ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკუნალო მიმართულებით) ან პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: ზოგადი პროფილის ექთანი, ქირურგიის ექთანი, ანესთეზიოლოგიის ექთანი, კრიტიკული მედიცინის ექთანი, სამკურნალო დიაგნოსტიკის ექთანი, ზოგადი პრაქტიკის ექთანი, ფსიქიატრის ექთანი;
ბ) სასურველია გადამზადების კურსი საექთნო საქმის ორგანიზაციის/მენეჯმენტის მიმართულებით;
გ) ექთნად მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).
2. პენიტენციური დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების, N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და N19 ტუბერკულოზის სამკუნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის სამედიცინო ნაწილების ექთნისა და N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ქირურგიული განყოფილების ექთნის (საოპერაციო) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;
ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;
ზ) იმ დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურ