ა) უმაღლესი განათლება ფარმაცევტის სპეციალობით;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).
2. პენიტენციური დაწესებულებების (გარდა N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის) საექიმო-სამედიცინო პუნქტის წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“;
ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ვ) „საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №326/ნ ბრძანება;
ზ) „ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანება;
თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;
ი) იმ დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურ