ა) უმაღლესი სტომატოლოგიური განათლება;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი ქირურგიულ სტომატოლოგიასა და თერაპიულ სტომატოლოგიაში, ასევე სასურველია სახელმწიფო სერტიფიკატი ორთოპედიულ სტომატოლოგიაში;

გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

2. პენიტენციური დაწესებულებების (გარდა N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის) საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი სტომატოლოგის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე  თავი);

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;

ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

თ) „სტომატოლოგიური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 25 ნოემბრის  №01- 55/ნ ბრძანება;

ი) „სტომატოლოგიური პროფილის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2002 წლის 5 ნოემბრის №309/ნ ბრძანება;

კ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;

ლ) იმ დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურ