გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/3291-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე - მ----------------
წარმომადგენელი - ა---------–--------ი
მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო
წარმომადგენელი - ზ--------–------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის №- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მ---------------ისთვის სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების 3 თვის ვადით შეჩერებისა და „გ------------–------–---–ი“ 2-თვიანი პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლის დავალების ნაწილში;
1.2. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მოსარჩელე მ---------------ის სასარგებლოდ 2--- (3 თვის თანამდებობრივი სარგო) ლარის ანაზღაურება (იხ. 21.02.2019წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
1.3. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მოსარჩელე მ---------------ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 9-- ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, 2015 წლის 09 ივლისს მ---------------ის (ე--------–---–----ი) მიმართ განუსაზღვრელი ვადით გაიცა სახელმწიფო სერტიფიკატი №0-----, ნებადართულია სპეციალობა - ფ---------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 09 ივლისის №0----- სახელმწიფო სერტიფიკატი (ს.ფ. 42).
3.1.2. სსიპ სამ----–--ო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს გამომძიებლის, ე. გ----–---ს მიმართვის (№3---- 24.03.2016წ) საფუძველზე, დაიწყო პაციენტ ჯ-------------------სათვის გაწეული სამ----–--ო დახმარების საკითხი შესწავლა. მითითებული საკითხის შესწავლის შედეგად, სააგენტომ მიიჩნია, რომ ექიმის - მ---------------ის (სერტიფიკატი „ფ---------ი“) მიერ ადგილი ჰქონდა შემდეგი სახის დარღვევა-ნაკლოვანებებს:
1) „სამ----–--ო ბარათი №3--/16: a--------------d-ში მითითებული ჩივილები არ შეესაბამება სამ----–--ო ბარათში №-2-/13 მითითებულ ჩანაწერებს“ (ა------------–---ია-რ-----------–---იის პროფილის რ-–-----იდან);
2) 25.01.16წ. 15:40 სთ პაციენტის გაწერისას არ გაიცა ჯ---------–---ის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
3) დასკვნით კლინიკურ დიაგნოზში არ არის გათვალისწინებული 25.01.2016წ. თ---------ისა („გ-----, ა----------–--------------------ა, მ–-------------ია“) და კ---------–---ის მიერ დადგენილი („გ-----, ა----------–--------------------ა“) დიაგნოზები;
4) სტაციონარული პაციენტის სამ----–--ო ბარათის სატიტულო ფურცელზე არ ფიქსირდება ინფორმაცია შპს „ა----. ზ--–-----ას სახ. დ-----–---------------–--ს ი---------–----–ი მ----–--ის ე---------–-–------ში“ პაციენტის გადაყვანის (25.01.16წ. 15სთ) თაობაზე“.
ზემოაღნიშნული შესწავლის შედეგებიდან გამოდინარე, სააგენტოს მიერ დასვა საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, საქართველოს კანონის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ 74-ე მუხლის შესაბამისად, შპს „ა----. ბ-------–---–-ს სახ. ფ---------- ჯ---------–---ის ე---------–--–------ის“ ექიმის - მ---------------ის (სერტიფიკატი „ფ---------ი“) პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის №- სხდომის ოქმი (ს.ფ. 142-153);
- სსიპ სამ----–--ო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 23 მარტის №02/1---- წერილი (ს.ფ. 154-155).
3.1.3. საქართველოს შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის საოქმო გადაწყვეტილებით (№- სხდომის ოქმი) შპს „ა----. ბ-------–---–-ს სახ. ფ---------ი ჯ---------–---ის ე---------–--–------ის“ ექიმს - მ----------------ს (სერტიფიკატი „ფ---------ი“) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა 3 თვის ვადით და დაევალა „გ------------–------–---–ი“ 2-თვიანი პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის №- სხდომის ოქმი (ს.ფ. 142-153).
3.1.4. ჯ-------------------ს „სტაციონარული პაციენტის სამ----–--ო ბარათში“ (№-2-/13) ექიმის - მ---------------ის (სერტიფიკატი „ფ---------ი“) 2016 წლის 25 იანვრის ჩანაწერით ირკვევა: „პაციენტი კონტაქტისათვის მისაწვდომია, უჩივის ძლიერ ტკივილს მ-------------ში ი-------–---- ზ--------------ოში, ს-----------------ეს, ს-------ის გაძნელებას. ობიექტურად T/A 9----, Puls 9-, T 3-.2. პაციენტი კონსულტირებული იქნა თ---------ისა და კ---------–---ის მიერ. ჩატარებული მედიკამენტური დახმარების შედეგად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. გამოძახებულ იქნა კატასტროფის ბრიგადა. პაციენტი ქ-------ის კატასტროფის ბრიგადის თანამშრომლების მიერ გადაყვანილი შპს „ა----. ზ--–-----ას სახ. დ-----–---------------–ოს ი---------–----–ი მ----–--ის ე---------–-–------ში“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯ-------------------ს „სტაციონარული პაციენტის სამ----–--ო ბარათი“ №-2-/13.
3.1.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 0---------- №0-------6 დასკვნით თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი აკ. ზ--–-----ას სახ. დ-----–---------------–ოს ი---------–----–ი მ----–--ის ე---------–--–------ის ამბულატორიული პაციენტის სამ----–--ო ბარათი №3--/16-ის ასლით და ამავე დაწესებულების №05/2--- ჯ---------–---ის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 02.02.16წ.) ცნობით ირკვევა: „მოქ. ჯ-----------------ძემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 25.01.2016წ.-ს 20:15სთ-ზე. გარდაიცვალა 02.02.16წ-ს 09:30სთ-ზე. ავადმყოფი შემოსვლისას უჩივის ს-----------------ეს, ტემპერატურის მომატებას 3-,70C-მდე, ხ---–ას, დიდი რაოდენობით ნ-----–ის გამოყოფით, ძლიერ ტკივილს მ------------–ის უკან, ღ---------–--------ას, უ-------ას, ავადმყოფი არის მ--------------–ი იმყოფება ფ---------იულ საავადმყოფოში 2013-წლიდან და ღებულობს ფ--------------ლ პრეპარატებს. 3 კვირაა, რაც აღენიშნება ხ---–ა, ტემპერატურის მომატება, ღებინება, 3 დღეა არ მიუღია საკვები. მდგომარეობის გაუარესება აღენიშნა დღეს დილიდან, ჰქონდა არტერიული წნევის ვარდნის ეპიზოდი 70/50 mm. vwy. sv.“ კლინიკაში შემოსვლის შემდეგ ჩაუტარდა კვლევები, კ---------–---ის (გ---–------------ია, T ტ----------ი (-). ელგ) და რ-----------–---ის კონსულტაცია. დიაგნოზით: მ–---------------ი? თავსდება თ---------–----–---აში შემდგომი კვლევისა და მკურნალობის მიზნით.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 0---------- №0-------6 დასკვნა (ს.ფ. 120-130).
3.1.6. საქართველოს ქირურგთა ასოციაციის 2016 წლის 10 მაისის №01-63 რ-–-----ის თანახმად, სტაციონარული პაციენტის №3--/16 ბარათში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: პაციენტი ჯ-----------------ო მოთავსდა შპს „ა----. ზ--–-----ას სახელობის დ-----–---------------–ოს ი---------–----–ი მ----–--ის ე---------–-–------ში“ (25.01.2016წ. 20:15სთ). ავადმყოფი შემოსვლისას უჩიოდა ს-----------------ეს, სხეულის ტემპერატურის მომატებას 3-.7 C-მდე, ხ---–ას, დიდი რაოდენობით ნ-----–ის გამოყოფით, ძლიერ ტკივილს მ------------–ის უკან, ღ---------–--------ას, უ-------ას. აღნიშნული ჩივილები აღენიშნება 3 კვირაა. ჩატარებული კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევების საფუძველზე დაისვა დიაგნოზი: - მ–---------------ი? დ--------------–ი, გაურკვეველი ტკივილი გ---–--------ის არეში, ბ-----------–-–--–---ა. პაციენტი მოთავსდა თ---------–----–---აში შემდგომი კვლევისა და მკურნალობის მიზნით.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ქირურგთა ასოციაციის 2016 წლის 10 მაისის №01-63 რ-–-----ა (ს.ფ. 133-139).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ---------------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“, საქართველოს შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სამ----–--ო დაწესებულებებში სტაციონარული სამ----–--ო დოკუმენტაციის წარმოების წესი“,6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამ----–--ო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამ----–--ო მომსახურება. ამავე კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო საბჭოს მეშვეობით.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტის 73-ე მუხლის შესაბამისად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სამ----–--ო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მითითებული კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტით კანონმდებელი განსაზღვრავს პროფესიული პასუხისმგებლობის ზომებს, კერძოდ, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფ--------------ლი და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის საოქმო გადაწყვეტილებით (№- სხდომის ოქმი) შპს „ა----. ბ-------–---–-ს სახ. ფ---------ი ჯ---------–---ის ე---------–--–------ის“ ექიმს - მ----------------ს (სერტიფიკატი „ფ---------ი“) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა 3 თვის ვადით და დაევალა „გ------------–------–---–ი“ 2-თვიანი პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა.
დადგენილია ასევე, რომ პროფესიული განვითარების საბჭომ, სსიპ სამ----–--ო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ექიმის - მ---------------ის (სერტიფიკატი „ფ---------ი“) მიერ შემდეგი სახის დარღვევა-ნაკლოვანებების არსებობის ფაქტი:
1) „სამ----–--ო ბარათი №3--/16: a--------------d-ში მითითებული ჩივილები არ შეესაბამება სამ----–--ო ბარათში №-2-/13 მითითებულ ჩანაწერებს“ (ა------------–---ია-რ-----------–---იის პროფილის რ-–-----იდან);
2) 25.01.16წ. 15:40 სთ პაციენტის გაწერისას არ გაიცა ჯ---------–---ის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
3) დასკვნით კლინიკურ დიაგნოზში არ არის გათვალისწინებული 25.01.2016წ. თ---------ისა („გ-----, ა----------–--------------------ა, მ–-------------ია“) და კ---------–---ის მიერ დადგენილი („გ-----, ა----------–--------------------ა“) დიაგნოზები;
4) სტაციონარული პაციენტის სამ----–--ო ბარათის სატიტულო ფურცელზე არ ფიქსირდება ინფორმაცია შპს „ა----. ზ--–-----ას სახ. დ-----–---------------–ოს ი---------–----–ი მ----–--ის ე---------–-–------ში“ პაციენტის გადაყვანის (25.01.16წ. 15სთ) თაობაზე“.
6.3. სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისის №122/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „პროფესიული განვითარების საბჭოს დებულებაზე“ (ძალადაკარგულია 15.08.2018წ, №01-9/ნ), რომლის მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, პროფესიული განვითარების საბჭო თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში განიხილავს სამ----–--ო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადება-საჩივრებს, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოდგენს მ---------------ის მიერ ადგილი ჰქონდა თუ არა პროფესიული განვითარების საბჭოს სადავო 2018 წლის 4 მაისის №- სხდომის ოქმში მითითებული დარღვევა-ნაკლოვანებების არსებობის ფაქტს.
პირველ სადავო საკითხს წარმოდგენს სამ----–--ო ბარათი №3--/16: a--------------d-ში მითითებული ჩივილების შეუსაბამობა სამ----–--ო ბარათში №-2-/13 მითითებულ ჩანაწერებთან“ (ა------------–---ია-რ-----------–---იის პროფილის რ-–-----იდან). აღსანიშნავია, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი ჯ-------------------ს „სტაციონარული პაციენტის სამ----–--ო ბარათით“ (№-2-/13) ირკვევა, ექიმმა - მ----------------მ (სერტიფიკატი „ფ---------ი“) 2016 წლის 25 იანვარს განახორციელა შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: „პაციენტი კონტაქტისათვის მისაწვდომია, უჩივის ძლიერ ტკივილს მ-------------ში ი-------–---- ზ--------------ოში, ს-----------------ეს, ს-------ის გაძნელებას. ობიექტურად T/A 9----, Puls 9-, T 3-.2. პაციენტი კონსულტირებული იქნა თ---------ისა და კ---------–---ის მიერ. ჩატარებული მედიკამენტური დახმარების შედეგად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. გამოძახებულ იქნა კატასტროფის ბრიგადა. პაციენტი ქ-------ის კატასტროფის ბრიგადის თანამშრომლების მიერ გადაყვანილი იქნა შპს „ა----. ზ--–-----ას სახ. დ-----–---------------–ოს ი---------–----–ი მ----–--ის ე---------–-–------ში“. რაც შეეხება სამ----–--ო ბარათში №3--/16 მითითებულ ჩივილებს, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 0---------- №0-------6 დასკვნით და ასევე საქართველოს ქირურგთა ასოციაციის 2016 წლის 10 მაისის №01-63 რ-–-----ით ირკვევა, რომ სამ----–--ო ბარათში №3--/16 ასახულია შემდეგი სახის ჩივილები: ავადმყოფი შესვლისას უჩიოდა ს-----------------ეს, სხეულის ტემპერატურის მომატებას 3-.7 C-მდე, ხ---–ას, დიდი რაოდენობით ნ-----–ის გამოყოფით, ძლიერ ტკივილს მ------------–ის უკან, ღ---------–--------ას, უ-------ას. ამდენად, ზემოაღნიშნული სამ----–--ო ბარათების შინაარსის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ მიუთითებს ჩანაწერებს შორის არსებულ ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ---------------ის მიერ №-2-/13 სამ----–--ო ბარათში განხორციელებული ჩანაწერი პაციენტის ჩივილების თაობაზე შესაბამისობაშია №3--/16 სამ----–--ო ბარათში მითითებულ ჩივილებთან და ზემოაღნიშნულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
მეორე სადავო საკითხს წარმოადგენს მ---------------ის მიერ 2016 წლის 25 იანვარს (15:40 საათი) პაციენტის გაწერისას ჯ---------–---ის მდგომარეობის შესახებ ცნობის გაუცემლობა. მითითებულ სადავო საკითხთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ქირურგთა ასოციაციის 2016 წლის 10 მაისის №01-63 რ-–-----აზე, რომლითაც ირკვევა, რომ შპს „ა----. ზ--–-----ას სახელობის დ-----–---------------–ოს ი---------–----–ი მ----–--ის ე---------–-–------ის“, რომელშიც გადაყვანილი იქნა პაციენტი, სტაციონარული პაციენტის №3--/16 ბარათში აღნიშნულია ჯ-------------------ს დიაგნოზი - ბ-----------–-–--–---ა, რაც შესაბამისობაშია მ---------------ის მიერ №-2-/13 სამ----–--ო ბარათში მითითებულ დასკვნით კლინიკურ დიაგნოზთან - ბ-----------–-–--–---ა (E---). შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 25 იანვარს პაციენტის (ჯ-----------------ძე) სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას მ---------------ის მიერ გაიცა ჯ---------–---ის მდგომარეობის შესახებ ცნობა.
რაც შეეხება დასკვნით კლინიკურ დიაგნოზში (25.01.2016წ.) თ---------ისა („გ-----, ა----------–--------------------ა, მ–-------------ია“) და კ---------–---ის („გ-----, ა----------–--------------------ა“) დიაგნოზების გათვალისწინების საკითხს, სასამართლო მოიხმობს საქართველოს შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სამ----–--ო დაწესებულებებში სტაციონარული სამ----–--ო დოკუმენტაციის წარმოების წესს“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სტაციონარული სამ----–--ო დოკუმენტაციის წარმოების წესი საერთოა ყველა არსებული სამ----–--ო დაწესებულებისათვის, რომელიც ეწევა სტაციონარულ სამ----–--ო მომსახურებას. ამავე წესის მე-2 მუხლს მე-5 პუნქტის შესაბამისად, კლინიკური დიაგნოზი იწერება პაციენტის ბარათის სატიტულო ფურცელზე პაციენტის სტაციონარში შესვლიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში. დასკვნითი დიაგნოზი იწერება პაციენტის სტაციონარიდან გაწერისას და მისი ფორმულირება უნდა შეესაბამებოდეს ავადმყოფობას და ჯ---------–---ასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის I----- ნორმების კლინიკურ ვარიანტს. საბოლოო დიაგნოზი უნდა შეიცავდეს პაციენტის ყველა გართულებასა და კლინიკური მნიშვნელობის თანმხლებ დაავადებებს. ჩანაწერს დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის გაცემის შესახებ აკეთებს მკურნალი ექიმი დადგენილი წესების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ №-2-/13 სამ----–--ო ბარათში თ---------ისა (11:30 სთ) და კ---------–---ის (12:05 სთ) 2016 წლის 25 იანვრის ჩანაწერებით დგინდება, რომ დიაგნოზი - გ-----. ა----------–--------------------ა და მ–-------------ია (?) არ წარმოადგენდა დაზუსტებულ კლინიკურ დიაგნოზს და პაციენტი დამატებით კვლევას საჭიროებდა. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თ---------ი და კ---------–---ი მხოლოდ სავარაუდო კლინიკურ დიაგნოზზე მიუთითებდნენ, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მ----------------ს სამ----–--ო ბარათის დასკვნითი კლინიკური დიაგნოზის გრაფაში სავარაუდო დასკვნითი კლინიკური დიაგნოზის მითითების ვალდებულება არ ეკისრებოდა და მის მიერ სტაციონარული პაციენტის სამ----–--ო ბარათის შევსების წესის ზემოაღნიშნულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
სადავო გადაწყვეტილებაში (საოქმო გადაწყვეტილება) მითითებულ მე-4 დარღვევასთან მიმართებით, დადგენილია და მოსარჩელე მხარეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სტაციონარული პაციენტის სამ----–--ო ბარათის სატიტულო ფურცელზე პაციენტის შპს „ა----. ზ--–-----ას სახ. დ-----–---------------–ოს ი---------–----–ი მ----–--ის ე---------–-–------ში“ გადაყვანის თაობაზე ინფორმაცია არ არის მითითებული. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ №-2-/13 სამ----–--ო ბარათში მ---------------ის 2016 წლის 25 იანვრის ჩანაწერით ცალსახად ირკვევა, რომ „პაციენტი ქ-------ის კატასტროფის ბრიგადის თანამშრომლების მიერ გადაყვანილი იქნა შპს „ა----. ზ--–-----ას სახ. დ-----–---------------–ოს ი---------–----–ი მ----–--ის ე---------–-–------ში“. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის მიერ №-2-/13 სამ----–--ო ბარათში ასახულია ინფორმაცია პაციენტის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, სასამართლო მიიჩნევს, სამ----–--ო დოკუმენტაციის წარმოების ზემოაღნიშნული დარღვევა არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევას და ვერ იქნება მიჩნეული სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობად. რაც შეეხება სადავო გადაწყვეტილებით მ---------------ისთვის „გ------------–------–---–ი“ 2-თვიანი პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლის დავალების საკითხს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული არაარსებითი ხასიათის დარღვევა დაკავშირებულია სამ----–--ო დოკუმენტაციის წარმოების წესთან, ხოლო სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაევალა „გ------------–------–---–ი“ 2-თვიანი პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა, სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ---------------ისთვის შეფარდებული პასუხისმგებლობის ზომა არაადექვატურია და არ არსებობდა მისი გამოყენების წინაპირობები.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის №- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მ---------------ისთვის სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების 3 თვის ვადით შეჩერებისა და „გ------------–------–---–ი“ 2-თვიანი პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლის დავალების ნაწილში.
6.5. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსთვის მ---------------ის სასარგებლოდ 2--- (3 თვის თანამდებობრივი სარგო) ლარის ანაზღაურების დაკისრება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, შპს „ა----ემიკოს ბ-------–---–-ს სახ. ფ---------ი ჯ---------–---ის ე---------–--–------ის“ დირექტორის 2018 წლის 10 აგვისტოს №891 ბრძანებით დგინდება, რომ საქართველოს შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის №- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეს შეჩებული ჰქონდა სერტიფიკატის მოქმედება, ხოლო 2018 წლის 10 აგვისტოდან დაშვებული იქნა პოზიციაზე სამუშაოდ და მისი თანამდებობრივი სარგო 1--- ლარს შეადგენდა.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ კანონშეუსაბამოდ იქნა მიჩნეული 2018 წლის 4 მაისის №- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მ---------------ისთვის სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების 3 თვის ვადით შეჩერების ნაწილში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა - საქართველოს შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსთვის მ---------------ისთვის მიყენებული ზიანის - 2--- (3 თვის თანამდებობრივი სარგო (დაბეგრილი)) ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი. ამდენად, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს უნდა დაეკისროს მ---------------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
7.2. შეეხება ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხევაში, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით (იხ. ს.ფ. 166) დასტურდება ადვოკატის მომსახურების ხარჯის გაწევა 9-- (ც--------------–------ი) ლარის ოდენობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 9-- (ც--------------–------ი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის №- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მ---------------ისთვის სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების 3 თვის ვადით შეჩერებისა და „გ------------–------–---–ი“ 2-თვიანი პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლის დავალების ნაწილში.
3. მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს დაეკისროს მოსარჩელე მ---------------ის სასარგებლოდ 2--- (ორი ათას რვაას ოთხმოცი) ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს დაეკისროს მოსარჩელე მ---------------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
5. მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯ---------–---ისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს დაეკისროს მოსარჩელე მ---------------ის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 9-- (ც--------------–------ი) ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: ნანა დარასელია