ა) უმაღლესი განათლება ფარმაცევტის სპეციალობით ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარმაციის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (VII -VIII სემესტრი) ან პროფესიული განათლება 2010 წლის შემდგომ ფარმაცევტის თანაშემწის კვალიფიკაცია, ხოლო 2010 წლამდე ფარმაცევტის კვალიფიკაცია;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

2. N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და N19 ტუბერკულოზის სამკუნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის სამედიცინო ნაწილების აფთიაქის ფარმაციის ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი  საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე  თავი);

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“;

ე) „ტექნიკური რეგლამენტი - აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის N575 დადგენილება;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ზ) „საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის  №326/ნ ბრძანება;

თ) „ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის  №150/ნ ბრძანება;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;

კ) იმ დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურ