თავი XI — დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა
1. განცხადების ან საჩივრის მიღების შემთხვევაში საბჭო მის ასლს ერთი კვირის ვადაში უგზავნის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი.
2. შეტყობინების გაგზავნა არ არის სავალდებულო, თუ ცნობილია, რომ ამ კანონის 83‑ ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 1
მთავარი მონაცემები
ვადაერთი კვირის ვადაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.06.2001).
წინა რედაქცია (28.06.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 84. შეტყობინების აუცილებლობა 1. განცხადების ან საჩივრის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო მის ასლს დაუყოვნებლრთი კვ გირის ვადაში უგზავნის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია განცხადების ან საჩივრის მიღებიდან 3 დღის ვადაში გაუგზავნოს ცნობა საბჭოს შეტყობინების მიღების თაობაზე. 2. შეტყობინების გაგზავნა არ არის სავალდებულო, თუ ცნობილია, რომ ამ კანონის 83‑ ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადება ან საჩივარი არ განიხილება. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 1
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ბს-1064(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
…წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პაციენტის მდგომარეობის დამძიმება გამოწვეული იყო მისი შეცდომით ან/და უყურადღებობით.,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 81-ე, 84-ე, 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლებზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისი №122/ნ ბრძანებით დამტკიცებული პროფესიული…
საქმე №ბს-176(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2024
…რეესტრის მონაცემების თანახმად, ნ.ე-ი სერტიფიცირებული იყო სპეციალობებში:,,ზ/პე ექიმი...“ (1 ა 01.7 N031715 09/08/2002) და „...“ (1 ა 12 N001339 08/07/2008) და მის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების ან საჩივრის მიღების შემთხვევაში საბჭო მის ასლს ერთი კვირის ვადაში…