მუხლი 86. განცხადებაში ან საჩივარში მოყვანილი გარემოებების ექსპერტიზა
თავი XI — დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა
1. თუ საბჭო მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ექსპერტიზა, მას უფლება აქვს მიიღოს განმარტებები შესაბამისი პირებისაგან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ექსპერტიზის ჩამტარებელი პირისათვის ანაზღაურების საკითხი გადაწყდება საბჭოსა და ექსპერტს შორის დადებული ხელშეკრულებით.
3. შესაბამის საექიმო სპეციალობის ექიმთა პროფესიულ ასოციაციას, მოპასუხის თანხმობის შემთხვევაში ან მისი მოთხოვნით, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს განცხადების ან საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტილების გამოტანაშ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.06.2001).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ბს-1064(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
…რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პაციენტის მდგომარეობის დამძიმება გამოწვეული იყო მისი შეცდომით ან/და უყურადღებობით.,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 81-ე, 84-ე, 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლებზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისი №122/ნ ბრძანებით დამტკიცებული პროფესიული განვითარების საბჭოს…
საქმე №ას-622-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2023
…McVicar v. UK; Heinisch V. Germany; „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი); 24.7. კასატორმა მოიხმო „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე, 67-ე, 86-ე მუხლები და განმარტა შემდეგი: სადავო არ არის, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მიმდინარეობდა და დღემდე მიმდინარეობს…
…რომ რეცენზია არ ითვალისწინებს მკაცრად განსაზღვრულ ფორმატს, არ არის სავალდებულო მეცნიერული დასაბუთების არსებობა, ა. ბ-ის კომპეტენციაში ეჭვის შეტანისათვის სააპელაციო პალატას არ გააჩნდა სხვა სპეციალისტის აზრი ან მტკიცებულება. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 86.1 მუხლის შესაბამისად თუ საბჭო მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ექსპერტიზა, მას უფლება აქვს მიიღოს განმარტებები…