ა) უმაღლესი ბიოლოგიური/ქიმიური განათლება (მაგისტრის ხარისხი) ან პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: ფერშალ-ლაბორანტი ან ლაბორანტი;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).
2. N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის სამედიცინო ნაწილების ლაბორატორიის ლაბორანტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს „პატიმრობის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;
ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;
ზ) იმ დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურ