ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (მე-3-12 სემესტრი) ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საექთნო საქმის (ექთანი) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (მე-3 – 8 სემესტრი) ან პროფესიული საექთნო განათლება პრაქტიკოსი ექთნის კვალიფიკაციით (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ფსიქიატრიის ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, ასევე ლაბორანტი, ფერშალ-ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი - ექთნის თანამდებობაზე  3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული);

ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

2. პენიტენციური დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების, N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და N19 ტუბერკულოზის სამკუნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის სამედიცინო ნაწილების ექთნის ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე  თავი);

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;

ზ) იმ დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურ