1. ტუბერკულოზის კონტროლის სფეროში სამინისტრო:
ა) უზრუნველყოფს ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებების ორგანიზებას, დაგეგმვას, განხორციელებასა და კოორდინაციას;
ბ) უზრუნველყოფს ტუბერკულოზის თავიდან აცილების, დიაგნოსტიკის (გამოკვლევის) და ტუბერკულოზის შემთხვევის მართვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უახლესი ტექნოლოგიებისა და მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომების დანერგვას;
გ) უზრუნველყოფს ტუბერკულოზის თავიდან აცილებასთან, დიაგნოსტიკასთან (გამოკვლევასთან) და ტუბერკულოზის შემთხვევის მართვასთან დაკავშირებული მომსახურებების (მათ შორის, ტუბერკულოზით დაავადებული პირის პალიატიური მზრუნველობის), აგრეთვე ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლების პაციენტისთვის ფინანსურ ხელმისაწვდომობას;
დ) შეიმუშავებს ტუბერკულოზის კონტროლის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ნორმების შესაბამის ტუბერკულოზის კონტროლის გრძელვადიან ეროვნულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას;
ე) გეგმავს ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებებს და მობილიზებას უწევს მათი განხორციელებისათვის საჭირო ფინანსურ რესურსებს;
ვ) მონიტორინგს უწევს და აფასებს ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხორციელებას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს ანგარიშს ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებების განხორციელების შესახებ;
თ) ასრულებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. ცენტრი ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებების ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში ახორციელებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებ