ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი კანონმდებლობით ნებადართულ საექიმო სპეციალობაში;

გ) უპირატესობა მიენიჭება სახელმწიფო სერტიფიკატს საოჯახო მედიცინაში ან შინაგან მედიცინაში (თერაპია);

დ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ე) უპირატესობა მიენიჭება ოჯახის ექიმის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ზ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

2. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის ექიმის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე  თავი);

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;

თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ი) „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01- 8/ნ ბრძანება;

კ) „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01- 41/ნ ბრძანება;

ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება.;

მ) იმ დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურ