მუხლი 77. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველი
თავი X — დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა
1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია:
ა) მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ მიღებული წერილობითი გაფრთხილება.
2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს არა უმეტეს 6 თვისა.
3. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ ერთი კვირის ვადაში წერილობით ეცნობება მის მფლობელს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლის მითითებით; ამასთან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში.
4. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოშ
მთავარი მონაცემები
ვადაერთი წლის განმავლობაში
ვადაერთი კვირის ვადაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.06.2001).
წინა რედაქცია (28.06.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 77. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველი 1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია: ა) მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ მიღებული წერილობითი გაფრთხილება. 2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს არა უმეტეს 36 თვითსა. 3. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ ერთი კვირის ვადაში წერილობით ეცნობება მის მფლობელს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლის მითითებით; ამასთან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში. 4. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(15)
საქმე №ბს-380(კ-კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
…შეჩერებას ითვალისწინებს და ამ მოვლენას განმარტავს როგორც სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დროებით აკრძალვას. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლებსა და ვადებს განსაზღვრავს დასახელებული კანონის 77-ე მუხლი. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2019 წლის 15 მაისს შედგა საქართველოს ოკუპირებული…
საქმე №ბს-283(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2025
…შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. ამავე კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და "ბ" ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო…
საქმე №ბს-756(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2024
…პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისთვის უცნობია სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლები, ასევე უცნობია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საფუძველზეც საბჭომ გადაცდომის არსებობა დაადგინა. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 77-ე მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო სერტიფიკატის შეჩერების საფუძვლები. მითითებული მუხლი შეჩერებამდე ითვალისწინებს ერთი წლის…
საქმე №ბს-250(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2024
…ისეთი ქმედებისათვის, რომლის განხორციელებაც უტყუარად არ დგინდებოდა, იყო დაუშვებელი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული ჰქონდა თუ არა ადგილი ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე შემთხვევას, ასევე, ჩადენილი დარღვევებისთვის ექიმის მიმართ გამოყენებული…
საქმე №ას-970-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
…განმარტებით, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება არის სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დროებითი აკრძალვა. ამავე კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია: ა) მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული…
საქმე №ბს-893(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
საქმე №ბს-682(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2022