1. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა ან/და ამ მოწყობილობების გაუმართაობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 10 000 ლარამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას.
3. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოუყენებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას.
5. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების უქონლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261
საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №249 – ვებგვერდი, 12.03.2021