2. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის სათანადო დოკუმენტაციის გარეშე რეალიზაციასთან ან შესაბამისი უფლების არმქონე დაწესებულებაზე გაცემასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის დადგომისას, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისთანავე, სამართალდამრღვევი პირები: იურიდიული პირი, ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი სამართალდამრღვევი პირი, სააგენტოს მიერ რეგისტრირდება სამართალდამრღვევი პირების შესაბამის უწყებრივ რეესტრში (შემდგომში – სამართალდამრღვევ პირთა რეესტრი).
3. რეესტრში სამართალდამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირებისა და ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირის რეგისტრაცია ხორციელდება 3 წლის ვადით.
4. სააგენტო ვალდებულია, აწარმოოს სამართალდამრღვევ პირთა რეესტრი და უზრუნველყოს მისი საჯაროობ