დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-51(3კ-26) 15 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს, ა.კ-ისა და თ.ჯ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ე. ი-ჯ-ი, მესამე პირები - ე.გ-ი, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე. ი-ჯ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2022 წლის 28 სექტემბრის №26 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება თ.ჯ-ისა და ა.კ-ის ნაწილში; ბ) დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს „...ის“ ექიმების თ.ჯ-ისა და ა.კ-ის სახელმწიფო სერტიფიკატების გაუქმების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 იანვრის საოქმო განჩინებებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ე.გ-ი, თ.ჯ-ე და ა.კ-ი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ე.ი-ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. ი -ჯ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ე. ი- ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე. ი- ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2022 წლის 28 სექტემბრის №26 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება თ.ჯ-ისა და ა.კ-ის ნაწილში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს, ა.კ-ისა და თ.ჯ-ის მიერ.
4.1 კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო აღნიშნავს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანებების შესაბამისად, მოქალაქე ი.ჯ-ის №133700 25.12.2020წ. განცხადების საფუძველზე, შესწავლილ იქნა შპს „...ში” პაციენტ ა.ჯ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი. განმცხადებელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა შპს „...ში“ პაციენტ ა.ჯ-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხზე და აღნიშნავდა, რომ არასწორი და დაგვიანებული მკურნალობის, ასევე, დროზე ადრე გაწერის გამო გარდაიცვალა პაციენტი. შესწავლით დადგინდა: პაციენტ ა. ჯ-ის გვამის ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარების მიზნით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის, ტ.ჩ-ის მოთხოვნით, კლინიკიდან ამოღებულ იქნა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის დედანი. აქედან გამომდინარე, კომისიის მიერ, საკითხის შესწავლა განხორციელდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის ქსეროასლის საშუალებით. სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით, პაციენტი ა.ჯ-ი (... წლის, პ/ნ ...) სსდ ბრიგადის მიერ 25.03.20წ. 13:09 სთ-ზე მიყვანილ იქნა შპს „...ში’’, ტკივილით მარჯვენა ბარძაყის არეში, მოძრაობის შეზღუდვით, კიდურის შეშუპებით. სსდ ბრიგადის ექიმი აღნიშნავდა გონების კარგვის ხანმოკლე ეპიზოდს. 25.03.20წ (13:09 სთ) ექიმ ხ.ხ-ას (სერტ. „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“) ჩანაწერით: „პაციენტი უჩიოდა ტკივილს მარჯვენა ბარძაყის არეში, მოძრაობის შეზღუდვას, შეშუპებას. ბრიგადის ექიმი აღნიშნავდა გონების კარგვის ხანმოკლე ეპიზოდს. ანამნეზი: პაციენტის გადმოცემით, დაახლოებით 30-40 წთ-ის წინ მიიღო ტრავმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რის შემდგომაც დაეწყო ზემოაღნიშნული ჩივილები, გამოძახებულ იქნა სსდ ბრიგადა და მიყვანილ იქნა კლინიკაში. ობ.: მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე აღენიშნება ექსკორაცია, ასევე სახეზე მარჯვენა თვალბუდის არეში სისხლჩაქცევა, ნიკაპზე ექსკორაცია. ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, კანი ნორმალური, თბილი; მარჯვენა ბარძაყი შეშუპებული, როტირებული გარეთ, დამოკლებული; TA 121/80mm.Hg, HR 95, გულის ტონები ნათელი, პულსი რითმული, საშუალო ავსების. სასუნთქი სისტემა: RR 22', SpO2-96% ატმოსფერულ ჰაერზე. აუსკულტაციით ვეზიკულური სუნთქვა, თანაბრად ტარდება ორივე მხარეს. ენა - სველი, გულისრევა - არა, მუცელი რბილი, უმტკივნეულო, პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები - არა. პერისტალტიკა - მოისმინება. შარდვა - ნებითი, პასტერნაცკის სიმპტომი უარყოფითი ორმხრივი. ცნობიერება: ნათელი, გუგები თანაბარი, ნისტაგმი - არა, მოტორული დეფიციტი - არ ვლინდება (ნევროლოგიური კუთხით). GCS 15 ქულა. მიეცა დანიშნულება : ეკგ, სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, სისხლის ჯგუფი და რეზუსი, HCV, FAST, გულმკერდის, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის რენტგენოგრაფია, თავის ტვინის CT კვლევა, ტრავმატოლოგის კონსულტაცია. გადაესხა Sol. NaCl 0.9%-500 მლ. პაციენტს აღენიშნებოდა ძლიერი ტკივილი, რომლის კუპირების მიზნით, გაუკეთდა: Sol. Morphini hydr. 1%-1.0 ml - i/v. 25.03.2020წ. 13:15სთ-ზე ჩატარდა ტრავმატოლოგის (ა.კ-ი) კონსულტაცია: „ავადმყოფი კლინიკაში შემოყვანილია 112-ის მიერ, ჩივილებით: ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა, შეშუპება მარჯვენა ბარძაყის არეში. პაციენტის გადმოცემით ტრავმა მიიღო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ობ: მარჯვენა ბარძაყის არე შეშუპებულია, დეფორმირებულია, კიდური როტირებულია გარეთ. პაციენტს ესაჭიროება რენტგენოლოგიური კვლევა“. 25.03.20წ. ჩატარდა რენტგენოლოგიური კვლევა: „გულმკერდის რენტგენოგრაფია Pulmones - ფილტვების პარენქიმაში ინფილტრაციული ხასიათის ცვლილებები არ აღენიშნება. ლატერალური სინუსები თავისუფალია. Cor et Aorta ს ზღვრები ზომიერია". 25.03.20წ. 13:45სთ პაციენტს ჩაუტარდა მენჯ-ბარძაყის რენტგენოგრაფია, სადაც ინახა მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის მოტეხილობა ცდომით. ჩატარებული თავის ტვინის CT კვლევით: „მწვავე კეროვანი, დაზიანების ნიშნები არ ვლინდება’’, კონსულტირდა ტრავმატოლოგის მიერ, საჭიროდ ჩაითვალა ოპერაციული ჩარევა. პაციენტს ჩაუტარდა ატშ იმუნიზაცია ექსკორაციების დამუშავების შემდგომ. დაესვა წინასწარი დიაგნოზი: მარჯვენა ბარძაყის მოტეხილობა S72.3. პაციენტი შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში. 25.03.20წ. (15:00სთ-16:40სთ) პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია (ოპერაციის პროტოკოლი №151): „მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის მოტეხილობის ოსტეოსინთეზი ფირფიტით ჭანჭიკებით’’. გატარდა განაკვეთი მარჯვენა ბარძაყის და დიაფიზის არეში, ანტეროლატერალური მიდგომით, ზომით დაახლოებით 14 სმ სწორხაზოვანი, პარალელურად გაიკვეთა ქსოვილები შრეობრივად. ოპერაცისას გამოვლენილი პათოლოგიური ცვლილებების აღწერა: მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ცდომით. პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე მოთავსდა ზურგზე. საოპერაციო ველი დამუშავდა თეძოს ფრთიდან ტერფის ჩათვლით სამჯერადად. შემოიფარგლა, განაკვეთი გატარდა მარჯვენა ბარძაყის დიაფიზის საპროექციოდ ანტეროლატერალური მიდგომით. რბილი ქსოვილები ჩაითიშა ბასრი და ჩლუნგი მეთოდებით ჰემოსტაზის ქვეშ. გაკეთდა მოტეხილი ფრაგმენტების რეპოზიცია, დაფიქსირდა ფირფიტით და ჭანჭიკებით, მიღებულ იქნა სტაბილური ოსტეოსინთეზი. ჩატარდა ჭრილობის სრული ჰემოსტაზი, ჩატოვილ იქნა ერთი რედონის დრენაჟი, გაიკერა შრეობრივად კანზე სტეპლერის ბრჭყალები, ასეპტიური ნახვევი’’. 25.03.20წ. (18:40 სთ) ექიმი ტრავმატოლოგ ა.კ-ის ჩანაწერით: „ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის შემდგომ პერიოდს. ჰემოდინამიკა სტაბილური T/A 120/80 mmHg, P – 76, SpO2 -98%, t36.8. Cor ტონები სუფთა, რითმული, Pulmo - ვეზიკულური სუნთქვა ორივე მხარეს, მუცელი რბილი უმტკივნეულო. შარდვა კათეტერით. პაციენტი საოპერაციო ბლოკიდან გადმოყვანილია ტრავმატოლოგიურ დეპარტამენტში და მკურნალობა უგრძელდება დანიშნულების მიხედვით”. მიეცა დანიშნულება: NaCI 500 ml, Primacefi 2 2-ჯერ, Metronidazoli 100 ml 3-ჯერ, Fraqsiparini 0,4 ml ერთხელ, Ulsepami 40 ml ერთხელ, Dicloferiaki ს/დ, Neoreliumi 5 ml-2,0 საჭიროების დროს“. 26.03.20წ. საკონტროლო რენტგენოგრაფიული კვლევა მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის მოტეხილობის გამო გაკეთებულია ოსტეოსინთეზი, ფიქსაცია მეტალის ფირფიტით და ჭანჭიკებით, კომპონენტების დამაკმაყოფილებელი დგომით. 26.03.20წ. (09:00სთ) ექიმი ტრავმატოლოგის ა.კ-ის ჩანაწერით: „ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა საყურადღებო, ჰემოდინამიკა სტაბილური T/A 120/80 mmHg, P – 80, SpO2 -98%, t36.8. Pulmo - ვეზიკულური სუნთქვა ორივე მხარეს, Cor ტონები სუფთა, რითმული, მუცელი რბილი უმტკივნეულო. შარდვა კათეტერით. პაციენტს გამოეხატა აგზნება, ვერ რეაგირებს დროსა და სივრცეში, რის გამოც გამოძახებულ იქნა ნევროლოგი“. 26.03.20წ. 09:19სთ ჩატარდა ნევროლოგის (ნ.ღ-ე, სახ. სერტ: ნევროლოგი) კონსულტაცია: „ავადმყოფი გასინჯულია ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, 26.03.20 ა.ვ-ის მარჯვენა ბარძაყის მოტეხილობის გამო ჩაუტარდა ოსტეოსინთეზი (ავტოსაგზაო შემთხვევა). დილის 07:00 იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, ნევროლოგიური სტატუსი მოცემულ ეტაპზე: წევს თვალდახუჭული, დაძახილზე ახელს, მაგრამ მზერას არ აფიქსირებს. ვერბალური პროდუქცია წარმოდგენილია დაუნაწევრებელი ბგერითი პროდუქციით (ტირის გაბმულად, მარცხენა ხელში აქვს ნებისყოფითი მოძრაობები, მარჯვენა ხელი ჩამორჩება მოძრაობაში პერიოდულად. პერიოდულად ამოძრავებს სრულყოფილად, (მოიძრო ვენის კათეტერი მარჯვენა ხელით). ინსტრუქციებს არ ასრულებს, დაძახილზე საპასუხოდ უმატებს შფოთვასა და ტირილს, მარცხენა ფეხს ხრის აქტიურად, გუგები საშუალო სიფართის, თანაბარი. ფოტორეაქციები დუნე, თანაბარი. თვალის კაკლების დგომა სწორია, ძილში გადასვლისას უვითარდება ცურვითი მოძრაობები, თუმცა გამოფხიზლებისას თვალის კაკლების დგომას ასწორებს. სახე სიმეტრიულია. ენა პირის ღრუში შუა ხაზზე ძევს. მარცხენა კიდურებში მოძრაობები წარმოებს თავისუფლად. პერიოდულად ავითარებს ტონურ კრუნჩხვებს მტევნის თითებში. ღრმა რეფლექსები მარცხნივ ცოცხალი, მარჯვნივ დუნეა, ორმხრივ იწვევა გაცხოველებული პლანტარული რეფლექსი. დიდი თითის ექსტენზია. სახეზეა ისტერიული შეტევა, მაგრამ გამოსარიცხია მის უკან შესაძლო თავის ტვინის ორგანული დაზიანება, რის გამოც საჭიროებს თავის ტვინის განმეორებით კტ კვლევას”. 26.03.20წ. თავის ტვინის მიმოხილვითი საკონტროლო კ/ტ კვლევა. კ/ტ მონაცემებით თავის ტვინის ნივთიერებაში პათოლოგიური სიმკვრივის კერა არ იქნა ნანახი. ავადმყოფს 26.03.20წ ჩაუტარდა თავის ტვინის განმეორებითი კტ კვლევა, რითაც მწვავე პათოლოგია გამოირიცხა, წინა კვლევასთან შედარებით დინამიკა უარყოფითი არ დაფიქსირებულა. დაესვა დიაგნოზი: F44.9 დისოციაციური დაუზუსტებელი (კონვერსიული) აშლილობანი. დაენიშნა: Sol. Diazepexi 5mg/ml-2ml i/v საჭიროების დროს; Sol.Diclofenaci 75mg/3ml i/m. საჭიროებს ფსიქიატრის კონსულტაციასა და დაკვირვებას დინამიკაში. 27.03.20წ. (18:00სთ) ჩატარებულია ფსიქიატრის, გ.ჭ-ის (სახ. სერტ. „ფსიქიატრია“) კონსულტაცია: „პაციენტის პაპის გადმოცემით, დაბადებულია ფიზიოლოგიური ორსულობა, მშობიარობის შედეგად. ადრეული ასაკის ზრდა-განვითარება ნორმის ფარგლებში. წარსულში ფსიქიატრისთვის არ მიუმართავს. ტუბ და ვენ-სნეულებებს, თავის ქალას ტრავმებს, ეპილეფსიას პაციენტის პაპა უარყოფს. ჯარში არ უმსახურია დედისერთობის გამო. ბოლო 2 კვირაა პაციენტი მუშაობს კომპანია „...ში’’, რა დროსაც მის მოპედს დაეჯახა მანქანა (ა/წ. 25 მარტს). მიიღო მარჯვენა ბარძაყის მოტეხილობა, რის გამოც ჩვენს კლინიკაში, იმავე დღეს ჩაუტარდა შესაბამისი ქირურგიული ოპერაცია, სპინალური ანესთეზიით. გუშინ დილამდე, პაციენტი იყო ადექვატური, კონტაქტური. კარგად გადაიტანა ოპერაცია. კონტაქტში იყო სამედიცინო პერსონალთან. 26 მარტს დილით, ჰქონდა დაძაბული საუბარი ტელეფონით თავის შეყვარებულთან. სთხოვა მას ჩამოსულიყო ...დან და ენახა კლინიკაში, რაზეც მიიღო უარი. ამის შემდეგ, პაციენტი გახდა არაადექვატური, ტირის, შფოთავს, შეკითხვებს არ პასუხობს. იმავე დილით იყო კონსულტირებული ნევროლოგის მიერ, რომელმაც მდგომარეობა შეაფასა, როგორც ისტერიული შეტევა. თავის ტვინის ორგანული დაზიანების გამორიცხვის მიზნით, მაინც გასცა რეკომენდაცია თავის ტვინის კ/ტ კვლევაზე, რაც ჩატარდა იმავე დღეს და დასკვნის თანახმად, სიმკვრივის კერა არ იქნა ნანახი. ამის მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა (ემოციური კუთხით) რჩებოდა მძიმე. პერიოდულად იწყებდა ტირილს, ყვიროდა, არ პასუხობდა შეკითხვებს, ბორგავდა საწოლის ფარგლებში, რაც გახდა ფსიქიატრის გამოძახების მიზეზი. ობ: მიზანმიმართული კონტაქტისთვის მიუწვდომელი. წევს საწოლზე. სახის გამომეტყველება შეწუხებული, ტანჯვის გამომხატველი. შეკითხვებზე არ გვპასუხობს. დაჟინებით ჩაკითხვისას იწყებს ტირილს. ტირილისას, მრავალჯერ განმეორებული შეკითხვის შემდეგ „ვინმემ გაწყენინათ?’’ გაურკვევლად გვიპასუხა „კი მაწყენინა...’’ უკონტაქტობის გამო, ამჟამად შეუძლებელია ჰალუცინაციურ-ბოდვითი სიმპტომატიკის დაზუსტების უარყოფა ან დასტური, თუმცა ანამნეზური ცნობები, ინსტრუმენტული გამოკვლევის შედეგები და ნევროლოგის კონსულტაცია გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ საქმე გვაქვს ისტერიულ მდგომარეობასთან, კერძოდ კი, დაუზუსტებელ დისოციაციურ (კონვერსიულ) აშლილობასთან (F44.9). რეკომენდებულია: ამბულატორიული ფსიქიატრიული მეთვალყურეობა. Sol. Diazepami 2.0ml/10mg-1 ამპ. 3x დღეში (კუნთებში); კეტილეპტი 25მგ-2 ტაბ. ძილის წინ”. 28.03.2020წ. (09:00სთ) ა.კ-ის ჩანაწერით: „პაციენტს გამოხატული ძლიერი ემოციური აღგზნების ფონზე, დაენიშნა, გაუკეთდა ნევროლოგთან და ფსიქიატრთან შეთანხმებით sol. neoreliumi 2,0 -1 ამპ.-გართულების გარეშე. 28.03.2020წ. (13:00სთ) ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია T/A-125/85 mmHg. გამოხატულია ძლიერი ფსიქო-მოტორული აღგზნება. მიუხედავად მიმდინარე სედაციისა, თან დაერთო ტაქიკარდია ტაქიპნოე ტენდენცია დესატურაციისადმი გამოძახებულია რეანიმატოლოგი“. 28.03.20წ. (13:00სთ) ექიმ ე.გ-ის (სახ. სერტ. „ანესთეზია და რეანიმატოლოგია") ჩანაწერით: „გამოძახებული ვარ ქირურგიული განყოფილების პალატაში, პაციენტთან ჯ-ი ა., ... წლის, რომელიც მოყვანილია სსდ ბრიგადის მიერ, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან. შემოსვლისას ავადმყოფი იყო კონტაქტური, ადექვატური. ჰემოდინამიკა - ოქსიგენაციის პარამეტრები კომპენსირებული. მარჯვენა ქვემო კიდური ასიმეტრიული მოძრაობა შეზღუდული. მარჯვენა თვალბუდის არეში და ნიკაპზე გამოხატულია სისხლჩაქცევა. ჩაუტარდა კლინიკო ლაბორატორიული კვლევები, თავის ტვინის კტ კვლევა, ტრავმატოლოგის კონსულტაცია. ავადმყოფის და თვითმხილველების გადმოცემით, იყო გონების კარგვის ხანმოკლე ეპიზოდი. ჩატარებული კვლევებით ნანახი იქნა მარცხენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის მოტეხილობა ფრაგმენტის ცდომით. ავადმყოფს წინასაოპერაციო მომზადების შემდეგ ჩაუტარდა ოპერაცია - ბარძაყის ძვლის ოსტეოსინთეზი ფირფიტით და ჭანჭიკებით, სპინალური ანესთეზიის პირობებში. ოპერაციის დასრულების შემდეგ ავადმყოფს პალატაში დაუფიქსირდა ჰიპერთერმია-t-39.0C-მდე. 26.03.2020წ. ავადმყოფს დაერღვა ნევროლოგიური სტატუსი: გახდა სომნოლენტური, რომელიც გადავიდა ისტერიულ შეტევებში, რის შემდეგ კონსულტირებულ იქნა ნევროლიოგის მიერ, რომლის რეკომენდაციით ჩაუტარდა განმეორებით თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დინამიკა უცვლელია: კტ მონაცემებით თავის ტვინის ნივთიერებაში პათოლოგიური სიმკვრივის კერა არ იქნა ნანახი, რის გამოც დაისვა დიაგნოზი: დაუზუსტებელი დისოციაციის აშლილობები. არსებული ისტერიული შეტევების გათვალისწინებით, ავადმყოფი საჭიროებდა პერიოდულად სედაციას, ვინაიდან როგორც ავადმყოფობის ისტორიიდან და მედპერსონალისგან ირკვევა ავადმყოფი იყო აგზნებული, ტიროდა, გამოხატული იყო შფოთვა, კონტაქტი არ მყარდებოდა. რის პარალელურად ჰემოდინამიკა ოქსიგენაცია იყო სტაბილური. ფიქსირდებოდა სუბფებრილური ტემპერატურის ეპიზოდები. 27.03.2020წ. არსებული მდგომარეობის გამო ავადმყოფს ჩაუტარდა ფსიქიატრის კონსულტაცია, რომლის მიხედვითაც საქმე გვაქვს: დაუზუსტებელ დისოციაციურ (კონვერსიულ) აშლილობასთან (მიეცა რეკომენდაცია: დიაზეპამი 2,0 3-ჯერ ი.მ. ტაბ. კეტილეპტი 50 მგ ძილის წინ). ავადმყოფს გაუგრძელდა არსებული რეკომენდაციის მიხედვით მკურნალობა. მიუხედავად მიმდინარე მკურნალობისა, მდგომარეობა დარჩა უცვლელი. არსებული შფოთვა, აგზნება, უკონტაქტობა - დინამიკის გარეშე. 28.03.2020წ. არსებულ ფსიქიკურ აშლილობას თან დაერთო რესპირაციის მოშლა, რაც გახდა გამოძახების მიზეზი. გასინჯვისას პალატაში: სუნთქვა სპონტანური, მიეწოდება დატენიანებული ჟანგბადი 5ლ/წთ-ში, რის ფონზეც SPO2-92-93%: T/A 123/7mmhg: RR-26-28: ნევროლოგიური სტატუსი: სპონტანურად და ჩაძახილზე ახელს თვალს, მაგრამ მზერას არ აფიქსირებს. წარმოებულია დაუნაწევრებელი ბგერები (ყვირის, ტირის, ცდილობს წამოდგომას, აქვს მოცილების მცდელობა). კითხვებზე და ჩაძახილზე საპასუხოდ უმატებს შფოთვას და ყვირილს. გუგები თანაბარი. ცენტრალური დგომის განისაზღვრა ABG EL, სადაც ყურადღებას იპყრობს PO2-60mmhg: ზემოაღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროდ ჩაითვალა ავადმყოფის გადაყვანა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც გაგრძელდება მკურნალობა; დაიგეგმა ავადმყოფის გადაყვანა მართვით სუნთქვაზე და სამკურნალო დაცვითი ნარკოზის წარმოებ, განმეორებით კვლევები და კონსულტაციები. ავადმყოფს რეანიმაციულ განყოფილებაში გაუგრძელდა ვიტალური ფუნქციების მონიტორინგი. ჩატარდა ოროტრაქეალური ინტუბაცია, ინტუბაციის წინ ანალგოსედაციის მიზნით გაუკეთდა i/v 13:20 სთზე: Sol. Neoreliumi 10 mg/m 2.0−4ml 2 ( ორი ამპულა), Sol. Fentanili 0.05mg/ml 4,0 2(ორი ამპულა). გაგრძელდა ფხვ SIMV PS Pinsp-14: FiO2-45% RR-14: PEEP-5, რის ფონზეც SPO2-98% T/A 123-87mmhg: HR112: აუსკულტაციით სუნთქვა ტარდება თანაბრად ორივე მხარეს. ქვედა ველებში მეტად მარცხნივ ისმის ერთეული მშრალი ხიხინი. დაიგეგმა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, ჩატარდა ნევროლოგთან სატელეფონო კონსულტაცია. მიეცა დანიშნულება (პაციენტის გასინჯვის ფურცელში (დღიური) არ არის მითითებული ექიმის მიერ მიცემული დანიშნულება). 28.03.20წ. გულმკერდის რენტგენოგრაფია - Pulmones ჰილუსები გამკვრივებული, ფილტვის სურათი გაძლიერებულია. მარცხენა ფილტვის ქვემო ველში აღენიშნება დაბალი ინტენსივობის ინფილტრაციული ცვლილებები ლატერალური სინუსები თავისუფალია. Cor et Aorta საზღვრები ზომიერია, დიაფრაგმის გუმბათების დგომა ნორმის ფარგლებში, საინტუბაციო მილის და ცვკ-ს დგომა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი 28.03.20წ. გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში (სამედიცინო ბარათში არ ფიქსირდება პაციენტის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ამსახველი ჩანაწერი). 29.03.20წ. 08:00სთ ექიმ ე.გ-ის ჩანაწერით: „ავადმყოფის მდგომარეობა არის მძიმე, გრძელდება ფხვ SIMV Ps რეჟიმით და შერჩეული პარამეტრებით: Pins-14: FiO2-40% PEEP-5 R12: რის ფონზეც ოქსიგენაციის მაჩვენებელი პარამეტრები კომპენსირებულია. SPO2-98%: T/A 119/62mmhg: HR-115: T-38.0C: CVP-- 14: გრძელდება პერმანენტულად სედაცია, რის ფონზეც ნევროლოგიური სტატუსი სრულყოფილად ვერ ფასდება. გუგები თანაბარი - ფოტო და რქოვანა ცოცხალი. მტკივნეულ გაღიზიანებაზე ფიქსირდება სუსტი გრიმასა. აუსკულტაციით სუნთქვა ტარდება ორივე მხარეს თანაბრად, ქვედა ველში მეტად მარცხნივ სუნთქვა შესუსტებული. ისმის ერთეული მშრალი ხიხინი. მუცელი რბილი, შარდის გამოყოფა კათეტერით, დიურეზი ადექვატური. კვება ნაზოგასტრალური ზონდით. ჭრილობაზე საფენი სუფთა. ლიქვორის ლაბორატორიული კვლევით პათოლოგია არ ფიქსირდება. გრძელდება მკურნალობა და მონიტორინგი“. 29.03.20წ. (13:00სთ) ნევროლოგის (ნ.ღ-ე) ჩანაწერით: „ავადმყოფი იმყოფება ფხვ ოროტრაქეალური მილით, იმყოფება სედაციის ქვეშ. წევს თავლდახუჭული, ტკივილზე არ ახელს თვალს, ეწინააღმდეგება ქუთუთოების პასიურ გახსნას, გამღიზიანებელზე საპასუხოდ ტირის. გუგები საშუალო სიფართის, თანაბარი. ფოტო-სენსორული, თვალის კაკლების დგომა სწორი შეუღლებული, სახე ასიმეტრიულია. კიდურებში მოძრაობა წარმოებს (მარჯვნივ ოპერაციული ჩარევა), ღრმა ბაბინსკი s=d, მენინგიალური ნიშნები და პათოლოგიური რეფლექსები არ იწვევა. ავადმყოფს ჩაუტარდა თავის ტვინის ct კვლევა ანგიორეჟიმში, თავის ტვინის მწვავე დაზიანება არ გამოვლენილა. ავადმყოფი საჭიროებს ფსიქიატრის კონსულტაციას. მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის შემუშავების მიზნით“. 29.03.20წ. (16:00სთ) ექიმ გ-ის ჩანაწერით: „ავადმყოფის მდგომარეობა არის მძიმე, გრძელდება ფხვ SIMV Ps რეჟიმით და შერჩეული პარამეტრებით ; Pins-14: FiO2- 35%, PEEP-5 R12, რის ფონზეც ოქსიგენაციის მაჩვენებელი პარამეტრები კომპენსირებულია. T/A 113-60mmhg: MAP-84: HR-82: T-36.9C: CVP-15: პოსტოპერაციული ჭრილობა სუფთა. ფიქსირდება ცხელების ეპიზოდები, t-37.5C-მდე: მიმდინარეობს პერმანენტულად სედაცია, რის ფონზეც ნევროლოგიური სტატუსი სრულყოფილად ვერ ფასდება, სედაციის შეწყვეტისას: ჩაძახილზე იყო თვალის გახელის მცდელობა, რასაც დროის გასვლის შემდეგ მოყვა კვლავ აგრესიული მოძრაობები კიდურებში, რის გამოც კვლავ გაგრძელდა სედაცია. დაფიქსირდა წვრილი წითელი ფერის წერტილოვანი გამონაყარი სხეულზე - გულმკერდის და მუცლის არეში. შარდის გამოყოფა კათეტერით. აღებულია ნახველი ... კვლევისთვის. გრძელდება მკურნალობა და მონიტორინგი. შარდის გამოყოფა კათეტერით, დიურეზი ადექვატური. კვება ნ/გ ზონდით. მიმდინარეობს ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია’’. 30.03.20წ. (13:00სთ) ექიმ თ.ჯ-ის (სახ. სერტ: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“; „კრიტიკული მედიცინა") ჩანაწერით: „ავადმყოფს პერმანენტულად სედაციის, აპარატთან სინქრონიზაციის მიზნით ი/ვ, პერმანენტულად უგრძელდება; Sol. Fentanili 0.05mg/ml 2.0მლ- 10,0მლ 5(ხუთი) ამპ. Sol. Midazolami 15mg/3ml 3ml- 6,0 2(ორი). პაციენტს დაენიშნა მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის განსაზღვრა, თავის ტვინის CT კვლევა ანგიორეჟიმით და ოფთალმოლოგის კონსულტაცია". 30.03.20წ. (16:00სთ) ექიმ თ.ჯ-ის ჩანაწერით: „ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, სიმძიმე განპირობებულია შემდეგით: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე პნევმონია გამომწვევის დაზუსტების გარეშე, ასევე, მარჯვნივ ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ოსტეოსინთეზი ფირფიტითა და ჭანჭიკით. ანამნეზის, კანზე არსებული პეტექიების არსებობის (კისრის, მხრების, ერთეული- მუცლის მიდამო), plt-ht კლების, ჰიპერთერმიის, ცნობიერების დათრგუნვის, ჰიპოქსემიის, ტაქიკარდიის გათვალისწინებით საფიქრებელია ცხიმოვანი ემბოლიის არსებობა (shoufeld clasification- 10 ქულა). დიაგნოზის ვერიფიცირების მიზნით ნევროლოგთან შეთანხმებით დაიგეგმა და ჩატარდა თავის ტვინის ct ანგიოგრაფია, ტომოგრამებზე: საზღვარი თეთრ და რუხ ნივთიერებას შორის სტრუქტურულია, შუამდებარე სტრუქტურები არ არის ცდომილი. ღეროს ცისტერნები ასიმეტრიული დეფორმაციის გარეშეა. რეტროცერებრული დიდი ცისტერნა და გამჭვირვალე ძგიდე დილატირებულია. პარკუჭები ზომიერია, მას-ეფექტის ნიშნების გარეშეა. სუბარაქნოიდული სივრცეები გაფართოვებულია. პარა-რეტრონაზალური წიაღები, საფეთქლის პირამიდები პნევმატიზირებულია. მარჯვენა ჰაიმორის ღრუში ისახება მცირე ზომის მუკოიდური კისტა. რეტრობულბური არეები თავისუფალია. ქალა-ფუძის და სარქვლის ძვლები ტრავმული ცვლილებების გარეშეა. ი/ვ ბოლუსური კონტრასტირების შედეგად ვილიზიის წრის სისხლძარღვებში და პერიფერიულ ტოტებში საკონტრასტო ნივთიერება თანაბრად არის გადანაწილებული, ანევრიზმული და მალფორმაციული ცვლილებები არ ვიზუალიზირდება, ასევე, ავსების დეფექტის-თრომბული მასების ნიშნების გარეშეა ვენური სინუსები. დასკვნა: თ/ტ მწვავე კეროვანი პათოლოგია არ ვლინდება. გრძელდება ფხვ SIMV Ps რეჟიმით და შერჩეული პარამეტრებით; Pins-14: FiO2-35%, PEEP-5, რის ფონზეც ოქსიგენაციის მაჩვენებელი პარამეტრები კომპენსირებულია. T/A 115-65mmhg: MAP-84: HR-82: t-37.9C: CVP-12. პაციენტი კონსულტირებულია ოფთალმოლოგის მიერ, მწვავე პათოლოგია არ დადასტურდა“. 30.03.20წ. (22:00სთ) ექიმ თ.ჯ-ის ჩანაწერით: „ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, გრძელდება ფხვ SIMV Ps რეჟიმით და შერჩეული პარამეტრებით; Pins-14: FiO2-40% PEEP-5 R12, რის ფონზეც ოქსიგენაციის მაჩვენებელი პარამეტრები კომპენსირებულია. SPO2-98%: T/A 140-65mmhg: HR-110, T-37.4C, CVP−8, გრძელდება მედ.ანალგო-სედაცია, რის ფონზეც ნევროლოგიური სტატუსი სრულყოფილად ვერ ფასდება, გუგები თანაბარი - ფოტო და რქოვანას რეფლექსი ცოცხალია. მტკივნეულ გამღიზიანებელზე ფიქსირდება სახის გრიმასა, მოძრაობა წარმოებს ოთხივე კიდურში, აუსკულტაციით სუნთქვა ტარდება ორივე მხარეს თანაბრად, ქვედა ველში მეტად მარცხნივ სუნთქვა შესუსტებული. ისმის ერთეული მშრალი ხიხინი. მუცელი რბილი, შარდის გამოყოფა კათეტერით, დიურეზი ადექვატური. კვება ნაზო-გასტრალური ზონდით. ჭრილობაზე საფენი სუფთა. გრძელდება მკურნალობა და მონიტორინგი’’. 31.03.20წ. (08:00სთ) ექიმ - თ.ჯ-ის ჩანაწერით: ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, გრძელდება ფხვ SIMV Ps რეჟიმით და შერჩეული პარამეტრებით; Pins-14, FiO2-40% PEEP-5, რის ფონზეც ოქსიგენაციის მაჩვენებელი პარამეტრები კომპენსირებულია. SPO2-98%: T/A 130-80mmhg: HR-95: Tmax-37.5,C: CVP—7, გრძელდება პერმანენტულად სედაცია, რის ფონზეც ნევროლოგიური სტატუსი სრულყოფილად ვერ ფასდება. გუგები თანაბარი - ფოტო და რქოვანა ცოცხალი. მტკივნეულზე ფიქსირდება სუსტი გრიმასა. აუსკულტაციით სუნთქვა ტარდება ორივე მხარეს თანაბრად, ქვედა ველში მეტად მარცხნივ სუნთქვა შესუსტებული. ისმის ერთეული მშრალი ხიხინი. მუცელი რბილი, შარდის გამოყოფა კათეტერით, დიურეზი ადექვატური. კვება ნაზოგასტრალური ზონდით. ჭრილობაზე საფენი სუფთა. გრძელდება მკურნალობა და მონიტორინგი. რჩება მუცლის არეში არსებული წვრილი გამონაყარი-დინამიკის გარეშე. გრძელდება მკურნალობა დანიშნულების მიხედვით და ვიტალური ფუნქციების მონიტორინგი". 31.03.20წ. (11:00სთ) ექიმ თ.ჯ-ის ჩანაწერით: „ავადმყოფს მიზნით ი/ვ გაუკეთდა: Sol. Neoreliumi 5mg/ml 2.0ml-4.0ml 2(ორი) ამპ“. 31.03.20წ. (16:00სთ) ექიმ - თ.ჯ-ის ჩანაწერით: „ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, სიმძიმე განპირობებულია: ქალა-ტვინის დახურული ტრავმის, სუნთქვის მწვავე უკმარისობის, მწვავე პნევმონიის, მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობის, ოსტეოსინთეზის შ/პ-ის გათვალისწინებით. იმყოფება მართვით სუნთქვის აპარატზე, CPAP გამარტივებული რეჟიმითა და შერჩეული პარამეტრებით: PSV-14. FiO2- 35%, PEEP-4, რის ფონზეც ოქსიგენაცია-ვენტილაციური პარამეტრები კომპენსირებულია- SPO2-97%. აუსკულტაციით: COR-ტონები რითმული, PULMO: შესუსტებული ვეზიკულური ტიპის სუნთქვა ტარდება ორმხრივ თანაბრად, ამ ფონზე მოისმინება ერთეული კრეპიტაციული ტიპის ხიხინი მარცხენა ქვემო ველში. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია: T/A -157/104mmhg, HR-90', რითმული. ფიქსირდება სუბფებრილური ტემპერატურული რეაქციები T-38.1C, CVP-0სმ. NS: შეწყვეტილია პერმანენტული სამკურნალო-დაცვითი ნარკოზი. ძილიანია, შეფხიზლებისას კონტაქტურია, ელემენტარულ ინსტრუქციებს ასრულებს, კვლავ ფიქსირდება ფსიქო-ემოციური ლაბილობის სურათი. მოტორული დეფიციტი არ ვლინდება. გუგები მრგვალი და თანაბარია, მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღინიშნება ჰემატომა, გაწოვის ფაზაში. მუცელი რბილი, უმტკივნეულოა. მოისმინება ნაწლავთა პერისტალტიკა პასაჟი შენელებულია. კვება ნ/გ ზონდიდან, საკვებს ირგებს, უკუპერისტალტიკა არ ფიქსირდება. შარდვა ურეთრული კათეტერით, დიურეზის ტემპი ადექვატური სტიმულაციის. მოძრაობა მტკივნეულია ნაოპერაციევ მარჯვენა კიდურზე, ამავე მხარეს ქვემო მხრიდან ფიქსირდება დიდი ზომის ჰემატომის უბანი. პოსტოპერაციული ნაწიბური დამუშავებული და შეხვეულია ასეპტიურად. ალბუმინის ლაბორატორიული მონაცემი-3გ/ლ-ია. გრძელდება დანიშნული და სიმპტომური მკურნალობა, გრძელდება ვიტალური პარამეტრების მონიტორინგი, კორექცია საჭიროების მიხედვით’’. პაციენტს გეგმიურად ი/მ გაუკეთდა: Sol. Neoreliumi 5mg/ml-2ml (ერთი ამპ). 31.03.20წ. (23:00სთ) ექიმ ლ.მ-ის (სახ. სერტ: “ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია’’) ჩანაწერით: „პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე გრძელდება ფხვ CPAP რეჟიმით და ABG-EL-ის მიხედვით შერჩეული პარამეტრებით: FiO2-35%, PEEP – 4, PSV-12, რის ფონზეც SPO2-98%. აუსკულტაციით: Cor-ტონები რითმული, Pulmo- შესუსტებული ვეზიკულური ტიპის სუნთქვა ტარდება ორმხრივ, მარცხნივ ქვემო ველში მოისმინება ერთეული კრეპიტაციული ხიხინი. ნევროლოგიური სტატუსი: ძილიანია, შეფხიზლებისას კონტაქტურია, ასრულებს მითითებულ მარტივ ინსტრუქციებს. მოტორული დეფიციტი არ ვლინდება. კვლავ ფიქსირდება ფსიქო-ემოციური ლაბილობის სურათი. გუგები მრგვალი და თანაბარია. ჰემოდინამიკა სტაბილურია: T/A-119/59mmhg: HR-95, CVP-0cm. კანი მშრალი, თბილი, მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღინიშნება ჰემატომა, გაწოვის ფაზაში. მარჯვენა ქვემო კიდურზე ნაოპერაციები ჭრილობა დამუშავებული და შეხვეულია ასეპტიურად, ამავე კიდურზე ვლინდება დიდი ზომის ჰემატომა, Tmax-37,2C. ენა სველი, მუცელი რბილი, კვება ნგ ზონდით, საკვებს ირგებს, ნპ მოისმინება. შარდვა კათეტერით, დიურეზი ადექვატური. პაციენტს ჩაუტარდა კარდიოექოსკოპიური კვლევა, პათოლოგიური ცვლილებები ნანახი არ იქნა (იხ. დასკვნა). გრძელდება შესაბამისი მკურნალობა და მუდმივი მონიტორინგი. პაციენტს გეგმიურად ი/მ გაუკეთდა: Sol. Neoreliumi 5mg/ml-2ml(ერთი ამპ). დაენიშნა კარდიოექოსკოპია, დაენიშნა მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის განსაზღვრა’’. 31.03.20წ. ჩაუტარდა კარდიოექოსკოპია: „ულტრაბგერითი სკანირებით გამოვლინდა გულის ღრუების ნორმალური ზომები. სარქვლოვანი აპარატი გამკვრივებულია ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. მარცხენა პარკუჭის კედლების გამოხატული ჰიპო და აკინეზიური სეგმენტები არ ლოცირდება. მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქცია ნორმალურია, დიასტოლური დისფუნქცია არ გამოვლინდა. პერიკარდიუმის ღრუში თავისუფალი სითხე არ ლოცირდება. ქვედა ღრუ ვენა 17 მმ, კოლაბირებს 50% >’’. 01.04.20წ. (09:00სთ) ექიმ ლ.მ-ის ჩანაწერით: „პაციენტის ზოგადი მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, ღამის განმავლობაში უარყოფითი დინამიკის გარეშე. გამარტივებული CPAP რეჟიმისა და კლებადი პარამეტრების გათვალისწინებით, პაციენტი დაექსტუბირდა, პროტოკოლის დაცვით გართულების გარეშე. გაგრძელდა ოქსიგენაცია სველი წესით, რის ფონზეც RR-24', SPO2-96%. აუსკულტაციით: Cor-ტონები რითმული, Pulmo-შესუსტებული ვეზიკულური ტიპის სუნთქვა ტარდება ორმხრივ, მარცხნივ ქვემო ველში მოისმინება ერთეული კრეპიტაციული ხიხინი. ნევროლოგიური სტატუსი: ძილიანია, შეფხიზლებისას კონტაქტურია, ასრულებს მითითებულ მარტივ ინსტრუქციებს. მოტორული დეფიციტი არ ვლინდება. კვლავ ფიქსირდება ფსიქო-ემოციური ლაბილობის სურათი. გუგები მრგვალი და თანაბარია. ჰემოდინამიკა სტაბილურია: T/A - 120/60mmhg: HR-88, CVP-2cm. კანი მშრალი, თბილი, მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღინიშნება ჰემატომა, გაწოვის ფაზაში. მარჯვენა ქვემო კიდურზე ნაოპერაციები ჭრილობა დამუშავებული და შეხვეულია ასეპტიურად, ამავე კიდურზე ვლინდება დიდი ზომის ჰემატომა, Tmax-37,2C. ენა სველი, მუცელი რბილი, კვება ნგ ზონდით, საკვებს ირგებს, ნპ მოისმინება. შარდვა კათეტერით, დიურეზი ადექვატური ბალანსი (+650,0). გრძელდება შესაბამისი მკურნალობა და მუდმივი მონიტორინგი“. 01.04.20წ. (12:00სთ) პაციენტს გეგმიურად ი/მ გაუკეთდა: Sol. Neoreliumi 5mg/ml-2ml(ერთი ამპ). 01.04.20წ. (16:00სთ) ექიმ - თ.ჯ-ის ჩანაწერით: „ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. სპონტანურ სუნთქვაზეა, მიეწოდება დატენიანებული ჟანგბადი, ნაზალური კანულით - 4ლ/წთ-ში, კომპენსირებულია ოქსიგენო-ვენტილაციური პარამეტრები. ობ: RR-24', SPO2-97%. აუსკულტაციით: COR-ტონები რითმული, PULMO: შესუსტებული ვეზიკულური ტიპის სუნთქვა ტარდება ორმხრივ თანაბრად, ამ ფონზე მოისმინება ერთეული კრეპიტაციული ტიპის ხიხინი მარცხენა ქვემო ველში. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია: T/A - 157/104mmhg, HR-90', რითმული. Tmax-36.1 C, CVP+5სმ. NS: უპირატესად ძილიანია, კონტაქტურია, ადექვატურად ასრულებს მიცემულ ინსტრუქციებს, რჩება ფსიქო-ემოციური ლაბილობის, დეპრესიული მდგომარეობისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი. მოტორული დეფიციტი არ ვლინდება. მოძრაობა შეზღუდულია მარჯვენა ქვემო კიდურში-პოსტრავმული და პოსტოპერაციული მდგომარეობის გათვალისწინებით. გუგები - მრგვალი და თანაბარია. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღინიშნება ჰემატომა, გაწოვის ფაზაში. მუცელი რბილი, უმტკივნეულოა. ნ/პ მოისმინება. პასაჟი შენელებულია. კვება per/os, საკვებს ირგებს, უკუპერისტალტიკა არ ფიქსირდება. შარდვა თავისუფალი, ნებითი. დიურეზის ტემპი ადევატური სტიმულაციის. მოძრაობა მტკივნეულია ნაოპერაციებ მარჯვენა კიდურზე, ამავე მხარეს ქვემო მხრიდან ფიქსირდება დიდი ზომის ჰემატომის უბანი. პოსტოპერაციული ნაწიბური დამუშავებული და შეხვეულია ასეპტიურად. გრძელდება დანიშნული და სიმპტომური მკურნალობა, გრძელდება ვიტალური პარამეტრების მონიტორინგი, კორექცია საჭიროების მიხედვით’’. 01.04.20წ. (23:00სთ) ექიმ ე.გ-ის ჩანაწერით: „პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე. სუნთქვა სპონტანური, მიეწოდება დატენიანებული ჟანგბადი, ნაზალური კანულით-4ლ/წთ-ში, რის ფონზეც ოქსიგენო-ვენტილაციური პარამეტრები კომპენსირებულია. SPO2-98%. აუსკულტაციით: Cor-ტონები რითმული, Pulmo- შესუსტებული ვეზიკულური ტიპის სუნთქვა ტარდება ორმხრივ, მარცხნივ ქვემო ველში მოისმინება ერთეული მშრალი ხიხინი. ნევროლოგიური სტატუსი: გამოხატულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ტირის, პერიოდულად ადექვატური და მშვიდია. მოტორული დეფიციტი და/ან კეროვანი პათოლოგიური ნიშნები არ ვლინდება. ჰემოდინამიკა სტაბილურია: T/A-102/65mmhg: HR-82, CVP-4cm. კანი მშრალი, თბილი, მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღინიშნება ჰემატომა, გაწოვის ფაზაში. მარჯვენა ქვემო კიდურზე ნაოპერაციები ჭრილობა დამუშავებული და შეხვეულია ასეპტიურად, ამავე კიდურზე ვლინდება დიდი ზომის ჰემატომა, Tmax-36,6C. ენა სველი, მუცელი რბილი, კვება Per-os, საკვებს ირგებს, ნაწლავთა პერისტალტიკა მოისმინება. შარდვა კათეტერით, დიურეზი ადექვატური. გრძელდება შესაბამისი მკურნალობა და მუდმივი მონიტორინგი. 24:00სთ პაციენტს გეგმიურად ი/მ გაუკეთდა: Sol. Neoreliumi 5mg/ml- 2ml(ერთი ამპ)”. 02.04.20წ (09:00სთ) ექიმ ე.გ-ის ჩანაწერით: პაციენტის ზოგადი მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, ღამის განმავლობაში უარყოფითი დინამიკის გარეშე. სუნთქვა სპონტანური, გრძელდება ოქსიგენაცია სველი წესით, რის ფონზეც RR-24', SPO2-96%. აუსკულტაციით: Cor-ტონები რითმული, Pulmo-შესუსტებული ვეზიკულური ტიპის სუნთქვა ტარდება ორმხრივ, მარცხნივ ქვემო ველში მოისმინება ერთეული მშრალი ხიხინი. ნევროლოგიური სტატუსი: კონტაქტურია, ასრულებს მითითებულ მარტივ ინსტრუქციებს. მოტორული დეფიციტი არ ვლინდება. კვლავ ფიქსირდება ფსიქო-ემოციური ლაბილობის სურათი. გუგები მრგვალი და თანაბარია. ჰემოდინამიკა სტაბილური: T/A -120/72mmhg: HR-78, CVP-0cm. კანი მშრალი, თბილი, მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღინიშნება ჰემატომა, გაწოვის ფაზაში. მარჯვენა ქვემო კიდურზე ნაოპერაციები ჭრილობა დამუშავებული და შეხვეულია ასეპტიურად, ამავე კიდურზე ვლინდება დიდი ზომის ჰემატომა მუხლქვეშა არეში, Tmax- 36,7C. ენა სველი, მუცელი რბილი, კვება ნაზოგასტრალური ზონდით, საკვებს ირგებს, ნაწლავთა პერისტალტიკა მოისმინება. შარდვა კათეტერით, დიურეზი ადექვატური. ბალანსი (+2000,0). გრძელდება შესაბამისი მკურნალობა და მუდმივი მონიტორინგი". დაენიშნა სისხლის საერთო ანალიზი და გულმკერდის Ro-გრაფია. 02.04.20წ. ჩატარდა გულმკერდის რენტგენოგრაფია - Pulmones ფილტვის სურათი გაძლიერებულია. პარენქიმაში ინფილტრაციული ხასიათის ცვლილებები არ აღენიშნება. ლატერალური სინუსები თავისუფალია. Cor et Aorta, საზღვრები ზომიერია და სისხლის საერთო ანალიზი. 12:00სთ პაციენტს გეგმიურად ი/მ გაუკეთდა: Sol. Neoreliumi 5mg/ml-2ml (ერთი ამპ). 02.04.2020წ. ჩაუტარდა კარდიოლოგის კონსულტაცია: „პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ჩივილებს არ წარმოადგენს ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილური. 31.03.20წ - ში ჩატარდა კარდიო ექოსკოპია EF-62 სარქვლოვანი პათოლოგია არ ვლინდება. ჰიპო და აკინეზიური სეგმენტები არ ლოცირდება, პაციენტი ეწერება კლინიკიდან. კარდიოლოგიური თვალსაზრისით მედიკამენტოზურ თერაპიას არ საჭიროებს’’. 02.04.20წ (14:00სთ) ექიმ თ.ჯ-ის ჩანაწერით: „ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური, დინამიკაში გაუმჯობესებული. სპონტანურ სუნთქვაზეა, ოქსიგენო-ვენტილაციური პარამეტრები კომპენსირებულია, ატმოსფერულ ჰაერზე არ დესატურირებს. ობ: RR-24', SPO2-97%. აუსკულტაციით: COR-ტონები რითმული, PULMO: შესუსტებული ვეზიკულური ტიპის სუნთქვა ტარდება ორმხრივ თანაბრად, ამ ფონზე მოისმინება ერთეული მშრალი ხასიათის ხიხინი. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია: T/A -157/104mmhg, HR-90’, რითმული. ტემპერატურული რეაქციები არ ფიქსირდება Tmax-36.1C, CVP+5სმ. NS: რჩება ზოგადი სისუსტე, კონტაქტურია, ადექვატურად ასრულებს მიცემულ ინსტრუქციებს, ფიქსირდება ფსიქო-ემოციური ლაბილობის, დეპრესიული მდგომარეობისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი. მოტორული დეფიციტი არ ვლინდება. მოძრაობა შეზღუდულია მარჯვენა ქვემო კიდურში - პოსტრავმული და პოსტოპერაციული მდგომარეობის გათვალისწინებით. გუგები მრგვალი და თანაბარია. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღინიშნება ჰემატომა, გაწოვის ფაზაში. მუცელი რბილი, უმტკივნეულოა. ნ/პ მოისმინება. პასაჟი შენელებულია. კვება per/os, საკვებს ირგებს. შარდვა თავისუფალი, ნებითი. დიურეზის ტემპი ადექვატური. მოძრაობა მტკივნეულია ნაოპერაციევ მარჯვენა კიდურზე, ამავე მხარეს ქვემო მხრიდან ფიქსირდება დიდი ზომის ჰემატომის უბანი. პოსტოპერაციული ნაწიბური დამუშავებული და შეხვეულია ასეპტიურად ტრავმატოლოგის მიერ. საკონტროლო ანალიზებით გაუმჯობესეულია მაჩვენებლები, კერძოდ გულმკერდის რენტგენოგრაფიით: ფილტვის სურათი გაძლიერებულია. პარენქიმაში ინფილტრაციული ხასიათის ცვლილებები არ აღინიშნება. ლატერალური სინუსები თავისუფალია. სისხლის საერთო ანალიზით: WBC-1067, Lim-1.53, HGB-97, PLT-356, ESR-92, Bands-4%. დაენიშნა კარდიოლოგის და ტრავმატოლოგის კონსულტაციები. პაციენტი კონსულტირებულია კარდიოლოგის მიერ. მისი რეკომენდაციით, ავადმყოფი მედიკამენტურ დახმარებას არ საჭიროებს. ასევე კონსულტირებულ იქნა ტრავმატოლოგის მიერ (თუმცა ბარათში ჩანაწერი კონსულტაციის შესახებ არ ფიქსირდება). ზ/ა მონაცემთა გათვალისწინებით, პაციენტი სტაციონარში დაყოვნებას არ საჭიროებს. ტრავმატოლოგთან შეთანხმებით მიეცა სათანადო დანიშნულება. ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო რეკომენდირებულია ფსიქიატრის განმეორებითი გეგმიური კონსულტაცია. პაციენტს და ოჯახის წევრებს დაწვრილებით აეხსნათ არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის, დანიშნულებისა და რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობის, დინამიკაში მიღებული კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის შედეგების შესახებ. პაციენტი გაუმჯობესებული მდგომარეობით 14:00სთ-ზე, გაეწერა ბინაზე, შესაბამისი დანიშნულებითა და რეკომენდაციებით’’ (ჭრილობის დამუშავება ბეტადინის ხსნარით ყოველ მეორე დღეს კანზე ასეპტიური ნახვევი; ნაკერების მოხსნა 14 დღეში; კიდური მოსვენებულ მდგომარეობაში დატვირთვის გარეშე, შემაღლებულ პოზიციაზე. არ შეიძლება კიდურის დაბიჯება დაყრდნობა; ტრავმატოლოგის კონსულტაცია და საკონტროლო რენტგენოლოგიური კვლევა 2 თვეში, მიეცა დანიშნულება: დომინალი 400მგ 1-ჯერ დღეში ჭამის შემდგომ დასალევად 5 დღე; დექსალგინი საშეტი 1-ჯერ დღეში ჭამის შემდგომ დასალევად 5 დღე; ნექსიუმი 40მგ 1-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე (დილით) დასალევად 21 დღე; ფრაქსიპარინი 0.4მლ 1-ჯერ დღეში ჭ.ი საინექციოდ (კანქვეშ) 1 თვე; დეტრალექსი 1000მგ 1-ჯერ დღეში ჭამის შემდგომ დასალევად 1 თვე; ოსტეომაქსი თითო აბი 2-ჯერ დღეში ჭამის შემდგომ დასალევად 1 თვე; ძლიერი ტკივილის დროს ტორადოლის ინექცია კუნთებში; ფლუკონაზოლი 150მგ პირველ და მეხუთე დღეს ჭამის შემდგომ დასალევად). 02.04.20წ. 14:00სთ შეუსაბამობაა „პაციენტის მდგომარეობის ამსახველი ძირითადი მაჩვენებლების რუქასა“ (T/A 120/80 mmHg; HR 76) და „პაციენტის გასინჯვის ფურცელში (დღიური) დაფიქსირებულ მონაცემებს შორის (T/A 157/104 mmHg; HR 90). ექიმ ტრავმატოლოგ-ორთოპედის ა.კ-ის ახსნა-განმარტებით: „რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის დროს კურსუსი არ მიწერია, არ ჩავთვალე საჭიროდ მისი დაწერა, ვინაიდან იყო ნევროლოგის ჩანაწერი. 02.04.20წ.- ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური, დინამიკაში გაუმჯობესებული. სპონტანურ სუნთქვაზეა, ოქსიგენო-ვენტილაციური პარამეტრები კომპენსირებულია ატმ. ჰაერზე, არ დესატურირებს. ობ: RR-24', SPO2-97%. აუსკულტაციით: COR-ტონები რითმული, PULMO: შესუსტებული ვეზიკულური ტიპის სუნთქვა ტარდება ორმხრივ თანაბრად, ამ ფონზე მოისმინება ერთეული მშრალი ხასიათის ხიხინი. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია: T/A -157/104mmhg, HR-90’, რითმული. ტემპერატურული რეაქციები არ ფიქსირდება Tmax-36.1 C, CVP+5სმ. NS: რჩება ზ/ს სისუსტე, კონტაქტურია, ადექვატურად ასრულებს მიცემულ ინსტრუქციებს, ფიქსირდება ფსიქო-ემოციური ლაბილობის, დეპრესიული მდგომარეობისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი. მოტორული დეფიციტი არ ვლინდება. მოძრაობა შეზღუდულია მარჯვენა ქვემო კიდურში - პოსტრავმული და პოსტოპერაციული მდგომარეობის გათვალისწინებით. გუგები მრგვალი და თანაბარია. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღინიშნება ჰემატომა, გაწოვის ფაზაში. მუცელი რბილი, უმტკივნეულოა. ნ/პ მოისმინება. პასაჟი შენელებულია. კვება per/os, საკვებს ირგებს. შარდვა თავისუფალი, ნებითი. დიურეზის ტემპი ადექვატური. მოძრაობა მტკივნეულია ნაოპერაციევ მარჯვენა კიდურზე, ამავე მხარეს ქვემო მხრიდან ფიქსირდება დიდი ზომის ჰემატომის უბანი. პოსტოპერაციული ნაწიბური დამუშავებული და შეხვეულია ტრავმატოლოგის მიერ. საკონტროლო ანალიზებით გაუმჯობესეულია მაჩვენებლები, კერძოდ გულმკერდის რენტგენოგრაფიით: ფილტვის სურათი გაძლიერებულია. პარენქიმაში ინფილტრაციული ხასიათის ცვლილებები არ აღინიშნება. ლატერალური სინუსები თავისუფალია. სისხლის საერთო ანალიზით: WBC- 10,67, lim-1.43, HGB-97, PLT – 356, ESR – 92, bands -4%. ზემოაღნიშნულ მონაცემთა გათვალისწინებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში დაყოვნებას, ინტენსიური თერაპიის პირველი დონით დახმარებას აღარ საჭიროებდა. 02.04.20 13:30სთ-ზე მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეფასდა ჩემს მიერ ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: ჭრილობა სუფთა, გამონადენი არ ფიქსირდება, ხორცდება პირველადად, შეშუპება, ჰიპერემია არ ვლინდება. კიდური თბილი, პერიფერიულ სისხლძარღვებზე პულსაცია კარგი. ოპერაციიდან გასული დროის, დამაკმაყოფილებელი კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემების, სტაბილური სომატური მონაცემების გათვალისწინებით პალატურ მკურნალობას და სტაციონარულ დახმარებას, პაციენტი, ამ ეტაპზე, აღარ საჭიროებს. მიეცა სათანადო ერთობლივი დანიშნულება რეანიმატოლოგთან შეთანხმებით, მათ შორის ა/ბ, ანტიკოაგულანტური, ანთებისა და ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ. ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო (ფსიქიატრის DS: დაუზუსტებელი დისოციაციური (კონვერსიული) აშლილობა), რეკომენდირებულია ფსიქიატრის განმეორებითი გეგმიური კონსულტაცია. პაციენტს და ოჯახის წევრებს დაწვრილებით აეხსნათ არსებული ჯანმთელობის მდგომარეობის, დანიშნულებისა და რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობის, დინამიკაში საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების, ჭრილობის ჰიგიენის, ელასტიური წინდების ტარების შესახებ. პაციენტი 02.04.20წ. 14:00სთ-ზე, შესაბამისი დანიშნულებითა და რეკომენდაციებით სტაბილიზაციით, გაეწერა ბინაზე“. ექიმ ანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგის თ.ჯ-ის ახსნა-განმარტებით: „02.04.20წ. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური, დინამიკაში გაუმჯობესებული. სპონტანურ სუნთქვაზეა, ოქსიგენო-ვენტილაციური პარამეტრები კომპენსირებულია ატმ. ჰაერზე, არ დესატურირებს. ობ: RR-24, SPO2-97%. აუსკულტაციით: COR-ტონები რითმული, PULMO: შესუსტებული ვეზიკულური ტიპის სუნთქვა ტარდება ორმხრივ თანაბრად, ამ ფონზე მოისმინება ერთეული მშრალი ხასიათის ხიხინი. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია: T/A-157/104mmhg, HR-90', რითმული. ტემპერატურული რეაქციები არ ფიქსირდება Tmax-36.1C, CVP+5სმ. NS: რჩება ზ/ს სისუსტე, კონტაქტურია, ადექვატურად ასრულებს მიცემულ ინსტრუქციებს, ფიქსირდება ფსიქო-ემოციური ლაბილობის, დეპრესიული მდგომარეობისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი. მოტორული დეფიციტი არ ვლინდება. მოძრაობა შეზღუდულია მარჯვენა ქვემო კიდურში-პოსტრავმული და პოსტოპერაციული მდგომარეობის გათვალისწინებით. გუგები მრგვალი და თანაბარია. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღინიშნება ჰემატომა, გაწოვის ფაზაში. მუცელი რბილი, უმტკივნეულოა. ნ/პ მოისმინება. პასაჟი შენელებულია. კვება per/os, საკვებს ირგებს. შარდვა თავისუფალი, ნებითი. დიურეზის ტემპი ადექვატური. მოძრაობა მტკივნეულია ნაოპერაციევ მარჯვენა კიდურზე, ამავე მხარეს ქვემო მხრიდან ფიქსირდება დიდი ზომის ჰემატომის უბანი. პოსტოპერაციული ნაწიბური დამუშავებული და შეხვეულია ასეპტიურად ტრავმატოლოგის მიერ. საკონტროლო ანალიზებით გაუმჯობესებულია მაჩვენებლები, კერძოდ, გულმკერდის რენტგენოგრაფიით: ფილტვის სურათი გაძლიერებულია. პარენქიმაში ინფილტრაციული ხასიათის ცვლილებები არ აღინიშნება. ლატერალური სინუსები თავისუფალია. სსა-ით: WBC-10,67, Lim-1.53, HGB-97, PLT-356, ESR-92, Bands-4%. ზ/ა მონაცემთა გათვალისწინებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში დაყოვნებას აღარ საჭიროებს, კონსულტირდა ტრავმატოლოგის მიერ, ზ/მდგომარეობა შეფასდა მის მიერ დამაკმაყოფილებლად, მიეცა სათანადო ერთობლივი დანიშნულება. ფსიქიკური მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემის გამო, რეკომენდირებულია ფსიქიატრის განმეორებითი გეგმიური კონსულტაცია. პაციენტს და ოჯახის წევრებს დაწვრილებით აეხსნათ არსებული ჯანმთელობის მდგომარეობის, დანიშნულებისა და რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობის, დინამიკაში მიღებული კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის შედეგების შესახებ. პაციენტი 02.04.20წ. 14:00სთ-ზე, შესაბამისი დანიშნულებითა და რეკომენდაციებით სტაბილიზაციით გაეწერა ბინაზე’’. დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი: „მარჯვენა ბარძაყის დიაფიზური (სხეულის) მოტეხილობა ცდომით. გართულება: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი, პნევმონია დაუზუსტებელი, დაუზუსტებელი დისოციაციური (კონვერსიული) აშლილობა. ცხიმოვანი ემბოლია (ტრავმული)?’’.
აღნიშნული სამედიცინო ისტორიის შესწავლის და მასზე სარეცენზიო დასკვნების წარდგენის შემდეგ პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, „საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, დაისვა საკითხი, შპს „...ის’’ ექიმების: თ.ჯ-ის (სახ. სერტ: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია’’; კრიტიკული მედიცინა’’), ექიმი ე.გ-ის (სახ. სერტ. „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“) და ა.კ-ის (სახ. სერტ. „ტრავმატოლოგია-ორთოპედია’’) პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2022 წლის 28 სექტემბრის №26 სხდომის ოქმით (გადაწყვეტილება) შპს „...ის“ ექიმს თ.ჯ-ეს 6 (ექვსი) თვით შეუჩერდა სერთიფიკატის მოქმედება და დაევალა 6-თვიანი შესაბამისი პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა; ექიმ ე.გ-ის მიმართ არ დადგა პროფესიული პასუხისმგებლობა; ექიმ ა.კ-ის 3 თვის ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება და დაევალა 3-თვიანი შესაბამისი პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა.
კასატორი აღნიშნავს, რომ პროფესიული განვითარების საბჭო ექიმის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრებისას ხელმძღვანელობს პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესახებ სარეცენზიო დასკვნით, დარგის ექსპერტთა შეფასებებით, კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტებით. განსახილველ შემთხვევაში, ექიმების - ა.კ-ისა და თ.ჯ-ესთან მიმართებით, საბჭომ შეაფასა საქმის მასალები, ექსპერტთა დასკვნები და მათი ახსნა-განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებს არ მოჰყოლია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან სიკვდილი. საბჭომ მხედველობაში მიიღო ყველა ფაქტობრივი გარემოება და ექიმს თ.ჯ-ეს (სახ. სერტ: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“) 6 (ექვსი) თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება, ასევე დაევალა 6-თვიანი შესაბამისი პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა, ხოლო ექიმ ა.კ-ის 3 თვის ვადით შეუჩერდა (სახ. სერტ: „ტრავმატოლოგია-ორთოპედია“) სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება და დაევალა 3-თვიანი შესაბამისი პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქმის სრულყოფილი შესწავლის, წარდგენილი მტკიცებულებების და რეცენზენტთა დასკვნებით. გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: „ა.ჯ-ის სიკვდილის მიზეზია სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების მწვავე ანთებით, მკვეთრი შეშუპებით, განვითარებული მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ფრაგმენტოვანი მოტეხილობის ფილტვების ცხიმოვანი ემბოლიით გართულების შედეგად“. შესწავლისას გამოვლინდა, რომ პაციენტ ა. ჯ-ისათვის 30.03.22წ. ჩატარებულია ნახველის ბაქტერიოლოგიური კვლევა შპს „უ...-ში“ (დაწესებულებას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება (01.01.19წ) შპს „უ...-სთან“). კვლევის დასკვნაზე ფიქსირდება თ.ჭ-ას ხელმოწერა. იგი 2014 წლის 1 აგვისტოდან დასაქმებულია შპს „უ...-ში“ ...ის თანამდებობაზე, მას არ გააჩნია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში (მათ შორის „ლაბორატორიული მედიცინა’’) და ჩატარებული აქვს ნახველის ბაქტერიოლოგიური კვლევა, მგრძობელობის განსაზღვრა ანტიბიოტიკებისა და ფუნგიციდების მიმართ, რითაც დარღვეულია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნები. აღნიშნული დარღვევის გამო (დაფიქსირდა უკანონო საექიმო საქმიანობა), თ.ჭ-ას მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №..., გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442 მუხლის მე–3 ნაწილით და ჩაბარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლის დადგენილებით (საქმე №4/995-21 23.03.21წ), ფიზიკური პირი თ.ჭ-ა ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442 მუხლის მე–3 ნაწილით. ამასთან, შპს ,,უ...-ში“ (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქ. №...; ს/კ...) შემოწმდა მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობა. დაწესებულებაში დარღვეული იყო საქართველოს მთავრობის 22.11.2010 წლის №359 დადგენილების მე- 13 მუხლის საერთო მოთხოვნების პირველი, მე-2, მე-6, მე-7 და მე-9 პუქტების მოთხოვნები, და დამატებითი მოთხოვნების X-ს მე-8, მე-10, მე-14, მე-17, მე-18, მე-19, მე-20, 21-ე; X4 -ს პირველი; X5-ს პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 პუნქტების მოთხოვნები. შპს „უ...-ის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000975 ოქმი გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 447 მუხლის პირველი ნაწილით და ჩაბარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლის დადგენილებით შპს „უ...“ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად.
პაციენტ ა.ჯ-ის სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზირებულია სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულებებით. ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულებით რეცენზირებულია შ.ს-ის მიერ, ხოლო ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის მიმართულებით რეცენზირებულია ორჯერ, პირველ ეტაპზე რეცენზირება განახორციელეს დ.ყ-იმა და ს.ქ-ამ, ხოლო, მეორე ეტაპზე რეცენზირება განახორციელა ვ.შ-იმა. ორთოპედია-ტრავმატოლოგიური მიმართულების სარეცენზიო დასკვნით (რეცენზენტი შ.ს-ე): „ტრავმული დაზიანების დიაგნოზი დასმულია დროულად, მკურნალობის მეთოდი-ბარძაყის ძვლის ოსტეოსინთეზი-შერჩეულია სწორად და ადექვატურად. ოპერაციის ხანგრძლივობა (1სთ და 40წთ) ნორმის ფარგლებშია. პოსტოპერაციული დანიშნულება სტანდარტულად ადექვატური. ოპერაციული მკურნალობის ვარიანტი-ოსტეოსინთეზი ფირფიტითა და ჭანჭიკებით-შერჩეულია დასაბუთებულად. 26.03.20წ. პაციენტის საერთო მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებები ჩატარებულია სწორად. გართულების - ცხიმოვანი ემბოლიის დიაგნოსტირებას ვერ ჩავთვლით დაგვიანებულად შემდეგი გარემოებების გამო: ა) ცხიმოვანი ემბოლიის სინდრომის სიმპტომატიკა, მითუმეტეს საწყის ეტაპზე, არასპეციფიკურია და ძნელად სადიაგნოსტიკო, ამასთან, ცხიმოვანი ემბოლიზმი ცხიმოვანი წვეთებით მაქსიმუმს აღწევს დაახლოებით 4 დღის შემდეგ და შესაბამისად, ცხიმოვანი ემბოლიის სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა - მწვავე რესპირატორული სიმპტომები ჰიპოქსიით და ფილტვების ინფილტრაციით, თავის ტვინის დისფუნქცია და ჰემატოლოგიური სიმპტომები თრომბოციტოპენიის და პეტექიალური სისხლჩაქცევევების სახით, ვითარდება თანდათანობით. არასწორად მიმაჩნია პაციენტის უშუალოდ რეანიმაციის განყოფილებიდან გაწერა ბინაზე, ექსტუბაციიდან (01.04.20წ. 09:00სთ) პრაქტიკულად 1 დღე-ღამის შემდეგ (02.04.20წ. 14:00სთ). 31.03.20წ. პაციენტის მდგომარეობა ჯერ კიდევ ფასდება როგორც მძიმე, 01.04.20წ. განხორციელებული ექსტუბაციის შემდეგ, აღენიშნება ფსიქო-ემოციური ლაბილობის, დეპრესიული მდგომარეობისათვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი, იგივე რჩება გაწერის დღეს, ანუ 02.04.20წ. ამასთან, რეანიმაციის განყოფილებაში ყოფნისას, ყოველდღე ფიქსირდება დიდი ზომის ჰემატომის არსებობა ნაოპერაციებ მიდამოში. ჩემი აზრით, აუცილებელი იყო, პაციენტის მკურნალობის, ზოგადი და ნაოპერაციები ჭრილობის მონიტორინგის გაგრძელება სტაციონარულად, თუნდაც ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, რაც გააუმჯობესებდა უკვე არსებული გართულებების მართვის და სხვა შემდგომი გართულებების პროფილაქტიკის შესაძლებლობებს". ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის მიმართულების სარეცენზიო დასკვნით (რეცენზენტები - დ.ყ-ი და ს.ქ-ა): „დიაგნოზი დასმულია სწორად, დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებები ადექვატურია, დროულია და შეესაბამება დასმულ დიაგნოზს. მკურნალობის და თერაპიის მოცულობის შერჩევა რაციონალურია ნაწილობრივ. 26.03.20წ. 10:00სთ-ზე, ისტორიაში არის ნევროლოგის კონსულტაცია, პაციენტის ნევროლოგიური სტატუსის გაუარესების გამო, თუმცა არ არის მორიგე და მკურნალი ექიმის ჩანაწერი, როდის მოხდა ეს გაუარესება და რაში გამოიხატებოდა. პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინის კ/ტ კვლევა, სადაც თავის ტვინის კეროვანი დაზიანების ნიშნები არ არის. დაისვა დიაგნოზი: ,,დაუზუსტებელი დისოციაციური აშლილობანი’’. მიეცა რეკომენდაციები, მათ შორის, ფსიქიატრის კონსულტაციაც, რომელიც ჩაუტარდა 28.03.20წ. ფსიქიატრმა დაადასტურა არსებული დიაგნოზი და გაგრძელდა მკურნალობა სედატივებით (დიაზეპამი, კეტილეპტი). მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა და 28.03.20წ. 13:20სთ-ზე პაციენტს ნახულობს რეანიმატოლოგი, მიიჩნევს, რომ გამოხატულია სმუ, ცნობიერების დათრგუნვა. პაციენტი გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპზე უნდა გამოიყოს ორი მომენტი: 1. ჭრილობის პოსტოპერაციული მოვლა, რომელიც შესრულებულია პროტოკოლის სრული დაცვით; 2. ნევროლოგიური გაუარესება, შეფასება და მენეჯმენტი. ამ შემთხვევაშიც პაციენტი შეფასებულია სწორად, თუმცა ლულოვანი ძვლების მოტეხილობის დროს, ერთ-ერთი მძიმე გართულებაა ცხიმოვანი ემბოლია, რისთვისაც დამახასიათებელია ტვინოვანი სიმპტომატიკა, სუნთქვის უკმარისობა. პეტექიური გამონაყარი კანზე. სამწუხაროდ ამ გართულებაზე თავიდან ეჭვი არ იქნა მიტანილი და მხოლოდ 3 დღის შემდეგ, როცა გამოიხატა სმუ და ცნობიერების ღრმა დათრგუნვა, იქნა დაწყებული ადექვატური მენეჯმენტი. რეანიმაციულ განყოფილებაში მოხდა ჰემოდინამიკის, ჰომეოსტაზის, ვენტილაციის კორექცია, რის შედეგიც იყო მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც გამოიხატა შემდეგში - მოხდა პაციენტის მოხსნა აპარატიდან, გაუმჯობესდა ნევროლოგიური სტატუსი. როგორც ისტორიიდან ჩანს, პაციენტი 01.04.20წ. მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან, ხოლო 02.04.20წ. გაეწერა კლინიკიდან. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, პაციენტის მკურნალობა გაგრძელებულიყო ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, მითუმეტეს, რომ ყველა კურსუსში აღნიშნულია დიდი ზომის პოსტოპერაციული ჰემატომა ნაოპერაციებ მიდამოში, რაც შეიძლება გამხდარიყო როგორც ცნობიერების, ასევე ემბოლიური გართულების მიზეზი". ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის მიმართულების სარეცენზიო დასკვნით (რეცენზენტი ვ.შ-ი): „დოკუმენტაციის მიხედვით ოპერაცია და ანესთეზია გართულების გარეშე ჩატარდა, მაგრამ მეორე დღეს დილით გამოიხატა დელირიუმი, ცნობიერების დათრგუნვა. ნევროლოგის, ფსიქიატრის კონსულტაციებით, თავის ტვინის კტ კვლევით პათოლოგია არ იქნა ნანახი. ანალგოსედაციის ფონზე ნევროლოგიური სიმპტომატიკა არ გაუმჯობესებულა. დაერთო სუნთქვის უკმარისობა, ჰიპერთერმი, ტაქიკარდია. რენტგენოლოგიურად აღინიშნა ინფილტრაციული ცვლილებები მარცხნივ, რის გამოც პაციენტი მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში. დინამიკაში პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და იგი გაეწერა კლინიკიდან. ბარძაყის ძვლის დიაფიზის მოტეხილობის შემდეგ, ემბოლიზმი აღინიშნება შემთხვევათა 24%-ში და საშუალოდ იგი დიაგნოსტირდება მეექვსე დღეს (1-დან 29-დღემდე), სიმპტომატიკა არასპეციფიკურია (1,2). ჩვენს შემთხვევაში ამ გართულებაზე ეჭვი იქნა მიტანილი ტრავმიდან მეხუთე დღეს, მაგრამ ეს დიაგნოზი არ დადასტურდა. დინამიკაში პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მოიხსნა ჟანგბადდამოკიდებულება, რჩებოდა დეპრესია, ემოციული ლაბილობა, დიდი ზომის ჰემატომა ნაოპერაციევ კიდურზე. რაც შეეხება ფილტვის დაჟეჟილობას, ეს გართულება გულმკერდის დახურული ტრავმების დროს 25%-ში ვითარდება, მოითხოვს დაკვირვებასა და დამხმარე მკურნალობას. ოპერაციის დროს ანესთეზიოლოგიური მართვა (სპინალური ანესთეზია, სედაცია) ადექვატურადაა წარმოებული. გართულების განვითარების შემდეგ რეანიმაციის განყოფილებაში პაციენტს გაეწია დროული და სწორი დახმარება. დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ პაციენტი გაეწერა რეანიმაციის განყოფილებიდან, კარდიოლოგთან და ტრავმატოლოგთან შეთანხმებით. ვფიქრობთ, იგი კვლავ საჭიროებდა სტაციონარულ დაკვირვებას დიდი ზომის ჰემატომისა და ფილტვების დაჟეჟილობის გამო’’.
ამრიგად, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები: ექიმი თ.ჯ-ე (სახ. სერტ: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია"; „კრიტიკული მედიცინა“): რეცენზენტ შ.ს-ის დასკვნით: „არასწორად მიმაჩნია პაციენტის უშუალოდ რეანიმაციის განყოფილებიდან გაწერა ბინაზე, ექსტუბაციიდან (01.04.20წ 09:00სთ) პრაქტიკულად 1 დღე-ღამის შემდეგ (02.04.20წ 14:00სთ). 31.03.20წ პაციენტის მდგომარეობა ჯერ კიდევ ფასდება როგორც მძიმე, 01.04.20წ. განხორციელებული ექსტუბაციის შემდეგ, აღენიშნება ფსიქო-ემოციური ლაბილობის, დეპრესიული მდგომარეობისათვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი, იგივე რჩება გაწერის დღეს, ანუ 02.04.20წ. ამასთან, რეანიმაციის განყოფილებაში ყოფნისას, ყოველდღე ფიქსირდება დიდი ზომის ჰემატომის არსებობა ნაოპერაციებ მიდამოში. ჩემი აზრით, აუცილებელი იყო, პაციენტის მკურნალობის, ზოგადი და ნაოპერაციები ჭრილობის მონიტორინგის გაგრძელება სტაციონარულად, თუნდაც ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, რაც გააუმჯობესებდა უკვე არსებული გართულებების მართვის და სხვა შემდგომი გართულებების პროფილაქტიკის შესაძლებლობებს’’. რეცენზენტების დ.ყ-ის და ს.ქ-ას (ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია) სარეცენზიო დასკვნით: „პაციენტი 1.04.20წ მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან, ხოლო 02.04.20წ. გაეწერა კლინიკიდან. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, განყოფილებაში, ტრავმატოლოგიური პაციენტის მკურნალობა გაგრძელებულიყო მითუმეტეს, რომ ყველა კურსუსში აღნიშნულია დიდი ზომის პოსტოპერაციული ჰემატომა ნაოპერაციებ მიდამოში, რაც შეიძლება გამხდარიყო როგორც ცნობიერების, ასევე ემბოლიური გართულების მიზეზი’’. რეცენზენტ ვ.შ-ის (ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია) სარეცენზიო დასკვნით: „დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ პაციენტი გაეწერა რეანიმაციის განყოფილებიდან, კარდიოლოგთან და ტრავმატოლოგთან შეთანხმებით. ვფიქრობთ, იგი კვლავ საჭიროებდა სტაციონარულ დაკვირვებას დიდი ზომის ჰემატომისა და ფილტვების დაჟეჟილობის გამო“.
ექიმი ა.კ-ი (სახ. სერთ: „ტრავმატოლოგია-ორთოპედია’’): რეცენზენტ შ.ს-ის (,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია’’) სარეცენზიო დასკვნით: „რეანიმაციის განყოფილებაში ყოფნისას, ყოველდღე ფიქსირდება დიდი ზომის ჰემატომის არსებობა ნაოპერაციებ მიდამოში. ჩემი აზრით, აუცილებელი იყო, პაციენტის მკურნალობის, ზოგადი და ნაოპერაციები ჭრილობის მონიტორინგის გაგრძელება სტაციონარულად, თუნდაც ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, რაც გააუმჯობესებდა უკვე არსებული გართულებების მართვის და სხვა შემდგომი გართულებების პროფილაქტიკის შესაძლებლობებს’’. რეცენზენტების დ.ყ-ის და ს.ქ-ას (ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია) სარეცენზიო დასკვნით: „26.03.20წ 10:00სთ-ზე, ისტორიაში არის ნევროლოგის კონსულტაცია, პაციენტის ნევროლოგიური სტატუსის გაუარესების გამო, თუმცა არ არის მორიგე და მკურნალი ექიმის ჩანაწერი, როდის მოხდა ეს გაუარესება და რაში გამოიხატებოდა; პაციენტი 01.04.20წ. მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან, ხოლო 02.04.20წ. გაეწერა კლინიკიდან. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, პაციენტის მკურნალობა გაგრძელებულიყო ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, მითუმეტეს, რომ ყველა კურსუსში აღნიშნულია დიდი ზომის პოსტოპერაციული ჰემატომა ნაოპერაციებ მიდამოში, რაც შეიძლება გამხდარიყო როგორც ცნობიერების, ასევე ემბოლიური გართულების მიზეზი’’. რეცენზენტ ვ.შ-ის (ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია) სარეცენზიო დასკვნით: „დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ პაციენტი გაეწერა რეანიმაციის განყოფილებიდან, კარდიოლოგთან და ტრავმატოლოგთან შეთანხმებით. ვფიქრობთ, იგი კვლავ საჭიროებდა სტაციონარულ დაკვირვებას დიდი ზომის ჰემატომისა და ფილტვების დაჟეჟილობის გამო’’. სამედიცინო ბარათში არ ფიქსირდება ექიმ-ტრავმატოლოგის მიერ პაციენტის 23.03.20წ. ტრავმატოლოგიური განყოფილებიდან რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ამსახველი ჩანაწერი; პოსტოპერაციულ პერიოდში, ტრავმატოლოგ ა.კ-ის მიერ ხდებოდა ნაოპერაციევი ნაწიბურის დამუშავება, თუმცა ა.კ-ის ჩანაწერები სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში არ ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ ნაოპერაციებ კიდურზე პაციენტს აღენიშნებოდა დიდი ზომის ჰემატომა მუხლქვეშა არეში.
ექიმი ე.გ-ი (სახ. სერტ. ანესთეზია და რეანიმატოლოგია): რეცენზენტების დ.ყ-ის და ს.ქ-ას (ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია) სარეცენზიო დასკვნით: „ლულოვანი ძვლების მოტეხილობის დროს, ერთ-ერთი მძიმე გართულებაა ცხიმოვანი ემბოლია, რისთვისაც დამახასიათებელია ტვინოვანი სიმპტომატიკა, სუნთქვის უკმარისობა, პეტექიური გამონაყარი კანზე. სამწუხაროდ ამ გართულებაზე თავიდან ეჭვი არ იქნა მიტანილი და მხოლოდ 3 დღის შემდეგ, როცა გამოიხატა სმუ და ცნობიერების ღრმა დათრგუნვა, იქნა დაწყებული ადექვატური მენეჯმენტი’’. 28.03.20წ (13:00სთ) პაციენტის გასინჯვის ფურცელში (დღიური) არ არის მითითებული ექიმის მიერ მიცემული დანიშნულების ამსახველი ჩანაწერი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, დაისვა საკითხი, შპს „...ის" ექიმების: თ.ჯ-ის (სახ. სერტ: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია’’; „კრიტიკული მედიცინა’’), ექიმი ე.გ-ის (სახ. სერტ. „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“) და ა.კ-ის (სახ. სერტ: „ტრავმატოლოგია-ორთოპედია’’) პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.
4.2 კასატორის - ა.კ-ის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში ფაქტობრივად იმეორებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს, თუმცა შეცვლილია გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. არსებითია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს პირველი ინსტანციისგან განსხვავებულ სამართლებრივ დასაბუთებას ან ისეთ ნორმებსა და სასამართლო პრაქტიკაზე მითითებას, რომელიც საკმარისი იქნებოდა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაუქმებლად. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები შესწავლილია სრულად და შეფასებულია სწორად, განსხვავებით სააპელაციო სასამართლოსგან. სააპელაციო სასამართლომ არ შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი მტკიცებულებები, როგორიცაა ექსპერტების, ანუ სპეციალური ცოდნის მქონე პირების ჩვენებები და მიუხედავად არაერთი მითითებისა, უგულებელყო პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესებზე მოწვეულ ექსპერტთა, რეცენზენტთა მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები, რომელთაც მტკიცებით ფორმაში დაადასტურეს, რომ დამდგარი ფატალური შედეგი არ იყო დაკავშირებული ექიმების მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულებასთან და, რომ აღნიშნული გარდაუვალი იქნებოდა პაციენტის კლინიკაში დარჩენის შემთხვევაშიც. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდებოდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ საკითხი იყო შესწავლილი სრულად და ყოველმხრივ, დისკრეციული უფლებამოსილება გამოყენებული იყო კანონის შესაბამისად და რაციონალურად. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ ექიმების, მათ შორის, კასატორის მიერ ადგილი ჰქონდა მცირე ადმინისტრაციულ გადაცდომებს, როგორიცაა ჩანაწერზე ხელმოწერის არარსებობა და სხვ. მსგავსი გადაცდომები არავითარ კავშირში არაა დამდგარ მძიმე შედეგთან. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ აღნიშნულ ექიმებს, მათ შორის, ა.კ-ის დაეკისრათ შესაბამისი სახდელები, კერძოდ, თ.ჯ-ეს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 6 (ექვსი) თვის ვადით და დაევალა 6 (ექვსი) თვის ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. ხოლო, ა.კ-ის შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 3 (სამი) თვის ვადით და დაევალა 3 (სამი) თვის ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. იმ მოცემულობის ფონზე, როდესაც არ არსებობს უშუალო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოცემულ საქმეში მედპერსონალის, მათ შორის, ა.კ-ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ა.ჯ-ის გარდაცვალებას შორის და მეტიც მისი მხრიდან გაწეულია ყველა აუცილებელი სამედიცინო სერვისი და პროცედურა, ცხადია, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, მასში არაა წარმოდგენილი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმების საკმარისი სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლოს არ შეუსწავლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, ექსპერტების მიერ პროცესზე გაკეთებული განმარტებები. რეცენზიების შემდგენი სპეციალისტები მოწვეული იყვნენ 2024 წლის 2 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზე და სამივე რეცენზენტმა დაადასტურა, რომ კლინიკის მედპერსონალის მიერ პაციენტს სამედიცინო მომსახურება გაეწია მაღალ დონეზე და მათი მხრიდან განხორციელდა ყველა საჭირო სამედიცინო ჩარევა/მანიპულაცია, რისი საჭიროებაც არსებობდა პაციენტის კლინიკური სურათის შესაბამისად. 1. მოწვეულმა სპეციალისტმა, რეანიმატოლოგმა ს.ქ-ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გაწერის მომენტისთვის პაციენტის ყველა სიცოცხლისთვის აუცილებელი მონაცემი იყო ნორმასთან მიახლოებული პარამეტრით. მოსარჩელის წარმომადგენლის კითხვაზე - შეიძლებოდა თუ არა პაციენტის ამ მდგომარეობაში გამოწერა, სპეციალისტმა განმარტა, რომ პაციენტი ნანახი იქნა კარდიოლოგისა და ტრავმატოლოგის მიერ, მისი კლინიკური სურათი სრულად აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს და ასეთ დროს პაციენტის გადასაწყვეტი იყო სად წავიდოდა. როდესაც პაციენტი არ არის უგონო ან შოკურ მდგომარეობაში მხოლოდ მისი თანხმობით ხდება ექიმების მიერ გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, თუ პაციენტს სურს სახლში მკურნალობის გაგრძელება მის გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის დროს ვერ შეეწინააღმდეგებიან ექიმები და გაიცემა შესაბამისი დანიშნულება, რომლითაც პაციენტი ეწერება სახლში. ციტირება: „რეანიმაციიდან პაციენტის გაწერის საკითხი გადაწყვიტა იმ საერთაშორისო პარამეტრებმა, რომელიც დაწესებულია პაციენტის რეანიმაციიდან გაწერისთვის.“ შესაბამისად, ერთი მხრივ, არსებობდა პაციენტის რეანიმაციული განყოფილებიდან გაწერის აუცილებლობის წინაპირობები და, მეორე მხრივ, პაციენტის ინფორმირებული თანხმობა და სურვილი გაწერილიყო ბინაზე. ასევე, სპეციალისტმა ყურადღება გაამახვილა რეცენზიაში თავის სიტყვებზე - „სასურველი იქნებოდა პაციენტის დატოვება კლინიკაში დაკვირვებისთვის“. ის უთითებდა სასურველობაზე და არა ვალდებულებასა ან აუცილებლობაზე პაციენტის კლინიკაში დატოვებასთან დაკავშირებით. სასამართლოს მხრიდან დასმულ კითხვაზე - დანიშნულებას თუ ეთანხმება, სპეციალისტმა განმარტა: „ეს საკითხები საქართველოში რეგულირდება ძალიან კარგად და საქართველოში არსებობს ჯანდაცვის სამინისტროსგან დამტკიცებული გაიდლაინები თავისი შესაბამისი პროტოკოლით. გაიდლაინი ეს არის მტკიცებით მედიცინაზე დამყარებული რჩევების ჩამონათვალი, მაგრამ თანმხლები პროტოკოლი არის სავალდებულო შესრულებისთვის. საქართველოში არსებობს ემბოლიური გართულებების გაიდლაინი და რაც პროტოკოლში წერია, რა საპროფილაქტიკო ღონისძიებებიც უნდა ჩატარდეს, რომ არ მოხდეს ცხიმოვანი და თრომბოემბოლიური გართულება ფორმა 100-ში ჩაწერილია და რომ დანიშნული მკურნალობა სრულად შეესაბამებოდა დაწესებულ პრევენციულ სტანდარტებს.“ კასატორის მხრიდან დასმულ კითხვაზე - პაციენტი კლინიკაში რომ დარჩენილიყო შესაძლებელი იყო მომხდარიყო ცხიმოვანი ემბოლიის იდენტიფიცირება და ასეთ შემთხვევაში პაციენტის გადარჩენის შანსი თუ არსებობდა, პასუხი არის უაღრესად მნიშვნელოვანი: „გააჩნია რა კალიბრის სისხლძარღვი დაეხშობოდა და სად დაეხშობოდა. გავეცანი რა სამხარაულის დასკვნას, სადაც არ უნდა ყოფილიყო, იქნებოდა ეს კლინიკაში, იქნებოდა ეს სახლში თუ ქუჩაში, ამ შემთხვევაში შეუძლებელი იყო პაციენტის გადარჩენა“. 2. სხდომაზე ასევე მოწვეული იყო რეცენზენტი რეანიმატოლოგი ვ.შ-ი, რომელმაც განმარტა რომ: პაციენტს კლინიკის მედპერსონალის მხრიდან ადეკვატური მკურნალობა გაეწია და მიუხედავად იმისა, პაციენტი დარჩებოდა კლინიკაში თუ გაეწერებოდა სახლში, ცხიმოვან ემბოლიას ვერ ავცდებოდით და ვერც ლეტალურ შედეგს. ამასთანავე, სპეციალისტმა კითხვაზე - ხომ არ გამოუწვევია პაციენტის კლინიკიდან გაწერას მისი მდგომარეობის გაუარესება, განმარტა რომ არა, არ გამოუწვევია. კითხვაზე - აცილებული იქნებოდა თუ არა დამდგარი ლეტალურ შედეგი იმ შემთხვევაში თუ პაციენტი დარჩებოდა კლინიკაში, სპეციალისტმა აღნიშნა, რომ როგორც წესი, როდესაც ცხიმოვანი ემბოლია იწვევს ლეტალურ შედეგს, ეს არის მასიური ცხიმოვანი ემბოლია, რომელიც კლინიკაშიც ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც აპარატზე იყოს პაციენტი, შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს. კითხვაზე - პაციენტის სხეულზე არსებულ ჰემატომასა და ცხიმოვან ემბოლიას შორის არსებობს თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირი, მან აღნიშნა, რომ არა, ჰემატომა ეს არის უბრალოდ სისხლჩაქცევა, რომელიც ფორმაციას განიცდის, ან შეიძლება დაჩირქდეს, ან გაიწოვოს და მათ შორის არ არის მიზეზშედეგობრივი კავშირი. კითხვაზე - გაკეთდა თუ არა კლინიკის მხრიდან ყველაფერი ცხიმოვანი ემბოლიის აღმოსაჩენად სპეციალისტმა განმარტა, რომ გაკეთდა მრტ კვლევა და კლინიკურად თუნდაც, რომ გამოვლენილიყო, მკურნალობის მხრივ არაფერს შეცვლიდა და იგივვე მკურნალობა ჩატარდებოდა აბსოლუტურად. კითხვაზე - თუკი ფილტვებზე იარსებებდა დაჟეჟილობა, შეიძლებოდა ამას გამოეწვია ცხიმოვანი ემბოლია, რეცენზენტმა განმარტა რომ - არა. 3. რეცენზენტის - ტრავმატოლოგ შ.ს-ის განმარტებით, შესაძლებელი იყო პაციენტის რეანიმაციიდან გაწერა და ამას არ კრძალავს კანონი. ამასთანავე, ა.კ-ის მიერ განხორციელებული ყველა სამედიცინო პროცედურა შეფასებულია დადებითად, მათ შორის, დაწყებული პაციენტის ტრავმის დიაგნოზირებიდან. ციტატა ჩვენებიდან: „ოპერაცია გაკეთებულია აბსოლუტურად სწორად, ანუ დამსხვრეული მოტეხილობა ბარძაყი ოსტეოსინთეზი გაკეთებულია სწორი არჩევის მეთოდით, ოსტეოსინთეზი, ფირფიტა და ჭანჭიკები. როცა საქმე ეხება დამსხვრეულ მოტეხილობას ეს არის სწორი არჩევანი.“ „ოპერაცია დაგვიანებული არ არის, პირიქით სწრაფად, კარგად, დროულად არის გამოკვლეული პაციენტი და ოპერაცია გაკეთებული. ამ თვალსაზრისით, თუკი იმ გართულებაზე ვიმსჯელებთ, პირიქით, ეს პრევენციის ვარიანტი უნდა ყოფილიყო.“ „იმდენად დროულად გაკეთდა ეს, რომ ერთგვარი პრევენციაც კი უნდა ყოფილიყო იმ გართულების, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ლეტალური შედეგი.“ ამასთანავე სპეციალისტმა განმარტა, რომ კლინიკის და ექიმების მხრიდან ლეტალური შედეგის თავიდან აცილების პრევენციისთვის გაკეთდა ყველაფერი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეცენზენტების განმარტებების საფუძველზე ცალსახაა, რომ კლინიკის მედპერსონალის, მათ შორის, ა.კ-ის მხრიდან პაციენტს გაეწია ჯეროვანი სამედიცინო მომსახურება, ავარიის შემდეგ საჭირო სამედიცინო მანიპულაციები, ასევე შესაძლო სამომავლო გართულებების პრევენციისთვის საჭირო სამედიცინო ღონისძიებები. შესაბამისად, არ არსებობს არავითარი მიზეზედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ექიმების მხრიდან პაციენტის გაწერას შორის, მით უფრო, მკურნალობის კურსს შორის და მედპერსონალის მხრიდან განხორციელებულია ყველა აუცილებელი ქმედება. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ექსპერტთა კვალიფიციური განმარტებები, რის შემდეგაც მიიღო სრულიად დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება. არსებითია ზემოხსენებული რეცენზენტების მიერ გაცემული სარეცენზიო დასკვნა და რეცენზიები, კერძოდ: ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულებით, ანუ ტრავმატოლოგ ა.კ-ის მიერ განხორციელებულ მოქმედებებთან დაკავშირებით პაციენტ ა.ჯ-ის საქმეზე ექსპერტის - შ.ს-ის სარეცენზიო დასკვნაში მითითებულია შემდეგი: „ტრავმული დაზიანების დიაგნოზი დასმულია დროულად, მკურნალობის მეთოდი-ბარძაყის ძვლის ოსტეოსინთეზი-შერჩეულია სწორად და ადექვატურად. ოპერაციის ხანგრძლივობა (1სთ და 40 წთ) ნორმის ფარგლებშია. პოსტოპერაციული დანიშნულება სტანდარტულად ადეკვატური. ოპერაციული მკურნალობის ვარიანტი - ოსტეოსინთეზი ფირფიტითა და ჭანჭიკებით შერჩეულია დასაბუთებულად. 26.03.20წ პაციენტის საერთო მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებები ჩატარებულია სწორად. გართულების - ცხიმოვანი ემბოლიის დაიგნოსტირებას ვერ ჩავთვლით დაგვიანებულად შემდეგი გარემოებების გამო: ა) ცხიმოვანი ემბოლიის სინდრომის სიმპტომატიკა, მითუმეტეს საწყის ეტაპზე, არასპეციფიურია და ძნელად სადიაგნოსტიკო, ამასთან ცხიმოვანი ემბოლიზმი ცხიმოვანი წვეთებით მაქსიმუმს აღწევს დაახლოებით ოთხი დღის შემდეგ და შესაბამისად, ცხიმოვანი ემბოლიზმისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა - მწვავე რესპირატორული სიმპტომები ჰიპოქსიით და ფილტვების ინფილტრაციით, თავის ტვინის დისფუნქცია და ჰემატოლოგიური სიმპტომები თრომბოციტოპენიის და პეტექიალური სისხლჩაქცევების სახით, ვითარდება თანდათანობით.“ ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულებით არსებულ სარეცენზიო დასკვნაში აღნიშნულია: „.... ამ ეტაპზე უნდა გამოვყოთ ორი მომენტი: 1. ჭრილობის პოსტოპერაციული მოვლა, რომელიც შესრულებულია პროტოკოლის სრული დაცვით.....“.
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.08.2020 წლის №002205720 საექსპერტო დასკვნის თანახმად: „ ა.ჯ-ის სიკვდილის მიზეზი გახდა: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების მწვავე ანთებით, მკვეთრი შეშუპებით, განვითარებული მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ფრაგმენტოვანი მოტეხილობის ფილტვების ცხიმოვანი ემბოლიით განვითარების შედეგად.“ ა.კ-ი არ იყო პაციენტის აწ გარდაცვლილი ა. ჯ-ის მკურნალი ექიმი, შესაბამისად, მის მიერ პაციენტის მდგომარეობის შეფასება ხდებოდა პროფილურად - ტრავმატოლოგიის თვალსაზრისით და შესაბამისად, გაწერასთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციაც განხილულ უნდა იქნეს ვიწროდ, კერძოდ, იმდაგვარად, რომ პაციენტი ტრავმატოლოგიის თვალსაზრისით აღარ საჭიროებდა კლინიკაში დაყოვნებას და მისი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი ბინაზე გასაწერად. საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, სამედიცინო ისტორიის, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ა. ჯ-ის საქმესთან დაკავშირებით განახორციელებული შპს „...ის“ შემოწმების და არსებული სამედიცინო რეცენზიების საფუძველზე ცალსახად დასტურდება, რომ კლინიკის და მედ-პერსონალის მხრიდან პაციენტს გაეწია ყველა აუცილებელი სამედიცინო დახმარება, სრული მოცულობით ჩაუტარდა კვლევები და ოპერაცია საჭიროების შესაბამისად. პაციენტი თავდაპირველად მოთავსდა ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, ხოლო სამედიცინო სურათის შეცვლისთანავე გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, რაც რეცენზენტების მხრიდან შეფასდა როგორც სწორი და დროული ქმედებები. ასევე, მოხდა პაციენტის მრავალმხრივად გამოკვლევა და შემდგომ იმყოფებოდა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ექსპერტიზით დადგენილია გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების მწვავე ანთებით, მკვეთრი შეშუპებით, განვითარებული მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ფრაგმენტოვანი მოტეხილობის, ფილტვების ცხიმოვანი ემბოლიით განვითარების შედეგად. ცხიმოვანი ემბოლიის სინდრომი ხასიათდება ჩონჩხის ტრავმული დაზიანების შედეგად ძვლიდან გამოთავისუფლებული ცხიმოვანი გლობულების ქსოვილებსა და ორგანოებში გავრცელებით. ცხიმოვანი ემბოლიის სინდრომი მოტეხილობებთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ხელშემწყობი ფაქტორია. ყველაზე ხშირად ცხიმოვან ემბოლიას იწვევს გრძელი ძვლების, ნეკნების, დიდი წვივის ძვლის და მენჯის მოტეხილობები. აღნიშნული მოცემულობის ფონზე ცალსახაა, რომ კლინიკის და მისი მედპერსონალის მხრიდან, მათ შორის, ა.კ-ის მხრიდან პაციენტს ჩატარებული ჰქონდა ყველა აუციელებელი სამედიცინო მომსახურება და სწორი მკურნალობა, ხოლო დამდგარი შედეგის აცილება გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო.
4.3 კასატორი - თ.ჯ-ე აღნიშნავს, რომ პაციენტი ჯ-ი ა. შპს „...ში“ შეყვანილ იქნა 112-ის ბრიგადის მიერ, 25.03.2020წ. 13:09სთ-ზე ჩივილებით: ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, შეშუპება, დეფორმაცია მარჯვენა ბარძაყის დიაფიზის არეში. პაციენტის გადმოცემით, ტრავმა მიიღო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ანამნეზში აღინიშნება გონების კარგვა. პაციენტს ლაბორატორიულ კვლევებთან ერთად ჩაუტარდა მარჯვენა ბარძაყის რენტგენოლოგიური კვლევა, გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. ბარძაყის რენტგენოლოგიური კვლევის თანახმად, (აღინიშნება მარჯვენა ბარძაყის დიაფიზის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ცდომით), კონსულტირდა ტრავმატოლოგის მიერ. კვლევის პასუხის შესაბამისად, პაციენტს სასწრაფო-დაუყოვნებელი წესით ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა - მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის მოტეხილობის ოსტეოსინთეზი ფირფიტით და ჭანჭიკებით. პაციენტს მიმღებ განყოფილებაში ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, ვიწრო სპეციალისტთა კონსულტაციები და წინასაოპერაციო მომზადების შემდგომ 25.03.2020წ. სპინალური ანესთეზიის ქვეშ ჩაუტარდა მარჯვენა ბარძაყის დიაფიზის მოტეხილობის ოსტეოსინთეზი ფირფიტით და ჭანჭიკებით. 25.03.2020წ. 18:40 სთ-ზე პაციენტი ოპერაციის შემდგომ გადაყვანილ იქნა ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში. 28.03.20წ. პაციენტს აღენიშნა შფოთვა, აგზნება, უკონტაქტობა, რასაც თან დაერთო დეკომპენსირებული რესპირატორული მონაცემები. გამოძახებულ იქნა რეანიმატოლოგი საკონსულტაციოდ. პაციენტის გასინჯვისას: სუნთქვა სპონტანური, მიეწოდებოდა დატენიანებული ჟანგბადი 5ლ/წთ-ში, ნევროლოგიური სტატუსი: სპონტანურად და ასევე, ჩაძახილზე ახელს თვალს, მაგრამ მზერას არ აფიქსირებს. მეტყველება დანაწევრებული ბგერებით (ყვირის, ტირის, ცდილობს წამოდგომას, აქვს მოცილების მცდელობა), კითხვებზე და ჩაძახილზე საპასუხოდ უმატებს შფოთვას და ყვირილს. გუგები თანაბარი, ცენტრ. დგომის. განისაზღვრა მონაცემები, სადაც ყურადღებას იპყრობს ჟანგბადის დაბალი მაჩვენებელი - 2-60mmHg. აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით (ნევროლოგიური და სასუნთქი სისტემის ცვლილებები) საჭიროდ ჩაითვალა ავადმყოფის გადაყვანა რეანიმაციულ განყოფილებაში. 28.03.20წ. 13:00სთ-ზე პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, აყვანილ იქნა მონიტორული დაკვირვების ქვეშ, მიეწოდა ჟანგბადი ნიღბით 8ლ/წთ. არსებული ნევრ. სტატუსის, ჰიპოქსემიის გათვალისწინებით გადაწყდა პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. 28.03.20წ. 13:20სთ-ზე პაციენტი წინასწარი ანალგო-სედაცია-რელაქსაციის შემდგომ გადაყვანილია მართვითი სუნთქვის აპარატზე. აუსკულტაციით სუნთქვა ტარდება თანაბრად ორივე მხარე. ქვედა ველებში მეტად მარცხნივ ისმის ერთეული მშრალი ხიხინი. მიმდინარეობს პერმანენტულად ანალგო-სედაცია, რის ფონზეც ნევროლოგიური სტატუსი სრულყოფილად ვერ ფასდება, სედაციის შეწყვეტისას ვლინდება არაადექვატური მოძრაობა, დაჭიმულობა. ჩაძახილზე არ რეაგირებს. ვლინდება მარჯვნივ დადებითი ბაბინსკის რეფლექსი. გამოიხატა კისრის კუნთების იოლი დაჭიმულობა, დაფიქსირდა ცხელების ეპიზოდი, ლაბ. კვლევით – საყურადღებოა: ლეიკოციტურია 10-12 მხ-არეში, ფერი შემღვრეული, ყვითლი, ჭღჩ-8.86, ბ-100გ/ლ; ედს-52: ჩხირბირთვიანი- 7%. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით: ჰილუსები გამკვრივებული, ფილტვის სურათი გაძლიერებულია. მარცხენა ფილტვის ქვემო ველში აღინიშნება დაბალი ინტენსივობის ინფილტრაციული ცვლილებები. ლატერალური სინუსები თავისუფალია. ორტა–საზღვრები ზომიერია. არსებული ცხელების, კისრის კუნთების იოლი რიგიდობის და მენტალური სტატუსის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა გამოირიცხოს ენცეფალიტი, რის გამოც ავადმყოფს ჩაუტარდა ლუმბალური პუნქცია. 2- 3 მალთაშორის დონეზე 22 სპინალური ნემსით, რომლის საშუალებითაც მიღებულ იქნა გამჭვირვალე ფერის ლიქვორი, გაგზავნილ იქნა ლაბ. კვლევისთვის. პასუხი: ციტოზი 1. გლუკ-3,9, ცილა 0,25. 29.03.20წ. ავადმყოფის მდგომარეობა არის მძიმე. ფიქსირდება ცხელების ეპიზოდები 37.5-მდე. მიმდინარეობს პერმანენტულად სედაცია, რის ფონზეც ნევროლოგიური სტატუსი სრულყოფილად ვერ ფასდება, სედაციის შეწყვეტისას: ჩაძახილზე იყო თვალის გახელის მცდელობა, რასაც დროის გასვლის შემდეგ მოჰყვა კვლავ აგრესიული მოძრაობები კიდურებში, რის გამოც კვლავ გაგრძელდა სედაცია. დაფიქსირდა წვრილი წითელი ფერის წერტილოვანი ერთეული გამონაყარი სხეულზე - გულმკერდის და მუცლის არეში. შარდის გამოყოფა კათეტერით. აღებულია ნახველი ბაქტერიური კვლევისთვის. გრძელდება მკურნალობა და მონიტორინგი. შარდის გამოყოფა კათეტერით, დიურეზი ადექვატური. კვება ნ.გ ზონდით. მიმდინარეობს ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია. 30.03.20წ. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, სიმძიმე განპირობებულია შემდეგით: ქალა-ტვინის დახ. ტრავმა, სუნთქის მწვ. უკმარისობა, მწვ. პნევმონია გამომწვევის დაზუსტების გარეშე, ასევე მარჯვ. ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ოსტეოსინთეზი ფირფიტითა და ჭანჭიკით. ანამნეზის, კანზე არსებული პეტექიების არსებობის (კისრის, მხრების, ერთეული-მუცლის მიდამო), ჰიპერთერმიის, ცნობიერების დათრგუნვის, ჰიპოქსემიის, ტაქიკარდიის გათვალისწინებით, საფიქრებელია ცხიმოვანი ემბოლიის არსებობა. დიაგნოზის ვერიფიცირების მიზნით, ნევროლოგთან შეთანხმებით, დაიგემა და ჩატარდა თავის ტვინის CT ანგიოგრაფია, ტომოგრამებზე: საზღვარი თეთრ და რუხ ნივთიერებას შორის სტრუქტურულია. შუამდებარე-სტრუქტურები არ არის ცდომილი. ღეროს ცისტერნები ასიმეტრიული დეფორმაციის გარეშეა. რეტროცერებრული დიდი ცისტერნა და გამჭვირვალე ძგიდე დილატირებულია. პარკუჭები ზომიერია, მას-ეფექტის ნიშნების გარეშეა. სუბარაქნოიდული სივრცეები გაფართოვებულია. პარა-რეტრონაზალური წიაღები, საფეთქლის პირამიდები პნევმატიზირებულია. მარჯვენა ჰაიმორის ღრუში ისახება მცირე ზომის მუკოიდური კისტა. რეტრობულბური არეები თავისუფალია. ქალა-ფუძის და სარქვლის ძვლები ტრავმული ცვლილებების გარეშეა. ი/ვ ბოლუსური კონტრასტირების შედეგად ვილიზიის წრის სისხლძაღვებში და პერიფერიულ ტოტებში საკონტრასტო ნივთიერება თანაბრად არის გადანაწილებული, ანევრიზმული და მალფორმაციული ცვლილებები არ ვიზუალზირდება, ასევე ავსების დეფექტისთრომბული მასების ნიშნების გარეშეა ვენური სინუსები. დასკვნა: თ/ტ მწვავე კეროვანი პათოლოგია არ ვლინდება. გრძელდება ფხვ; პაციენტი კონსულტირებულია ოფთალმოლოგის მიერ. მწვ.პათოლოგია არ დადასტურდა. 31.02.20წ. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, სიმძიმე განპირობებულია: ქალა-ტვინის დახ. ტრავმის, სუნთქვის მწვ. უკმარისობის, მწვ. პნევმონიის, მარჯვ. ბარძაყის ძვლის მოტეხილობის, ოსტეოსინთეზის შ/პ-ის გათვალისწინებით. იმყოფება მართვით სუნთქვის აპარატზე, გამარტივებული რეჟიმითა და შერჩეული პარამეტრებით. შეწყვეტილია პერმანენტული სამკურნალო-დაცვითი ნარკოზი. ძილიანია, შეფხიზლებისას კონტაქტურია, ელ. ინსტრუქციებს ასრულებს, კვლავ ფიქსირდება ფსიქო-ემოციური ლაბილობის სურათი. მოტორული დეფიციტი არ ვლინდება. გუგები მრგვალი და თანაბარია. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღინიშნება ჰემატომა, გაწოვის ფაზაში. მუცელი რბილი, უმტკივნეულოა. ნ/პ მოისმინება. პასაჟი შენელებულია. კვება ნ/გ ზონდიდან, საკვებს ირგებს, უკუპერისტალტიკა არ ფიქსირდება. შარდვა ურეთრული კათეტერით, დიურეზის ტემპი ადევატური სტიმულაციის. მოძრაობა მტკივნეულია ნაოპერაციებ მარჯვენა კიდურზე, ამავე მხარეს ქვემო მხრიდან ფიქსირდება დიდი ზომის ჰემატომის უბანი. პოსტოპერაციული ნაწიბური დამუშავებული და შეხვეულია ასეპტიურად. ალბუმინის ლაბ. მონაცემი-30 გ/ლ-ია. გაკონტროლდა კარდიოექოსკოპიური მონაცემები, სადაც გულის სარქვლოვანი და პერიკარდიუმის ღრუში პათოლოგია არ ფიქსირდება. პაციენტი კონსულტირებულია კარდიოლოგის მიერ. მისი რეკომენდაციით, ავადმყოფი მედიკამენტურ დახმარებას არ საჭიროებს. 01.04.20წ. გამარტივებული რეჟიმისა და კლებადი პარამეტრების გათვალისწინებით, პაციენტი დაექსტუბირდა 09:00 სთ-დან, პროტოკოლის დაცვით, გართულების გარეშე გაგრძელდა ოქსიგენაცია სველი წესით, აუსკულტაციით: COR-ტონები რითმული, ულმო-შესუსტებული ვეზიკულური ტიპის სუნთქვა ტარდება ორმხრივ, მარცხნივ ქვემო ველში მოისმინება ერთეული კრეპიტაციული ხიხინი. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია, უპირატესად - ძილიანია, შეფხიზლებისას კონტაქტურია, ადექვატურად ასრულებს მიცემულ ინსტრუქციებს. კვლავ რჩება ფსიქო-ემოციური ლაბილობის, დეპრესიული მდგომარეობისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი. მოტორული დეფიციტი არ ვლინდება მოძრაობა შეზღუდულია მარჯვენა ქვემო კიდურში-პოსტრავმული და პოსტოპერაციული მდგომარეობის გათვალისწინებით. გუგები მრგვალი და თანაბარია. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღინიშნება ჰემატომა, გაწოვის ფაზაში. მუცელი რბილი, უმტკივნეულოა. ნ/პ მოისმინება. პასაჟი შენელებულია. კვება პერ/ოს, საკვებს ირგებს, უკუპერისტალტიკა არ ფიქსირდება. შარდვა თავისუფალი, ნებითი, დიურეზის ტემპი ადეკვატური სტიმულაციის. მოძრაობა მტკივნეულია ნაოპერაციებ მარჯვენა კიდურზე, ამავე მხარეს ქვემო მხრიდან ფიქსირდება დიდი ზომის ჰემატომის უბანი. პოსტოპერაციული ნაწიბური დამუშავებული და შეხვეულია ასეპტიურად. 02.04.20წ. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური, დინამიკაში გაუმჯობესებული. სპონტანურ სუნთქვაზეა, ოქსიგენო-ვენტილაციური პარამეტრები კომპენსირებულია ატმ. ჰაერზე, არ დესატურირებს ობ: RR-24’, SPO2-97%. აუსკულტაციით: COR-ტონები რითმული, შესუსტებული ვეზიკულური ტიპის სუნთქვა ტარდება ორმხრივ თანაბრად, ამ ფონზე მოისმინება ერთეული მშრალი ხასიათის ხიხინი. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია: T/A-157/104 MMHG, HR-90, რითმული. ტემპერატურული რეაქციები არ ფიქსირდება Tmax-36.1 C, CVP +5სმ. NS: რჩება ზ/ს სისუსტე, კონტაქტურია, ადექვატურად ასრულებს მიცემულ ინსტრუქციებს, ფიქსირდება ფსიქო-ემოციური ლაბილობის, დეპრესიული მდგომარეობისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი. მოტორული დეფიციტი არ ვლინდება. მოძრაობა შეზღუდულია მარჯვენა ქვემო კიდურში-პოსტრავმული და პოსტოპერაციული მდგომარეობის გათვალისწინებით. გუგები მრგვალი და თანაბარია. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღინიშნება ჰემატომა, გაწოვის ფაზაში. მუცელი რბილი, უმტკივნეულოა. ნ/პ მოისმინება. პასაჟი შენელებულია. კვება პერ/ოს, საკვებს ირგებს. შარდვა თავისუფალი, ნებითი. დიურეზის ტემპი ადევატური. მოძრაობა მტკივნეულია ნაოპერაციებ მარჯვენა კიდურზე. ამავე მხარეს ქვემო მხრიდან ფიქსირდება დიდი ზომის ჰემატომის უბანი. პოსტოპერაციული ნაწიბური დამუშავებული და შეხვეულია ასეპტიურად ტრავმატოლოგის მიერ. საკონტროლო ანალიზებით გაუმჯობესებულია მაჩვენებლები, კერძოდ - გულმკერდის რენტგენოგრაფიით: ფილტვის სურათი გაძლიერებულია. პარენქიმაში ინფილტრაციული ცვლილებები არ აღინიშნება. ზემოთ აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში აღარ საჭიროებდა დაყოვნებას, ინტენსიური თერაპიის პირველი დონით დახმარებას. კონსულტირდა ტრავმატოლოგის მიერ, მდგომარეობა შეფასდა მის მიერ დამაკმაყოფილებლად, მიეცა სათანადო ერთობლივი დანიშნულება. ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო, რეკომენდირებულ იქნა ფსიქიატრის განმეორებითი გეგმიური კონსულტაცია. პაციენტს და ოჯახის წევრებს დაწვრილებით აეხსნათ არსებული ჯანმთელობის მდგომარეობის, დანიშნულების და რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობის შესახებ. დინამიკაში მიღებული კლინიკო- ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის შედეგების შესახებ პაციენტი 02.04.20წ. 14:00სთ-ზე, შესაბამისი დანიშნულებითა და რეკომენდაციებით, სტაბილიზაციით გაეწერა ბინაზე.
კასატორის განმარტებით, კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ა.ჯ-ის კლინიკაში შესვლისთანავე ჩაუტარდა სწორად, დროულად და სრულად. ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებები დიაგნოსტირებულია სწორად და დროულად. ტრავმატოლოგიური პროფილით სამედიცინო დახმარება და მკურნალობა ჩაუტარდა სწორად, დროულად და სრულად. ფირფიტით და ჭანჭიკებით განხორციელებული ოსტეოსინთეზი, ოსტეოსინთეზის სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, თავისთავად ცხიმოვანი ემბოლიის მაპროვოცირებელი არ არის, სიკვდილის მიზეზი მიღებული ტრავმული დაზიანების თანმდევი, სიცოცხლისათვის უკიდურესად საშიში, გართულების - ცხიმოვანი ემბოლიის განვითარების შედეგია. პაციენტს დროულად ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, გაუარესების მდგომარეობის გამო დროულად არის გადაყვანილი რეანიმაციის განყოფილებაში და სუნთქვის მწვავე უკმარისობის გამო გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე 28.03-ში 13:20 სთ-ზე. უტარდებოდა აგრეთვე ინფუზიური თერაპია, ტკივილი-დაყუჩება-სედაცია, გასტროპროტექცია, ანტიბიოტიკოთერაპია, უკეთდებოდა ფრაქსიპარინი. 1.04-ში დაექსტუბირდა, სუნთქვის პარამეტრები დამაკმაყოფილებელი, 02.04-ში პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობას აღარ საჭიროებდა.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად: ა.ჯ-ის სიკვდილის მიზეზია სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების მწვავე ანთებით, მკვეთრი შეშუპებით, განვითარებული მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ფრაგმენტოვანი მოტეხილობის ფილტვების ცხიმოვანი ემბოლიით გართულების შედეგად. სტაციონარში წოლის პერიოდში მკურნალობა ჩატარებულია სწორად. საქმის განხილვის ფარგლებში დაკითხულმა ყველა ექსპერტმა დაადასტურა, რომ პაციენტს რეანიმაციულ განყოფილებაში ჩაუტარდა სწორი, სრული და ჯეროვანი სამედიცინო მომსახურება და რაიმე სახის გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები კლინიკაში შესვლისთანავე ჩაუტარდა სწორად, დროულად და სრულად. ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებები დიაგნოსტირებულია სწორად და დროულად. ტრავმატოლოგიური პროფილით სამედიცინო დახმარება და მკურნალობა ჩაუტარდა სწორად, დროულად და სრულად. ფირფიტით და ჭანჭიკებით განხორციელებული ოსტეოსინთეზი, ოსტეოსინთეზის სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, თავისთავად ცხიმოვანი ემბოლიის მაპროვოცირებელი არ არის. სიკვდილის მიზეზი მიღებული ტრავმული დაზიანების თანმდევი, სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიში, გართულების - ცხიმოვანი ემბოლიის განვითარების შედეგია. პაციენტს დროულად ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, მდგომარეობის გაუარესების გამო დროულად იქნა გადაყვანილი რეანიმაციის განყოფილებაში და სუნთქვის მწვავე უკმარისობის გამო გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე 28 მარტს. 02 აპრილს პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობას აღარ საჭიროებდა. სტაციონარში წოლის პერიოდში მკურნალობა ჩატარებულია სწორად. ცხიმოვანი ემბოლიის სამკურნალოდ გამოიყენება ჟანგბადის ინსუფლაცია, სუნთქვის მწვავე უკმარისობის დროს ჰიპოქსემიის მოსახსნელად-მართვით სუნთქვა, ინფუზური თერაპია, ტკივილდაყუჩება, დაბალმოლეკულური ჰეპარინის ინექციები და სხვა სიმპტომური მკურნალობა. ცხიმოვანი ემბოლიის გამო განვითარებული ინტერსტიციული პნევმონია სტაციონარის პირობებშიც კი, ხასიათდება მაღალი ლეტალობით - 50/70%. ინტერსტიციული შეშუპების ფონზე ალვეოლების შეშუპება კი, იწვევს სიკვდილს - 100%.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს, ა.კ-ისა და თ.ჯ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს, ა.კ-სა და თ.ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 21 აგვისტოს №002205720 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა.ჯ-ის სიკვდილის მიზეზია სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვის მწვავე ანთებით, მკვეთრი შეშუპებით, განვითარებული მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ფრაგმენტოვანი მოტეხილობის ფილტვების ცხიმოვანი ემბოლიით გართულების შედეგად. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 18-20 საათი, ა.ჯ-ის გვამზე აღინიშნება სიცოცხლის დროინდელი დაზიანება: სისხლნაჟღენთი, მარჯვენა ბარძაყის შუა და ქვედა მესამედის უკანა და შიგნითა გვერდით ზედაპირზე, გარდამავალი მარჯვენა მუხლის ფოსოზე და მარჯვენა წვივის ზედა ნახევარში უკანა ზედაპირზე. მარჯვენა ბარძაყის ძვლის დაბურული ფრაგმენტოვანი მოტეხილობა დიაფიზის პროქსიმალური და შუა მესამედის საზღვარზე, ვრცელი სისხლჩაქცევებით კანქვეშ ცხიმოვან ქსოვილში და ბარძაყის კუნთებში, თავის ტვინის და ფილტვების ცხიმოვანი ემბოლიის განვითარებით -განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალპირთა ექსპერტიზაში განისაზღვრება, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 25.03.2020 წელი. ა.ჯ-ის გვამზე აღინიშნება სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალბუდის მიდამოში, მარჯვენა ლოყის შუა მესამედში (ყვრიმალის ქვედა კიდის მიმდებარედ) და მარჯვენა მხრის ზედა მესამედის გარეთა ზედაპირზე. ნაჭდევები მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, ვრცელი სისხლნაჟღენთი მარჯვენა წვივის ზედა ნახევარში წინა ზედაპირზე გარდამავალი ამავე წვივის ზედა მესამედის შიგნითა ზედაპირზე. კეროვანი სისხლჩაქცევა მარჯვენა თირკმლის ქვედა პოლუსის პროექციაზე ცხიმოვან კაფსულაში - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალპირთა ექსპერტიზაში განისაზღვრება, როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 25.03.2020 წელი და არ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ნაჭდევი ცხვირის ძგიდის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე ქვედა მესამედში (ზედა ტუჩის ღარის - ე.წ. ფილტრის მიმდებარედ) - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალპირთა ექსპერტიზაში განისაზღვრება, როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 25.03.2020 წელი და არ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ა.ჯ-ის გვამზე აღინიშნება მარცხნივ IV-V ნეკნების მოტეხილობა ლავიწშუა ხაზზე - განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის შემდგომ პერიოდში, რაც დასტურდება მოტეხილობების შესაბამისად ნეკნთაშუა კუნთებში და პარიესული პლევრის ქვეშ სისხლჩაქცევების არარსებობით და უნდა წარმოადგენდეს ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგს (ტ.1, ს.ფ 228-261); ბ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 30 მაისის №003278022 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, №002205720 ექსპერტის დასკვნის ჩანაწერებით ა.ჯ-ის სიკვდილის მიზეზია სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების მწვავე ანთებით, მკვეთრი შეშუპებით, განვითარებული მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ფრაგმენტოვანი მოტეხილობის ფილტვების ცხიმოვანი ემბოლიით გართულების შედეგად. ა.ჯ-ის გვამზე აღინიშნება სიცოცხლის დროინდელი დაზიანება: სისხლნაჟღენთი მარჯვენა ბარძაყისშუა და ქვედა მესამედის უკანა და შიგნითა გვერდით ზედაპირზე გარდამავალი მარჯვენა მუხლის ფოსოზე და მარჯვენა წვივის ზედა ნახევარში უკანა ზედაპირზე. მარჯვენა ბარძაყის ძვლის დახურული ფრაგმენტოვანი მოტეხილობა დიაფიზის პროქსიმალური და შუა მესამედის საზღვარზე, ვრცელი სისხლჩაქცევებით კანქვეშ ცხიმოვან ქსოვილში და ბარძაყის კუნთებში, თავის ტვინის და ფილტვების ცხიმოვანი ემბოლიის განვითარებით - განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალპირთა ექსპერტიზაში განისაზღვრება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 25.03.2020 წელი. ა.ჯ-ის გვამზე ასევე აღინიშნება სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალბუდის მიდამოში, მარჯვენა ლოყის შუა მესამედში (ყვრიმალის ქვედა კიდის მიმდებარედ) და მარჯვენა მხრის ზედა მესამედის გარეთა ზედაპირზე. ნაჭდევები მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, ვრცელი სისხლნაჟღენთი მარჯვენა წვივის ზედა ნახევარში წინა ზედაპირზე გარდამავალი ამავე წვივის ზედა მესამედის შიგნითა ზედაპირზე, კეროვანი სისხლჩაქცევა მარჯვენა თირკმლის ქვედა პოლუსის პროექციაზე ცხიმოვან კაფსულაში – განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალპირთა ექსპერტიზაში განისაზღვრება, როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 25.03.2020 წელი და არ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ნაჭდევი ცხვირის ძგიდის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე ქვედა მესამედში (ზედა ტუჩის ღარის – ე.წ. ფილტრის მიმდებარედ) – განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალპირთა ექსპერტიზაში განისაზღვრება, როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 25.03.2020 წელი და არ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან სიკვდილთან. ა.ჯ-ის გვამზე ასევე აღინიშნება მარცხნივ IV-V ნეკნების მოტეხილობა ლავიწშუა ხაზზე – განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის შემდგომ პერიოდში, რაც დასტურდება მოტეხილობების შესაბამისად ნეკნთაშუა კუნთებში და პარიესული პლევრის ქვეშ სისხლჩაქცევების არარსებობით და უნდა წარმოადგენდნენ ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგს. კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ა.ჯ-ის კლინიკაში შესვლისთანავე ჩაუტარდა სწორად, დროულად და სრულად. ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებები დიაგნოსტირებულია სწორად და დროულად. ტრავმატოლოგიური პროფილით სამედიცინო დახმარება და მკურნალობა ჩაუტარდა სწორად, დროულად და სრულად. ფირფიტით და ჭანჭიკებით განხორციელებული ოსტეოსინთეზი, ოსტეოსინთეზის სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, თავისთავად ცხიმოვანი ემბოლიის მაპროვოცირებელი არ არის, სიკვდილის მიზეზი მიღებული ტრავმული დაზიანების თანმდევი, სიცოცხლისათვის უკიდურესად საშიში, გართულების - ცხიმოვანი ემბოლიის განვითარების შედეგია. თავის ტვინის კომპიუტერული კვლევა ცხიმოვანი ემბოლიის დროს ნაკლებად ინფორმატიულია. ტვინის და ფილტვების დაზიანების ხარისხის დასადგენად ნაჩვენებია მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც ფილტვების ცხიმოვანი ემბოლიის დროს ავლენს T2 რეჟიმში მაღალ და T1 რეჟიმში - დაბალი სიმკვრივის მრავლობითი დაზიანების კერებს. აღნიშნულ შემთხვევაში, ეს კვლევა ოსტეოსინთეზის - მეტალის არსებობის გამო ვერ ჩატარდებოდა. ცხიმოვანი ემბოლიის დიაგნოზი დაუდგინდა მოგვიანებით -30.03-ში, როცა გამოვლინდა ტრიადა: ნევროლოგიურ სიმპტომატიკას დაემატა სუნთქვის უკმარისობა, პეტექიალური გამონაყარი. უნდა აღინიშნოს, რომ სპეციფიკური მეთოდი ცხიმოვანი ემბოლიის დიაგნოსტიკის არ არსებობს. დგინდება კლინიკური ნიშნებით. ნევროლოგიური სიმპტომატიკის გამოვლენის შემდეგ, ვინაიდან კომპიუტერული კვლევის დროს პათოლოგია ვერ იქნა ნანახი, ეჭვი უნდა მიტანილიყო ცხიმოვან ემბოლიაზე. დროულად ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, მდგომარეობის გაუარესების გამო დროულად არის გადაყვანილი რეანიმაციის განყოფილებაში და სუნთქვის მწვავე უკმარისობის გამო გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე 28.03-ში, 13.20 სთ-ზე. უტარდებოდა აგრეთვე ინფუზიური თერაპია, ტკივილი-დაყუჩება-სედაცია. გასტროპროტექცია, ანტიბიოტიკოთერაპია, უკეთდებოდა ფრაქსიპარინი. 1.04-ში დაექსტუბირდა. სუნთქვის პარამეტრები დამაკმაყოფილებელი, 2.04-ში პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობას აღარ საჭიროებდა. რენტგენოგრამაზე იყო დადებითი დინამიკა და P02 იყო ნორმალური, 92 mmhg. Sa02 96% ატმოსფერულ ჰაერზე. 2.04-ში პაციენტი არსებული გართულების გათვალისწინებით გადასაყვანი იყო ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, რაც ტრავმატოლოგმა არ ჩათვალა საჭიროდ და სათანადო რეკომენდაციებით გაწერა კლინიკიდან. ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო წოლითი რეჟიმის დაცვა, ვინაიდან პირველადი კორძის ჩამოყალიბებას უნდა სულ ცოტა 2-3 კვირა. დიდი ალბათობით პაციენტმა ბინაზე არ დაიცვა რეკომენდირებული წოლითი რეჟიმი და დანიშნული მკურნალობა, რის გამოც გაგრძელდა ცხიმოვანი ემბოლიზაციის პროცესი, რამაც გამოიწვია ინტერსტიციული პნევმონიის განვითარება და ამ ფონზე განვითარებული ფილტვების ინტერსტიციული შეშუპება. აღნიშნული შეშუპება როგორც წესი გადადის ელვისებურად ალვეოლარულში (რაც აღწერილია ექსპერტიზის დასკვნაში-ალვეოლებში სისხლიანი ქაფიანი შიგთავსი). აღნიშნული გართულების დროს ადამიანი იღუპება მოკლე დროში. ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ა. ჯ-ი თუ დაიცავდა წოლით რეჟიმს და მიიღებდა დანიშნულ მედიკამენტებს დიდი ალბათობით გაიზრდებოდა ა.ჯ-ის გადარჩენის შანსი. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვის მწვავე ანთება მკვეთრი შეშუპებით განვითარებული მარჯვენა ბარძაყის დიაფიზის ფრაგმენტოვანი მოტეხილობის და ფილტვების ცხიმოვანი ემბოლიით გართულების შედეგად გახდა ა. ჯ-ის სიკვდილის მიზეზი და მიზეზობრივ კავშირშია 2020 წლის 25 მარტის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებულ დაზიანებასთან. სტაციონარში წოლის პერიოდში მკურნალობა ჩატარებულია სწორად, ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გადაყვანის შემთხვევაში პაციენტი დიდი ალბათობით დაიცავდა წოლით რეჟიმს და შესაძლოა, არ დამდგარიყო სავალალო შედეგი, თუმცა ცხიმოვანი ემბოლია შესაძლოა განვითარდეს 14 და მეტი დღის შემდეგ ტრავმის მიღებიდან. აღნიშნული შემთხვევები დაკავშირებულია დაზიანებული კიდურის იმობილიზაციის წესის დარღვევასთან. ცხიმოვანი ემბოლიის სამკურნალოდ გამოიყენება ჟანგბადის ინსუფლაცია, სუნთქვის მწვავე უკმარისობის დროს ჰიპოქსემიის მოსახსნელად- მართვითი სუნთქვა, ინფუზიური თერაპია, ტკივილდაყუჩება, დაბალმოლეკულური ჰეპარინის ინექციები და სხვა სიმპტომური მკურნალობა. ცხიმოვანი ემბოლიის სამკურნალოდ რაიმე განსაკუთრებული მედიკამენტოზური თერაპია არ არსებობს. ფილტვის ანთების გამო დამატებული იყო ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული თერაპია. ცხიმოვანი ემბოლიის გამო განვითარებული ინტერსტიციული პნევმონია სტაციონარის პირობებშიც კი, ხასიათდება მაღალი ლეტალობით 50/70%. ინტერსტიციული შეშუპების ფონზე ალვეოლების შეშუპება კი, იწვევს სწრაფ სიკვდილს 100%-ში (ტ.1, ს.ფ 262-275); გ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ 2021 წლის 22 თებერვალს შედგენილია №ს/შ-217-80 შემოწმების აქტი, შპს „...ში“ პაციენტის ა.ჯ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის შედეგად (ტ.1, ს.ფ 92-108); დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2022 წლის 28 სექტემბრის №26 სხდომის ოქმის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილია შპს ,,...ში“ პაციენტის - ა.ჯ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი. შესწავლის შედეგად დაისვა შპს „...ის” ექიმების: თ.ჯ-ის (სახელმწიფო სერტიფიკატი - ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია; კრიტიკული მედიცინა), ე.გ-ის (სახელმწიფო სერტიფიკატი- ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია) და ა.კ-ის (სახელმწიფო სერტიფიკატი - ტრავმატოლოგია-ორთოპედია) პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. სხდომაზე გამოცხადდა რეცენზენტი შ.ს-ე, რომელმაც ა.ჯ-ის მიმართ გაწეულ სამედიცინო დახმარებასთან მიმართებით განმარტა: ტრავმული დაზიანების დიაგნოზი დასმულია დროულად, მკურნალობის მეთოდი -ბარძაყის ძვლის ოსტეოსინთეზი, შერჩეულია სწორად და ადეკვატურად. ოპერაციის ხანგრძლივობა (1 სთ და 40 წთ) ნორმის ფარგლებშია. პოსტოპერაციული დანიშნულება სტანდარტულად ადეკვატური. ოპერაციული მკურნალობის ვარიანტი - ოსტეოსინთეზი ფირფიტითა და ჭანჭიკებით, შერჩეულია დასაბუთებულად. 2020 წლის 26 მარტს პაციენტის საერთო მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებები ჩატარებულია სწორად. გართულების - ცხიმოვანი ემბოლიის დიაგნოსტირება ვერ ჩაითვლება დაგვიანებულად შემდეგი გარემოებების გამო: ცხიმოვანი ემბოლიის სინდრომის სიმპტომატიკა, მითუმეტეს საწყის ეტაპზე, არასპეციფიკურია და ძნელად სადიაგნოსტიკო. ამასთან, ცხიმოვანი ემბოლიზმი ცხიმოვანი წვეთებით მაქსიმუმს აღწევს დაახლოებით 4 დღის შემდეგ და შესაბამისად, ცხიმოვანი ემბოლიის სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა - მწვავე რესპირატორული სიმპტომები ჰიპოქსიით და ფილტვების ინფილტრაციით, თავის ტვინის დისფუნქცია და ჰემატოლოგიური სიმპტომები თრომბოციტოპენიის და პეტექიალური სისხლჩაქცევების სახით, ვითარდება თანდათანობით. რეცენზენტს არასწორად მიაჩნია პაციენტის უშუალოდ რეანიმაციის განყოფილებიდან გაწერა ბინაზე, ექსტუბაციიდან (01.04.20 წელი, 09:00 სთ) პრაქტიკულად 1 დღე-ღამის შემდეგ (02.04.20 წელი 14:00 სთ). 2020 წელს 31 მარტს პაციენტის მდგომარეობა ჯერ კიდევ შეფასებულია, როგორც მძიმე. 2020 წლის პირველ აპრილს განხორციელებული ექსტუბაციის შემდეგ, პაციენტს აღენიშნება ფსიქო-ემოციური ლაბილობის, დეპრესიული მდგომარეობისათვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი, იგივე რჩებოდა გაწერის დღეს - 02.04.20 წელს. ამასთან, რეანიმაციის განყოფილებაში ყოფნისას, ყოველდღე ფიქსირდება დიდი ზომის ჰემატომის არსებობა ნაოპერაციებ მიდამოში. რეცენზენტის შეფასებით, აუცილებელი იყო პაციენტის მკურნალობის, ზოგადი და ნაოპერაციები ჭრილობის მონიტორინგის გაგრძელება სტაციონარულად, თუნდაც ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, რაც გააუმჯობესებდა უკვე არსებული გართულებების მართვის და სხვა შემდგომი გართულებების პროფილაქტიკის შესაძლებლობებს. სხდომაზე გამოცხადდა ანესთეზიოლოგიური მიმართულების რეცენზენტი, ს.ქ-ა, რომელმაც ა.ჯ-ის მიმართ გაწეულ სამედიცინო დახმარებასთან მიმართებით განმარტა: დიაგნოზი დასმულია სწორად, დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებები ადეკვატურია, დროულია და შეესაბამება დასმულ დიაგნოზს. მკურნალობის და თერაპიის მოცულობის შერჩევა რაციონალურია ნაწილობრივ. 26.03.20 წელს 10:00 სთ-ზე, ისტორიაში არის ნევროლოგის კონსულტაცია, პაციენტის ნევროლოგიური სტატუსის გაუარესების გამო, თუმცა არ არის მორიგე და მკურნალი ექიმის ჩანაწერი, როდის მოხდა ეს გაუარესება და რაში გამოიხატებოდა. პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინის კ/ტ კვლევა, სადაც თავის ტვინის კეროვანი დაზიანების ნიშნები არ არის. დაისვა დიაგნოზი - ,,დაუზუსტებელი დისოციაციური აშლილობანი“. მიეცა რეკომენდაციები, მათ შორის, ფსიქიატრის კონსულტაციაც, რომელიც ჩაუტარდა 28.03.20 წელს. ფსიქიატრმა დაადასტურა არსებული დიაგნოზი და გაგრძელდა მკურნალობა სედატივებით (დიაზეპამი, კეტილეპტი). მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა და 28.03.20 წელს, 13:20 სთ-ზე პაციენტს ნახულობს რეანიმატოლოგი, რომელიც მიიჩნევს, რომ გამოხატულია სმუ, ცნობიერების დათრგუნვა. პაციენტი გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპზე უნდა გამოიყოს ორი მომენტი: 1. ჭრილობის პოსტოპერაციული მოვლა, რომელიც შესრულებულია პროტოკოლის სრული დაცვით; 2. ნევროლოგიური გაუარესება, შეფასება და მენეჯმენტი. ამ შემთხვევაშიც პაციენტი შეფასებულია სწორად, თუმცა ლულოვანი ძვლების მოტეხილობის დროს, ერთ-ერთი მძიმე გართულებაა ცხიმოვანი ემბოლია, რისთვისაც დამახასიათებელია ტვინოვანი სიმპტომატიკა, სუნთქვის უკმარისობა, პეტექიური გამონაყარი კანზე. სამწუხაროდ, ამ გართულებაზე თავიდან ეჭვი არ იქნა მიტანილი და მხოლოდ 3 დღის შემდეგ, როცა გამოიხატა სმუ და ცნობიერების ღრმა დათრგუნვა, დაწყებულია ადეკვატური მენეჯმენტი. რეანიმაციულ განყოფილებაში მოხდა ჰემოდინამიკის, ჰომეოსტაზის, ვენტილაციის კორექცია, რისი შედეგიც იყო მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც გამოიხატა შემდეგში – მოხდა პაციენტის მოხსნა აპარატიდან, გაუმჯობესდა ნევროლოგიური სტატუსი. როგორც ისტორიიდან ჩანს, პაციენტი 01.04.20 წელს მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან, ხოლო 02.04.20 წელს გაეწერა კლინიკიდან. რეცენზენტის აზრით, უმჯობესი იქნებოდა, პაციენტის მკურნალობა გაგრძელებულიყო ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, მითუმეტეს, რომ ყველა კურსუსში აღნიშნულია დიდი ზომის პოსტოპერაციული ჰემატომა ნაოპერაციებ მიდამოში, რაც შეიძლება გამხდარიყო როგორც ცნობიერების, ასევე ემბოლიური გართულების მიზეზი. რაც შეეხება, ანესთეზიოლოგიურ და რეანიმატოლოგიურ ნაწილს შეცდომას ან გადაცდომას, რომელსაც შეეძლო პაციენტის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, არ ფიქსირდება. საავადმყოფოდან გაწერა ცალკე განხილვის თემაა. გაწერის კურსუსში წერია, რომ გაცემულია სათანადო რეკომენდაციები, ბინაზე გაწერის შემდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რაც პრაქტიკულად არ იყო შესრულებული. იყო კომუნიკაცია კლინიკასა და ოჯახს შორის. რამდენადაც მისთვის ცნობილია, არ იქნა ოჯახის მიერ შეძენილი დანიშნული მედიკამენტები. სხდომაზე გამოცხადდა რეცენზენტი ვ.შ-ი, რომელმაც ა.ჯ-ის მიმართ გაწეულ სამედიცინო დახმარებასთან მიმართებით განმარტა: დოკუმენტაციის მიხედვით ერაცია და ანესთეზია გართულების გარეშე ჩატარდა, მაგრამ მეორე დღეს დილით გამოიხატა ლირიუმი, ცნობიერების დათრგუნვა. ნევროლოგის, ფსიქიატრის კონსულტაციებით, თავის ტვინის კ/ტ კვლევით პათოლოგია არ იქნა ნანახი. ანალგოსედაციის ფონზე ნევროლოგიური სიმპტომატიკა არ გაუმჯობესებულა. დაერთო სუნთქვის უკმარისობა, ჰიპერთერმი, ტაქიკარდია. რენტგენოლოგიურად აღინიშნა ინფილტრაციული ცვლილებები მარცხნივ, რის გამოც პაციენტი მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში. დინამიკაში პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და იგი გაეწერა კლინიკიდან. დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ პაციენტი გაეწერა რეანიმაციის განყოფილებიდან, კარდიოლოგთან და ტრავმატოლოგთან შეთანხმებით. რეცენზენტის აზრით, იგი კვლავ საჭიროებდა სტაციონარულ დაკვირვებას დიდი ზომის ჰემატომისა და ფილტვების დაჟეჟილობის გამო. სხდომაზე გამოცხადდა ა.ჯ-ის ბაბუა, რომელმაც განმარტა: პაციენტი ავარიის შემდეგ მიყვანილ იქნა კლინიკაში. ჩაუტარდა ოპერაცია. მეორე დღეს პაციენტი უკვე დამძიმებული იყო. რეანიმაციის განყოფილების უფროსმა თ.ჯ-ემ უთხრა, რომ პაციენტი იყო აგზნებული, ამიტომ 2 დღის განმავლობაში ჰყავდათ დაძინებული. განუმარტეს, რომ აკვირდებოდნენ პაციენტის მდგომარეობას. სამედიცინო ისტორიის ნახვის შემდეგ გაიგო, რომ პაციენტს ჰქონდა სიცხეები, ნეკნი მოტეხილი და ემბოლია. ტელეფონზე საუბრისას ესმოდა ბავშვი რომ ყვიროდა. ჩატარებული კტ-კვლევები წაიღო ექიმ გ.ჩ-სთან. მან უთხრა, რომ ყველაფერი იყო წესრიგში. კლინიკაში აუხსნეს, რომ პაციენტი გადასაყვანი იყო გამოკვლევაზე, რისთვისაც ესაჭიროებოდა თანხა. მოთხოვნილი თანხა მიიტანა, მაგრამ უთხრეს უარი და განუმარტეს, რომ აღარ იყო საჭირო დამატებითი კვლევა. ოჯახი ყველა თანხის გადახდაზე თანახმა იყო, ყველა სპეციალისტს მიიყვანდა, ოღონდ ეთქვათ ვინ იყო საჭირო. ასევე, იყო მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში პაციენტი გადაეყვანათ საზღვარგარეთ. პაციენტს როდესაც დაუდგეს სასუნთქი აპარატი, ღამის 11 საათზე ტელეფონით დაუკავშირდა თ.ჯ-ე და შეატყობინა, რომ მეორე დღეს 2 საათზე გაწერდნენ კლინიკიდან. გაუკვირდა, უთხრა, რომ სასუნთქ აპარატზე მყოფი ბავშვი, როგორ უნდა წაეყვანა. მეორე დღეს, რომ მივიდა კლინიკაში, სადღაც 2 საათზე უკვე გაატანეს შვილიშვილი. სახლში პაციენტი ძალიან მძიმედ იყო. სუნთქვა მაშინვე უჭირდა. ღრმად რომ ამოისუნთქა, ჰქონდა ხმაურიანი სუნთქვა, მაშინვე დაურეკა ექიმს. აუხსნა მდგომარეობა. საძინებელში დახმარებით უნდოდა გასვლა. ორი ნაბიჯი გადადგა და მაშინვე დაუძახა, მიშველე, ვერ ვსუნთქავო. დააწვინა, ჩაბერა ჰაერი, მაგრამ ფილტვებში ჰაერი არ ჩადიოდა. თურმე, ფილტვები ჰქონდა შეშუპებული. ქირურგსაც დაუკავშირდა. აუხსნა მდგომარეობა. ექიმმა უთხრა, რომ ორი ნეკნი ჰქონდა მოტეხილი და ფილტვები დაჟეჟილი. ასევე, დაზიანებული ჰქონდა თირკმელი. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად: თ.ჯ-ეს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 6 (ექვსი) თვის ვადით, სპეციალობაში: ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია და დაევალა 6 (ექვსი) თვის ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა; ა.კ-ის შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 3 (სამი) თვის ვადით, სპეციალობაში - „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“ და დაევალა 3 (სამი) თვის ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა; ე.გ-ის (სახელმწიფო სერტიფიკატი- ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია) პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა (ტ.2, ს.ფ 31-39).
საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა ე. ი-ჯ-ის მიერ და გასაჩივრდა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს, ა.კ-ისა და თ.ჯ-ის მიერ. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში (1-ლი მუხლი). მითითებული კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 33-ე მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულ პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება (1-ლი მუხლი). ამავე კანონის 38-ე მუხლის თანახმად, (1) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით: ა) პაციენტებსა და საზოგადოებაში პირადი მაგალითით ამკვიდრებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს; ბ) ხელმძღვანელობდეს მხოლოდ პროფესიული სტანდარტებით, ჰუმანიზმის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით, პატივს სცემდეს პაციენტის ღირსებას, აღმსარებლობასა და ტრადიციებს; გ) მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს; დ) იყოს უანგარო, პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას – თავისუფალი და დამოუკიდებელი; ე) პირუთვნელად ასრულებდეს ექიმის ფიცს; (2) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეთიკური და ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმები, რომელთა დარღვევაც იწვევს ამ კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული კანონის 73-ე მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მითითებული კანონის 74-ე მუხლი განსაზღვრავს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულ პროფესიულ პასუხისმგებლობას, კერძოდ, (1) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები; (2) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო. ამავე კანონის 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტი განსაზღვრავს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლებს, კერძოდ, ა) მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ მიღებული წერილობითი გაფრთხილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს არა უმეტეს 6 თვისა. მითითებული კანონის 79-ე მუხლის 1-ლი პუნქტით სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლებია: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა მის პროფესიულ მოვალეობასთან; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სცილდება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებს; დ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ამ კანონით დადგენილი ვადის გასვლა, თუ მანამდე სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელმა ვერ მოახერხა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების შესრულება; ე) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური ან ერთჯერადი მძიმე დარღვევა, თუ ამ უკანასკნელს მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება ან სიკვდილი ანდა პაციენტისათვის მატერიალური ზიანის მიყენება; ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელისათვის თავისუფლების აღკვეთის ან მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; ზ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენა. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ იღებს საბჭო.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2022 წლის 28 სექტემბრის №26 სხდომის ოქმის თანახმად, ექიმ თ.ჯ-ეს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 6 (ექვსი) თვის ვადით, სპეციალობაში: ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია და დაევალა 6 (ექვსი) თვის ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა; ექიმ ა.კ-ის შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 3 (სამი) თვის ვადით, სპეციალობაში - „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“ და დაევალა 3 (სამი) თვის ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. შესაბამისად, წინამდებარე დავაზე შესაფასებელია განხორციელდა თუ არა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად ა. ჯ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა და კანონიერი იყო თუ არა საბჭოს გადაწყვეტილება, როდესაც მან ექიმების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით გამოიყენა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება და დაავალა მათ შესაბამისი ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებამდე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა დაადგინოს, შეისწავლოს და შეაფასოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, რამდენად ჰქონდა ადგილი ექიმის მიერ საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებით დარღვევას. საკითხის შესწავლის ფარგლებში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტთა განმარტებებისა და დასკვნების გათვალისწინება. ადმინისტრაციული ორგანო, თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის საკითხს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება (სუსგ №ბს-1261(კ-24), 18.02.2025წ.; სუსგ №ბს-1136(კ-24), 18.02.2025წ.).
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების, რეცენზენტთა ახსნა-განმარტებების/დასკვნების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს სარწმუნო დასაბუთებას ჩადენილ გადაცდომასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე, სათანადოდ არ არის გამოკვლეული ის გარემოება, პაციენტის კლინიკაში დარჩენის შემთხვევაში დადგებოდა თუ არა ლეტალური შედეგი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ყველა დამდგარი არასასურველი შედეგი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მიჩნეული მცდარი სამედიცინო ქმედების რეზულტატად, თუმცა მცდარი სამედიცინო ქმედება სათანადო შეფასებას საჭიროებს, რაც უპირველესად მკურნალობის უარყოფითი შედეგის დადგომაში ექიმის წვლილის დეტალურ შემოწმებას გულისხმობს. სამედიცინო შეცდომად განიხილება ისეთი არასწორი ქმედება, რომელიც მიყენებულ ზიანთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით, მცდარ სამედიცინო ქმედებად განმარტებულია ექიმის მიერ უნებლიედ, პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა. ამავე კანონის 50-ე მუხლით, მცდარი სამედიცინო ქმედებისათვის ექიმი პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, პროფესიული განვითარების საბჭო ვალდებული იყო, ექიმებისთვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრამდე, განეხორციელებინა დარღვევათა იდენტიფიცირება და შემდეგ დაედგინა ამ ქმედებებს მოჰყვა თუ არა ა.ჯ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, გარდაცვალება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი ადმინისტრაციული კანონმდებლობაა. ცალსახაა, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება ან შეუსრულებლობა, სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუარესებასა და მისი რეპუტაციის პოტენციურ შელახვას იწვევს, რაც პირდაპირ კავშირშია პაციენტის უფლებებთან, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებით პროფესიული პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომების გათვალისწინება მიუთითებს ჩადენილი ქმედების ზედმიწევნით შესწავლისა და გარემოებების სათანადო შეფასების აუცილებლობაზე, რამდენადაც სანქციის მიზნიდან გამომდინარე, უფრო მკაცრი სახის პასუხისმგებლობის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევას. ამრიგად, პასუხისმგებლობის დაკისრებისას გასათვალისწინებელია ჩადენილი გადაცდომისა და შეფარდებული სანქციის პროპორციულობა და თანაზომიერება, ასევე - პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, გადაცდომის სიმძიმე, პიროვნება და მის განვლილ საქმიანობაში დარღვევის არსებობა/არარსებობა, რაც ერთობლიობაში ქმნის პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისი სახის გამოყენების საფუძველს (სუსგ ბს-250(კ-22), 19 მარტი, 2024 წელი).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად გადაწყდა განსახილველი საქმე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს, ა.კ-ისა და თ.ჯ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება;
3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/ნ 205035120) დაუბრუნდეს მის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარზე 09.10.2025წ. №07399 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. ა.კ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.გ-ის მიერ 19.10.2025წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. თ.ჯ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა.ბ-ის მიერ 16.10.2025წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა