1. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ვიბრაცია, ხმაური, ელექტრომაგნიტური ველი) დადგენილი ნორმების გადამეტება –

გამოიწვევს დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) ვიბრაციის დადგენილი ნორმის გადამეტება − 1 500 ლარის ოდენობით;

ბ) ხმაურის დადგენილი ნორმის 1-დან 4 დბ-მდე გადამეტება − 1 500 ლარის ოდენობით;

გ) ხმაურის დადგენილი ნორმის 4-დან 11 დბ-მდე გადამეტება − 2 500 ლარის ოდენობით;

დ) ხმაურის დადგენილი ნორმის 11-დან 16 დბ-მდე გადამეტება − 3 500 ლარის ოდენობით;

ე) ხმაურის დადგენილი ნორმის 16 ან 16-ზე მეტი დბ-ით გადამეტება − 5 000 ლარის ოდენობით;

ვ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 0,1-დან 5 მკვტ/სმ2-მდე გადამეტება − 5 000 ლარის ოდენობით;

ზ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 5-დან 10 მკვტ/სმ2-მდე გადამეტება − 10 000 ლარის ოდენობით;

თ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 10-დან 15 მკვტ/სმ2-მდე გადამეტება − 15 000 ლარის ოდენობით;

ი) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 15 ან 15-ზე მეტი მკვტ/სმ2-ით გადამეტება − 20 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას იმავე ქმედების ჩადენისთვის ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

5. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტება –

გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) დადგენილზე 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;

ბ) დადგენილზე  5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის ოდენობით;

გ) დადგენილზე 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას იმავე ქმედების ჩადენისთვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ხმაურის დასაშვები ნორმები განსაზღვრულია „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით“.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4
53
– ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 20
აპრილის
კანონი №2196
–
ვებგვერდი, 10.05.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №249 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023