს“ 2017 წლის 17 თებერვლის №2----- რეცენზიის თანახმად, მწვავე მ---–----------–-----------–------ის დიაგნოზის სიზუსტისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სისხლის ლ-----–---------–- ფორმულა დათვლილ იქნა მიკროსკოპის ქვეშ. სისხლის საერთო ანალიზით გამოხატული სურათის შემდგომ, დიაგნოზის დადასტურება ძირითადად ემყარება ძ--–------------------------–------–-------- დახასიათებას. განისაზღვრება მახასიათებელი ნიშნების აღწერა მ---–--------ში. მ–------–------ის შემთხვევაში ძ--–-ს ტ----ს პუნქტატში აუცილებელია ბ-–---------------------ის პროლიფერაციის არსებობა ანუ სიჭარბე ნორმასთან შედარებით. ნორმაში ბ-–---------------------ი არ აჭარბებ 20%-ს, მ–------–------აზე ეჭვობენ 25-30% და ზევით ბ-–---------------------ის არსებობისას. 20%-დან ბ-–---------------------ის მატებისას ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს მ–------–------ას და ამ დროს მეტად გართულებული და საფრთხილოა დიაგნოზის დასმა. შემდგომი კვლევაა ბ-–----------------------------------ის ციტოქიმიური გამოკვლევა, მეთოდოლოგია დაფუძნებულია სხვადასხვა ბ-–--------- ფორმების დამახასიათებელი ტიპიური ფერმენტების გამოსავლენად. ღრმავდება დაავადების ლ-----------------–- კვლევა ი---------------------ის მეთოდით, რომელიც სპეციფიკურ - მახასიათებელი CD მარკერების მიხედვით ბ-–---------------------ის ტიპირების საშუალებას იძლევა. ეს კვლევა აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც გაძნელებულია ლ--------–--------- და მ---–----–--------- ლ-------ის დიფერენცირება (ეს მნიშვნელოვანია მკურნალობის განსხვავებული მეთოდის გამო). და ბოლოს, გენეტიკური კვლევა - სისხლის უჯრედების გენეტიკური გამოკვლევა ქ-----------------------–----ის, ყველა შემთხვევაში როდესაც საჭიროა თანამედროვე კლასიფიკაციით დიაგნოზის დაზუსტება. კონკრეტული გ--------------------–იის დადგენის საშუალებას იძლევა.
ამავე რეცენზიის თანახმად, კვლევათა თანმიმდევრობა და მეთოდოლოგია სწორად არის წარმართული, რაც შეეხება თავად კვლევების ხარისხს აქ ბევრი გარემოება არის არასათანადოდ შეფასებული. საწყისი ეტაპი - სისხლის საერთო ანალიზი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ეჭვი, ერთმნიშვნელოვნად, მ–---------–----------–-------- ლ---------ე მიტანილიყო. ამას მოჰყვა ცრუ დადებითი პასუხები შემდგომ კვლევებში: ზოგი მათგანის დადასტურება გადამოწმებისას არადამაკმაყოფილებული მასალის გამო ვერ მოხერხდა - ძ--–-ს ტ----ს ციტოლოგიური კვლევა. კვლევის ც-----------იის მეთოდის შემთხვევაშიც მიღებულ შედეგზე არასათანადო ახსნა-განმარტება არის მოცემული. ძ--–-ს ტ---ში ბ-–------ის 26% არ გამორიცხავს მ–------–------ის არსებობას ზოგადად, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული, ჩამოთვლილი გარემოებებიდან გამომდინარე, დიაგნოზი დამაჯერებლობას მოკლებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს----------–--- საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ს----------–--- ლ-----------------–- მ----–--------------------ს“ 2017 წლის 17 თებერვლის №2----- რეცენზია (ტ. I, ს.ფ. 102-107).
3.1.5. ს----------–--- საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ს----------–--- ლ-----------------–- მ----–--------------------ს“ მიერ, პაციენტ გ--------–---–-----თან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაციის რეცენზიაზე დამატებითი განხილვის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტ გ--------–---–-----ის წარმოდგენილ ძ--–-ს ტ--------–-–- აღინიშნება ბ-–---------------------ი 10-14% მთელი უჯრედების საერთო რაოდენობიდან. რამდენიმე ბ-–-------- უჯრედში აღმოჩნდა აუ-------------ი, რაც მათ მ---–----–-------- ბუნებაზეა მიმანიშნებელი. ლ---------------------–- ინდექსი ნორმის ფარგლებშია. აღინიშნება მიტოზის 3 შემთხვევა - აღწერილი სურათი: ის ფაქტი რომ არ არის ბ-–-----------–------------–-------–-ა, არ არის დეფიციტი ე---------------–--------------–-–----------–-------------ისა, გვაფიქრებინებს რეაქტიული პროცესის ან მ---–--------–-------ი სინდრომის არსებობაზე (მ----ის არსებობაზე გვაფიქრებინებს გამოხატული ბ---------–--ც უჯრედებში), აღნიშნული ძ--–-ს ტ----ს სურათი, პერიფერიული სისხლის სურათის გათვალისწინებითაც, არ გვაძლევს საშუალებას ამ ეტაპზე ცალსახად დავსვათ ლ-----იის დიაგნოზი და გვაფიქრებინებს როგორც ზემოთ აღინიშნა ან რეაქტიული პროცესებით გამოწვეულ ცვლილებებზე ან მ----ზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს----------–--- საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ს----------–--- ლ-----------------–- მ----–--------------------ს“ 2018 წლის 25 იანვრის №2----- მიმართვა (ტ. I, ს.ფ. 87-88).
3.1.6. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - „ა-–------------“ 2018 წლის 03 დეკემბრის №7---- ექსპერტის დასკვნის თანახმად, პაციენტ გ--------–---–-----ის ძ--–-ს ტ----ს პრეპარატი გამოკვლეულ და დათვლილ იქნა ელექტრო განათების ქვეშ, სინათლის მიკროსკოპში. თავდაპირველად დათვალიერებულ იქნა მცირე გადიდებაზე (ობიექტივი x10, ოკულარი x10) და შემდგომ დათვლილ იქნა იმერსიული ობიექტივის ქვეშ (ობიექტივი x10, ოკულარი x100), უჯრედების მორფოლოგიის შესაფასებლად და მიელოგრამის (მ------–-------ის) დასათვლელად. დათვლილ იქნა 400 უჯრედი და გაიყო 4-ზე პროცენტის გამოსათვლელად. ნაცხის დათვალიერების, მიელოგრამის (მ------–-------ის) დათვლის და ყველა უჯრედული რიგის ანალიზის შემდგომ აღინიშნა შემდეგი შედეგი: ბ-–---------------------ი - 25.75%; ნ------------–----ი პ--------–--–---- - 1. 75%; ნ------------–-----------–--–---- - 16.25%; ნ------------–----ი მ--------–--–- - 5.75%; ჩ--------------- ნეიტრიფილი - 7.50%; ს---------------ანი ნ------------–- - 10.75%; ს---------------ანი ე----------ილი 7.25%; ლ------–---- - 9.25%; თ------------–------------ - 1.50%; რ--------–--რი უჯრედი - 1.0%; პლ------–---- - 1.0%; პ----------------–ასტი - 0.50%; ბა--------–----- ნ---------–ასტი - 1. 75%; პ---–----------------–----------------–--ტი - 6.25%; ო-------–----------------–-სტი - 2.75%; წ-----–-------–------------ პ---–----------------–--რი - 0.50%; მ----------–---- - 0.50%. დასკვნა: ბ-–---------------------ი - 25.75%; ძ--–-ს ტ---- ზომიერად უ-------------ა; ბ-–---------------------ი მორფოლოგიურად მ---–-----------------აა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ - „ა-–------------ს“ 2018 წლის 03 დეკემბრის №7---- ექსპერტის დასკვნა (ტ.II, ს.ფ. 24-31).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა და ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძ--–-ანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ------------–---ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ს----------–--- კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ს----------–--- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტის შესაბამისობა ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ ს----------–--- კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით ს----------–--- მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ამავე კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო საბჭოს მეშვეობით.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტის 73-ე მუხლის შესაბამისად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ს----------–--- კანონმდებლობით დადგენილი წესით. მითითებული კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტით კანონმდებელი განსაზღვრავს პროფესიული პასუხისმგებლობის ზომებს, კერძოდ, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) ს----------–--- კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო.
სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ს----------–--- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისის №122/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „პროფესიული განვითარების საბჭოს დებულებაზე“ (ძალადაკარგულია 15.08.2018წ, №01-9/ნ), რომლის მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, პროფესიული განვითარების საბჭო თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში განიხილავს სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადება-საჩივრებს, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ ს----------–--- კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ს----------–--- კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს----------–--- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის საოქმო გადაწყვეტილებით (№2----------------) სს „ნ--------ის“ ექიმს - შ------------–---ს (სერტ. „ლ-----------------–- მედიცინა“) 2 (ორი) თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სპეციალობაში „ლ-----------------–- მედიცინა“ და დაევალა შესაბამისი ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა.
დადგენილია ასევე, რომ პროფესიული განვითარების საბჭომ, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის და 2018 წლის 4 მაისის სხდომაზე რეცენზენტის - ნ. გ-------ას განმარტების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ექიმ შ------------–---ს მიერ ძ--–-ს ტ--------–-–- ნანახი იქნა ბ-–---------------------ის 26%, თუმცა რეცენზენტების მიერ, იგივე მასალაში ნანახია 10-14%.
6.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, ს----------–--- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს ადგილი ჰქონდა თუ არა საქმიანობის არასწორად წარმართვას და არსებობს თუ არა პროფესიული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საფუძვლები, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით.
განსახილველ შემთხვევაში შ------------–---ს მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ შ------–--ას მიერ ძ--–-ს ტ--------–-–- ნანახი იქნა ბ-–---------------------ის 26%, თუმცა რეცენზენტების მიერ, იგივე მასალაში ნანახია 10-14%. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ 2018 წლის 03 დეკემბრის №7---- ექსპერტის დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ პაციენტ გ--------–---–-----ის ძ--–-ს ტ----ს პრეპარატის (იმავე მასალა) გამოკვლევის - ნაცხის დათვალიერების, მიელოგრამის (მ------–-------ის) დათვლის და ყველა უჯრედული რიგის ანალიზის შემდგომ აღინიშნა შემდეგი შედეგი: ბ-–---------------------ი - 25.75%, ძ--–-ს ტ---- ზომიერად უ-------------ა, ბ-–---------------------ი მორფოლოგიურად მიელოიდური ტიპისაა, რაც თანხვედრაშია შ------------–---ს მიერ ჩატარებული ძ--–-ს ტ----ს გამოკვლევის (მ------–-------ა) შედეგთან. ამდენად, საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა სადავო საკითხი. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2017 წლის 17 თებერვლის №2----- რეცენზიის თანახმად, როდესაც ბ-–---------------------ის რაოდენობა შეადგენს 25-30% და ზევით, აღნიშნული წარმოშობს ეჭვს მ–------–------აზე, თუმცა დიაგნოზის დაზუსტებისთვის საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება და მითითებული მაჩვენებელი არ ადასტურებს მ–------–------ის დიაგნოზს. აღნიშნული ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა - ციალა ჩინჩალაძემ და განმარტა, რომ ბ-–---------------------ის რაოდენობა შეადგენდა 25.75%-ს, რაც უპირობოდ არ წარმოადგენს მ–------–------ის დიაგნოზის დასმის საფუძველს და შესაძლებელია განპირობებული იყოს ლ-----ოიდური რეაქციით (ახასიათებს მძიმე ინფექციურ პროცესებს) (იხ. 07.03.2019წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტა ხორციელდება სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, აღნიშნული პროფესიული განვითარების საბჭოს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ობიექტურად. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. შესაბამისად, პროფესიული განვითარების საბჭომ 2018 წლის 03 დეკემბრის №7---- ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით, ხელახლა უნდა იმსჯელოს შ------------–---სთვის პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე.
6.4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ს----------–--- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს----------–--- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის სხდომის ოქმი და საბჭოს საოქმო დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც ექიმ შ------------–---ს 2 (ორი) თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სპეციალობაში „ლ-----------------–- მედიცინა“ და დაევალა შესაბამისი ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და მოპასუხეს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. ს----------–--- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა.
7.2. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეულმა ხარჯმა 8-- (რ-----) ლარი (იხ. ტ. II, ს.ფ. 11-14) შეადგინა. ამდენად, აღნიშნული თანხის ანაზღაურება, ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის გათვალისწინებით, სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის გადასახდელი ჰონორარის თანხის ანაზღაურება 2-----–----ს ოდენობით.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2---- ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ------------–---ს მიერ იურიდიული დახმარებისათვის გადახდილი ჰონორარი შეადგენს 2---- ლარს (იხ. ტ. II, ს.ფ. 10). სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, გონივრულ ოდენობის სახით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოს უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 1---- (ა-----) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შ------------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ს----------–--- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის სხდომის ოქმი და საბჭოს საოქმო დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც ექიმ შ------------–---ს 2 (ორი) თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სპეციალობაში „ლ-----------------–- მედიცინა“ და დაევალა შესაბამისი ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. დაევალოს ს----------–--- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. მოპასუხე ს----------–--- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მოსარჩელე შ------------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე ს----------–--- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს დაეკისროს მოსარჩელე შ------------–---ს სასარგებლოდ მის მიერ გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 1---- (ა-----) ლარის ოდენობით.
5. მოპასუხე ს----------–--- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს დაეკისროს მოსარჩელე შ------------–---ს სასარგებლოდ 8-- (რ-----) ლარის გადახდა ექსპერტიზის ჩატარების ხარჯების ასანაზღაურებლად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: ნანა დარასელია