ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკუნალო მიმართულებით) ან პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: ზოგადი პროფილის ექთანი, ქირურგიის ექთანი, ანესთეზიოლოგიის ექთანი, კრიტიკული მედიცინის ექთანი, სამკურნალო დიაგნოსტიკის ექთანი, ზოგადი პრაქტიკის ექთანი, ფსიქიატრის ექთანი;
ბ) სასურველია გადამზადების კურსი საექთნო საქმის ორგანიზაციის/მენეჯმენტის მიმართულებით;
გ) ექთნად მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).
2. N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და N19 ტუბერკულოზის სამკუნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის სამედიცინო ნაწილების უფროსი ექთნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;
ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ვ) „ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანება;
ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;
თ) იმ დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურ